მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მტრობა სვეცკურად 2" - ცნობილი ქართველები, რომლებმაც ერთმანეთი საჯაროდ ლანძღეს
"მტრობა სვეცკურად 2" - ცნობილი ქართველები, რომლებმაც ერთმანეთი საჯაროდ ლანძღეს

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ხში­რად უპი­რის­პირ­დე­ბი­ან, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხოდ იშ­ვი­ა­თად ლა­პა­რა­კო­ბენ. მას შემ­დეგ, რაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და, სე­ლებ­რი­თე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა სა­აშ­კა­რა­ო­ზე ხში­რად გა­მო­დის.

ია ფა­რუ­ლა­ვა - ნინო კუ­ზა­ნო­ვა

ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მსა­ხი­ობ ია ფა­რუ­ლა­ვა­სა და კარ­დი­ო­ლოგ ნინო კუ­ზა­ნო­ვას შო­რის მოხ­და. ფა­რუ­ლა­ვამ ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ხალ­ხოდ და­წე­რა: "ქოცი მე­გო­ბა­რი ბევ­რი მყავს, არა­ვის­თან არ მქო­ნია კონ­ფლიქ­ტი სა­ერ­თოდ. მხო­ლოდ ერ­თმა ჩა­ის­ვა­რა მაგ­რად და ისიც ძა­ლად ქოცი თუ ქო­ცებ­თან შე­ტენ­ვით იყო ვერ გა­ვი­გე", - და­წე­რა იამ და თვა­ლებ­და­ქა­ჩუ­ლი ბარ­ბის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რა­ტომ და­უ­პი­რის­პირ­დნენ უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს, უც­ნო­ბია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: რას პა­სუ­ხობს "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" სცე­ნა­რის­ტი ნინო კუ­ზა­ნო­ვას ბრალ­დე­ბას და რას წე­რენ კარ­დი­ო­ლოგ­ზე გვა­რა­მია და ფა­რუ­ლა­ვა

ნიკა გვა­რა­მია - გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი

"რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია ორი დღის წინ, ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის შეყ­ვა­რე­ბულს, გი­ორ­გი ცა­გა­რელს და­უ­პი­რის­პირ­და და სა­ხალ­ხოდ უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით გა­ლან­ძღა. ამის მი­ზე­ზი ის ფაქ­ტი გახ­ლდათ, რომ ნას­ვამ­მა მუ­სი­კოს­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქარ­თუ­ლი არ­ხე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა, "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტებს ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მო­ნე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ არხს კი ნაფ­ტა­ლინ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი უწო­და. გი­ორ­გის პოსტს "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მის კო­ლე­გებს მო­უ­წო­და, ეს ადა­მი­ა­ნი მათ ეთერ­ში არას­დროს გა­ე­პი­ა­რე­ბი­ნათ.

"ამ ნაბ**რ ში­ზო­იდს რა­ტომ და­ათ­რევ ჩვენს ეთერ­ში და რა­ტომ აპი­ა­რებ, მა­რი­ნა ბე­რი­ძე? ტრ... გა­ი­თხა­როს თა­ვი­სი ალტი ხე­მი­ა­ნად. p.s. ნინო ნა­ხუც­რიშ­ვი­ლი, თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი იმე­დია, სწო­რად ვიქ­ნე­ბი გა­გე­ბუ­ლი, მე­გობ­რე­ბო: ნე­ბის­მი­ე­რი იმ ღო­ნის­ძი­ე­ბის რეკ­ლა­მა, სა­დაც ეს ყ... რა­ი­მე ფორ­მით მა­ინც მო­ნა­წი­ლე­ობს, ჩვენს ეთერ­ში ვერ მოხ­ვდე­ბა.

და არა მხო­ლოდ რეკ­ლა­მა, ეგ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­ერ­თოდ არ გა­შუქ­დე­ბა ვერც წინმსწრე­ბად და ვერც შემ­დგო­მად.

ნიკა გვა­რა­მი­ას პოსტს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, ზოგ­მა მო­უ­წო­ნა გი­ორ­გის საქ­ცი­ე­ლი, ზოგ­მა კი გვა­რა­მია გა­აკ­რი­ტი­კა.

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი - სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი და ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს 2014 წელს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ამის მი­ზე­ზი სა­ლო­მეს ყო­ფი­ლი ქმა­რი ვას­კა თევ­დო­რაშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც მთე­ლი ქო­ნე­ბა ბან­კში ჩადო, სეს­ხი აიღო, მის მე­გობ­რებს, მათ შო­რის ძმებ კო­დუ­ებს ფული გა­მო­არ­თვა და სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და. ეს ამ­ბა­ვი მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, როცა სა­ლო­მემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სერ­გეი ზვე­რე­ვის და ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლის ფო­ტო­კო­ლა­ჟი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. და­სა­თა­უ­რე­ბულ ფო­ტოს, სა­დაც სო­ცი­ა­ლუ­რის ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებს სამი გან­სხვა­ვე­ბის პოვ­ნას სთხოვ­და, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. პოს­ტი ნი­ნამ თა­ვის გვერ­დზე გა­ა­ზი­ა­რა და სა­ლო­მეს წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა. ნი­ნას სა­ლო­მეს მი­მართ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ თბილ სტა­ტუსს სა­ლო­მემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სულ სხვა ემო­ცი­ით უპა­სუ­ხა: "სა­ნამ ამ­დენ სით­ბოს გად­მო­აფ­რქვევ ჩემი მი­სა­მარ­თით, მა­ნამ­დე გე­ფიქ­რა, სა­ნამ და­უწ­ვე­ბო­დი, რომ ერთ დროს ეს ჩემი ძა­ლი­ან კარ­გი ნაც­ნო­ბის ქმა­რი იყო. იმე­დია, მო­მა­ვალ­ში კი­დევ ვინ­მე ძა­ლი­ან კარ­გი ახ­ლო­ბე­ლი, მსგავს ის­ტო­რი­ას არ წა­ა­წყდე­ბა შენი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით", - უპა­სუ­ხა სა­ლო­მემ.

თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი - შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი

თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი და შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი 2013 წელს ერ­თმა­ნეთს სა­ჯა­როდ და­უ­პი­რის­პირ­დნენ. რო­გორც თი­კომ გა­ნა­ცხა­და, ბე­გაშ­ვი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა "თბი­ლი­სი ლა­ი­ვის" სი­უ­ჟეტს მოჰ­ყვა, სა­დაც შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის ერო­ტი­უ­ლი კად­რე­ბი ჩას­ვეს. თი­კოს ამ გან­ცხა­დე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. "წამ­ლის გუ­ლის­თვის ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი იყა­ვი, თმა და­ი­ვარ­ცხნე და და­გა­ვი­წყდა რა­ღა­ცე­ე­ბი? იფიქ­რე ბევ­რი, სა­ნამ შენს აზ­რებს გად­მო­აფ­რქვევ, ან წადი ბავ­შვს მი­ხე­დე, თუმ­ცა ამა­საც ვერ გა­ა­კე­თებ, დე­დო­ბა გაქვს ჩა­მორ­თმე­უ­ლი". ამა­ზე თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი გა­ღი­ზი­ან­და და შო­რე­ნას თა­ვა­დაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით უპა­სუ­ხა: "მერ­წმუ­ნე, შენ ბრალ­დე­ბებს ია­რა­ღის მუ­ქა­რის ქვე­შაც არ გა­მო­ვეხ­მა­უ­რე­ბო­დი, მაგ­რამ ერთი რამ შე­გე­შა­ლა, ის რაც 10 წლის შვი­ლის დე­დას არ ეპა­ტი­ე­ბა. შე­იძ­ლე­ბა შენ­თვის დე­დობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ინ­ტი­მუ­რი სცე­ნე­ბის სა­ყუ­რებ­ლად შვილ­თან ერ­თად პრე­მი­ე­რებ­ზე სი­ა­რუ­ლია, თუმ­ცა ამ ქმე­დე­ბის გაკ­რი­ტი­კე­ბა ჩემს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის".

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი - ნანა ლეჟა­ვა

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის და ნანა ლეჟა­ვას და­პირსპი­რე­ბა წლე­ბის წინ და­ი­წყო, თუმ­ცა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ამის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ ორი წლის წინ ალა­პა­რაკ­და. და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი კი ნა­ნუ­კას ძმის და­კა­ვე­ბა გახ­და, რა­ზეც სი­უ­ჟე­ტი ნანა ლეჟა­ვამ მო­ამ­ზა­და. "ნანა ლეჟა­ვას იმ­დე­ნი ტყუ­ი­ლი და სა­ში­ნე­ლე­ბაც აქვს ნა­კე­თე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახ­ლობ­ლე­ბის ფა­რუ­ლად წერა. მე­გობ­რე­ბის და ასე შემ­დეგ"...

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა და­წე­რა, ნანა ლეჟა­ვამ მას­ზე და მისი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე ისე­თი სი­უ­ჟე­ტე­ბი მო­ამ­ზა­და, სა­დაც არ­ცერ­თი სი­ტყვა მარ­თა­ლი არ იყო.

ლალი მო­როშ­კი­ნა - თაკო ფხა­კა­ძე

თაკო ფხა­კა­ძის, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი­სა და ლალი მო­როშ­კი­ნას და­პი­რის­პი­რე­ბა თბი­ლის­ში არას­დროს და­ა­ვი­წყდე­ბათ. ლალი მო­როშ­კი­ნა "პრა­იმ-ტა­ი­მის" და "ნა­ნუ­კას შოუს" ერ­თობ­ლი­ვი გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა­ზე, უგე­მოვ­ნო ქალ­ბა­ტო­ნად და­ა­სა­ხე­ლეს, რა­ზეც ჟურ­ნა­ლის­ტი გა­ღი­ზი­ან­და და თაკო ფხა­კა­ძეს არ­ტე­რი­ა­ში ჩან­გა­ლი ჩა­არ­ტყა. ამის გამო ჟურ­ნა­ლის­ტი პა­ტიმ­რო­ბა­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და, ცი­ხი­დან გა­მო­სულ­მა ლალი მო­როშ­კი­ნამ წიგ­ნი "გი­სო­სებს მიღ­მა სა­ქარ­თვე­ლოა" გა­მოს­ცა, სა­დაც პა­ტიმ­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი იყო ასა­ხუ­ლი.

ინგა გრი­გო­ლია - გოგა ხა­ჩი­ძე

ინგა გრი­გო­ლია და გოგა ხა­ჩი­ძე ერ­თმა­ნეთს სამი წლის წინ და­უ­პი­რის­პირ­დნენ. მა­შინ­დელ­მა პარ­ლა­მენ­ტარ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინგა გრი­გო­ლი­ას ძვე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან ფრან­გმენ­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტი გა­ზეთ "ასა­ვალ და­სა­ვალ­ზე" სა­კუ­თარ აზრს გა­მოთ­ქვამ­და. ხა­ჩი­ძე და­ინ­ტე­რეს­და, ახ­ლაც ასე ფიქ­რობ­და თუ არა ინგა გრი­გო­ლია? მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იმით ამო­ი­წუ­რა, რომ გრი­გო­ლი­ამ ხა­ჩი­ძეს კარ­გი დას­ვე­ნე­ბა უსურ­ვა.

ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი - მა­რი­ნა ბე­რი­ძე

ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის და მა­რი­ნა ბე­რი­ძის და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ წლე­ბია ლე­გენ­დე­ბი და­დის. ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა "არტ-იმე­დი" არ­სე­ბობ­და, სა­დაც ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი იყ­ვნენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, ეკას და მა­რი­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო, ამ­ბო­ბენ რომ ეკამ მა­რი­ნას სა­ფერ­ფლე ეს­რო­ლა. ფაქ­ტია, რომ მას შემ­დეგ მა­რი­ნა ბე­რი­ძეს ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი არ­ცერ­თი კონ­ცერ­ტის სი­ა­ში აღარ ჩა­უს­ვამს. მათი და­პი­რის­პი­რე­ბა წლე­ბის შემ­დე­გაც გაგ­რძელ­და, როცა ბე­რი­ძემ "სარ­კის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში დან­გრე­ულ ოჯახ­ზე და ეკა კვა­ლი­აშ­ვილ­ზე ისა­უბ­რა. ბე­რი­ძის ინ­ტერ­ვიუ მომ­ღერ­ლის­თვის უც­ნა­უ­რი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ვერ მიხ­ვდა, მა­რი­ნა ბე­რი­ძის ქმარ­თან რა სა­ერ­თო ჰქონ­და. თუმ­ცა მი­ტე­ვე­ბის დღეს ეკა კვა­ლი­აშ­ვილ­მა მა­რი­ნა ბე­რი­ძეს შეც­დო­მე­ბი მი­უ­ტე­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"მტრობა სვეცკურად 2" - ცნობილი ქართველები, რომლებმაც ერთმანეთი საჯაროდ ლანძღეს

"მტრობა სვეცკურად 2" - ცნობილი ქართველები, რომლებმაც ერთმანეთი საჯაროდ ლანძღეს

ცნობილი ადამიანები ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებიან, მაგრამ ამის შესახებ სახალხოდ იშვიათად ლაპარაკობენ. მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, სელებრითების დაპირისპირება სააშკარაოზე ხშირად გამოდის.

ია ფარულავა - ნინო კუზანოვა

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული დაპირისპირება მსახიობ ია ფარულავასა და კარდიოლოგ ნინო კუზანოვას შორის მოხდა. ფარულავამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახალხოდ დაწერა: "ქოცი მეგობარი ბევრი მყავს, არავისთან არ მქონია კონფლიქტი საერთოდ. მხოლოდ ერთმა ჩაისვარა მაგრად და ისიც ძალად ქოცი თუ ქოცებთან შეტენვით იყო ვერ გავიგე", - დაწერა იამ და თვალებდაქაჩული ბარბის ფოტო გამოაქვეყნა. რატომ დაუპირისპირდნენ უახლოესი მეგობრები ერთმანეთს, უცნობია.

წაიკითხეთ ასევე: რას პასუხობს "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ნინო კუზანოვას ბრალდებას და რას წერენ კარდიოლოგზე გვარამია და ფარულავა

ნიკა გვარამია - გიორგი ცაგარელი

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ორი დღის წინ, ლიზა ბაგრატიონის შეყვარებულს, გიორგი ცაგარელს დაუპირისპირდა და სახალხოდ უშვერი სიტყვებით გალანძღა. ამის მიზეზი ის ფაქტი გახლდათ, რომ ნასვამმა მუსიკოსმა სოციალურ ქსელში ქართული არხები გააკრიტიკა, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ნაციონალების მონები, საზოგადოებრივ არხს კი ნაფტალინში ჩარჩენილი უწოდა. გიორგის პოსტს ''რუსთავი 2''-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა და მის კოლეგებს მოუწოდა, ეს ადამიანი მათ ეთერში არასდროს გაეპიარებინათ.

''ამ ნაბ**რ შიზოიდს რატომ დაათრევ ჩვენს ეთერში და რატომ აპიარებ, მარინა ბერიძე? ტრ... გაითხაროს თავისი ალტი ხემიანად. p.s. ნინო ნახუცრიშვილი, თეონა ჯორბენაძე, ნიკოლოზ რაჭველი იმედია, სწორად ვიქნები გაგებული, მეგობრებო: ნებისმიერი იმ ღონისძიების რეკლამა, სადაც ეს ყ... რაიმე ფორმით მაინც მონაწილეობს, ჩვენს ეთერში ვერ მოხვდება.

და არა მხოლოდ რეკლამა, ეგ ღონისძიებები საერთოდ არ გაშუქდება ვერც წინმსწრებად და ვერც შემდგომად.

ნიკა გვარამიას პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, ზოგმა მოუწონა გიორგის საქციელი, ზოგმა კი გვარამია გააკრიტიკა.

ნინა წკრიალაშვილი - სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი და ნინა წკრიალაშვილი ერთმანეთს 2014 წელს დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი სალომეს ყოფილი ქმარი ვასკა თევდორაშვილი გახლდათ, რომელმაც მთელი ქონება ბანკში ჩადო, სესხი აიღო, მის მეგობრებს, მათ შორის ძმებ კოდუებს ფული გამოართვა და საქართველოდან წავიდა. ეს ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა სალომემ სოციალურ ქსელში სერგეი ზვერევის და ნინა წკრიალაშვილის ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა. დასათაურებულ ფოტოს, სადაც სოციალურის ქსელის მომხმარებლებს სამი განსხვავების პოვნას სთხოვდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოსტი ნინამ თავის გვერდზე გააზიარა და სალომეს წარმატება უსურვა. ნინას სალომეს მიმართ გამოქვეყნებულ თბილ სტატუსს სალომემ სოციალურ ქსელში სულ სხვა ემოციით უპასუხა: "სანამ ამდენ სითბოს გადმოაფრქვევ ჩემი მისამართით, მანამდე გეფიქრა, სანამ დაუწვებოდი, რომ ერთ დროს ეს ჩემი ძალიან კარგი ნაცნობის ქმარი იყო. იმედია, მომავალში კიდევ ვინმე ძალიან კარგი ახლობელი, მსგავს ისტორიას არ წააწყდება შენი მონაწილეობით", - უპასუხა სალომემ.

თიკო სადუნიშვილი - შორენა ბეგაშვილი

თიკო სადუნიშვილი და შორენა ბეგაშვილი 2013 წელს ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ. როგორც თიკომ განაცხადა, ბეგაშვილის გაღიზიანება "თბილისი ლაივის" სიუჟეტს მოჰყვა, სადაც შორენა ბეგაშვილის ეროტიული კადრები ჩასვეს. თიკოს ამ განცხადებას სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილი გამოეხმაურა. "წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცეები? იფიქრე ბევრი, სანამ შენს აზრებს გადმოაფრქვევ, ან წადი ბავშვს მიხედე, თუმცა ამასაც ვერ გააკეთებ, დედობა გაქვს ჩამორთმეული". ამაზე თიკო სადუნიშვილი გაღიზიანდა და შორენას თავადაც სოციალური ქსელით უპასუხა: "მერწმუნე, შენ ბრალდებებს იარაღის მუქარის ქვეშაც არ გამოვეხმაურებოდი, მაგრამ ერთი რამ შეგეშალა, ის რაც 10 წლის შვილის დედას არ ეპატიება. შეიძლება შენთვის დედობრივი მოვალეობის შესრულება საკუთარი ინტიმური სცენების საყურებლად შვილთან ერთად პრემიერებზე სიარულია, თუმცა ამ ქმედების გაკრიტიკება ჩემს კომპეტენციაში არ შედის".

ნანუკა ჟორჟოლიანი - ნანა ლეჟავა

ნანუკა ჟორჟოლიანის და ნანა ლეჟავას დაპირსპირება წლების წინ დაიწყო, თუმცა ჟორჟოლიანი ამის შესახებ საჯაროდ ორი წლის წინ ალაპარაკდა. დაპირისპირების მიზეზი კი ნანუკას ძმის დაკავება გახდა, რაზეც სიუჟეტი ნანა ლეჟავამ მოამზადა. "ნანა ლეჟავას იმდენი ტყუილი და საშინელებაც აქვს ნაკეთები, განსაკუთრებით ახლობლების ფარულად წერა. მეგობრების და ასე შემდეგ"...

როგორც ჟურნალისტმა დაწერა, ნანა ლეჟავამ მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ისეთი სიუჟეტები მოამზადა, სადაც არცერთი სიტყვა მართალი არ იყო.

ლალი მოროშკინა - თაკო ფხაკაძე

თაკო ფხაკაძის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და ლალი მოროშკინას დაპირისპირება თბილისში არასდროს დაავიწყდებათ. ლალი მოროშკინა "პრაიმ-ტაიმის" და "ნანუკას შოუს" ერთობლივი გადაცემის ჩაწერაზე, უგემოვნო ქალბატონად დაასახელეს, რაზეც ჟურნალისტი გაღიზიანდა და თაკო ფხაკაძეს არტერიაში ჩანგალი ჩაარტყა. ამის გამო ჟურნალისტი პატიმრობაშიც იმყოფებოდა, ციხიდან გამოსულმა ლალი მოროშკინამ წიგნი "გისოსებს მიღმა საქართველოა" გამოსცა, სადაც პატიმრების პრობლემები იყო ასახული.

ინგა გრიგოლია - გოგა ხაჩიძე

ინგა გრიგოლია და გოგა ხაჩიძე ერთმანეთს სამი წლის წინ დაუპირისპირდნენ. მაშინდელმა პარლამენტარმა სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიას ძველი ინტერვიუდან ფრანგმენტი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი გაზეთ "ასავალ დასავალზე" საკუთარ აზრს გამოთქვამდა. ხაჩიძე დაინტერესდა, ახლაც ასე ფიქრობდა თუ არა ინგა გრიგოლია? მათ შორის დაპირისპირება სოციალურ ქსელში იმით ამოიწურა, რომ გრიგოლიამ ხაჩიძეს კარგი დასვენება უსურვა.

ეკა კვალიაშვილი - მარინა ბერიძე

ეკა კვალიაშვილის და მარინა ბერიძის დაპირისპირების შესახებ წლებია ლეგენდები დადის. ჯერ კიდევ მაშინ, როცა "არტ-იმედი" არსებობდა, სადაც ქართველი მომღერლები იყვნენ გაერთიანებული, ეკას და მარინას შორის არსებული დაპირისპირების გამო, ამბობენ რომ ეკამ მარინას საფერფლე ესროლა. ფაქტია, რომ მას შემდეგ მარინა ბერიძეს ეკა კვალიაშვილი არცერთი კონცერტის სიაში აღარ ჩაუსვამს. მათი დაპირისპირება წლების შემდეგაც გაგრძელდა, როცა ბერიძემ "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში დანგრეულ ოჯახზე და ეკა კვალიაშვილზე ისაუბრა. ბერიძის ინტერვიუ მომღერლისთვის უცნაური აღმოჩნდა, რადგან ვერ მიხვდა, მარინა ბერიძის ქმართან რა საერთო ჰქონდა. თუმცა მიტევების დღეს ეკა კვალიაშვილმა მარინა ბერიძეს შეცდომები მიუტევა.

"მირანდა მეუღლეზე 6 წლით უფროსია..." - რას წერს რუსული მედია მიმი შელიაზე და ვინ არის "სკანდალური გოგონა", ვისაც გრიშა მამურინი ქართველ მოდელამდე ხვდებოდა

"12 დაბადების დღეა, ტორტი არ მიჭამია... ბოლო პერიოდია, ტვინიდან სიტყვა შეზღუდვა ამოვიღე" - როგორია ანი გიუნტერის ფორმაში ყოფნის საიდუმლო

"ეს საოცრება მოხდა" - ანიტა რაჭველიშვილი ორსულად არის