ნატურალური ვაშლის ძმარი მრავალმხრივ სასარგებლო პროდუქტია, ის უამრავ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომლებსაც მიკრობებისა და მავნე ბაქტერიების განადგურება შეუძლია.
ვაშლის ძმარს აქტიურად იყენებენ ხალხურ მედიცინაში:
ყელის ტკვილისას
¼ ფინჯანი ვაშლის ძმარი გააზავეთ 1 ფინჯან თბილ წყალში და გამოივლეთ ყელში როგორც კი მცირედ დისკომფორტს
მაინც ან ტკივილს იგრძნობთ.
გულძმარვის დროს
1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ცოტაოდენ წყალში გააზავეთ და დალიეთ. ვაშლის ძმარი ანტაციდების ბუნებრივი შემცვლელია.
ქერტლის საწინააღმდეგოდ
ვაშლის ძმარი ამაგრებს თმის ძირებს, თმას კი ბზინვარებას მატებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვაშლის ძმარი ადვილად უმკლავდება ქერტლს.
აურიეთ ერთმანეთში ¼ ფინჯანი წყალი და ¼ ფინჯანი ვაშლის ძმარი და დაბანის შემდეგ
თავზე გადაივლეთ.
კანის ქავილისას
თუ კანი გექავებათ, პრობლემურ მონაკვეთზე ბამბის ტამპონით ვაშლის ძმარი წაისვით...განაგრძეთ კითხვა