კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძვირადღირებული მანქანები, კვადროციკლები, ოქროულობა... - ჩამორთმეული ქონება, რომელიც ბიზნესმენებს სახელმწიფომ 1 ლარად დაუბრუნა
ძვირადღირებული მანქანები, კვადროციკლები, ოქროულობა... - ჩამორთმეული ქონება, რომელიც ბიზნესმენებს სახელმწიფომ 1 ლარად დაუბრუნა

2015-2016 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფომ სიმ­ბო­ლურ ფა­სად - 1 ლა­რად გა­დას­ცა კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ის უკა­ნო­ნოდ ჩა­მო­ერ­თვათ. მათ შო­რი­საა რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­თაც ერთ ლა­რად გა­და­ე­ცათ მა­თი­ვე კუთ­ვნი­ლი, საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა. დაბ­რუ­ნე­ბულ ქო­ნე­ბას შო­რის, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი და ოქ­როს ნა­კე­თო­ბე­ბიც კი შე­დის. გთა­ვა­ზობთ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, კერ­ძო პი­რე­ბის­თვის დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ. მო­ნა­ცე­მე­ბი AMBEBI.GE-ს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტომ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ა­წო­და.

გელა ბარ­კა­ლა­ია, "მათე მო­ტორ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

ცნო­ბი­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ გელა ბარ­კა­ლა­ი­ას, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­შია, 2015 წელს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბით უკან და­უბ­რუნ­და Toyota Hilux 2.5 TD-ის 10 ავ­ტო­მო­ბი­ლი.

ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ტა­ნი­ლი გა­ნა­ცხა­დის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და. ბარ­კა­ლა­ი­ამ 2013 წელს პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით, რო­მე­ლიც 2 წლის შემ­დეგ დაკ­მა­ყო­ფილ­და.

ბარ­კა­ლა­ი­ას­თვის ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ასე­თი გზით მოხ­და: 2010 წლის ივ­ნის­ში იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქრთა­მის მი­ცე­მის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს შპს "მათე მო­ტორ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გელა ბარ­კა­ლა­ია, რო­მელ­საც პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში გა­დას­ცეს პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნა, რომ თუ მას სურ­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა 7-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის ნაც­ვლად და სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვე­ბა, უნდა შე­ე­ძი­ნა 10 ერ­თე­უ­ლი TOYOTA HILUX-ის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა და ეჩუ­ქე­ბი­ნა სა­ხელ­მწი­ფო­სათ­ვის. გელა ბარ­კა­ლა­ია და­თან­ხმდა პრო­კუ­რა­ტუ­რის ამ მო­თხოვ­ნას. 2010 წლის 27 ივ­ლისს, მის­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მინ­დო­ბი­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­თი­თე­ბით "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის­გან" 443 223 ლა­რად შე­ი­ძი­ნა 10 ერ­თე­უ­ლი "ტო­ი­ო­ტა ჰა­ი­ლუქ­სის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა.

ბარ­კა­ლა­ი­ას­თან ერ­თად ჩა­მორ­თმე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და­უბ­რუნ­დათ კი­დევ ორ ადა­მი­ანს: Mercedes-Benz E320 - რე­ვაზ ფე­რა­ძეს და Nisan Murano 3.5 SE - გივი ღუ­ჭაშ­ვილს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ვინ და რა ქო­ნე­ბას იღებს სა­ხელ­მწი­ფოს­გან 1 ლა­რად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში

და­ვით ჩი­ტა­ია, სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ "იბე­რი­ას" დი­რექ­ტო­რი

ჩი­ტა­ი­ას "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს 1 ლა­რად და­უბ­რუნ­და ავ­ტო­მო­ბი­ლი Hyundai Tucson.

2010 წლის მა­ის­ში შსს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ "იბე­რი­ას" დი­რექ­ტო­რი და­ვით ჩი­ტა­ია და­ა­კა­ვეს. შსს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩი­ტა­ი­ას შე­უთ­ვა­ლეს, რომ თუ მას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა და სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვე­ბა სურ­და, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის­თვის უნდა გა­და­ე­ხა­და ჯა­რი­მა 140 000 ლარი და გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის­თვის შე­ე­ძი­ნა "ჰი­უნ­და­ის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა. ჩი­ტა­ია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, და­თან­ხმე­ბო­და უკა­ნო­ნო მო­თხოვ­ნას და ოჯა­ხის წევ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, "ჰი­უნ­და­ის" ცენ­ტრში 27 000 აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა ავ­ტო­მან­ქა­ნა "ჰი­უნ­დაი ტუქ­სონ IX35", რო­მე­ლიც მისი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ­მა პირ­მა აჩუ­ქა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს.

თე­ი­მუ­რაზ გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლი

2015 წელს თე­ი­მუ­რაზ გა­ვა­შე­ლიშ­ვილს სიმ­ბო­ლურ ფა­სად - 1 ლა­რად გა­და­ე­ცა კუთ­ვნი­ლი ოქ­როს ნა­კე­თო­ბე­ბი. რო­გორც ირ­კვე­ვა, 2011 წლის მა­ის­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა, კუდ-ის უფ­როს­თან დათა ახა­ლა­ი­ას­თან შე­თან­ხმე­ბით, ბრალ­დე­ბულ თე­ი­მუ­რაზ გა­ვა­შე­ლიშ­ვილს, სა­სა­მარ­თლო­ში ბრალ­დე­ბის მოხ­სნის სა­ნაც­ვლოდ, სა­ხელ­მწი­ფოს­თვის აჩუ­ქე­ბი­ნა მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი Volkswagen Jetta და Mercedes E 200, ასე­ვე, 35 000 ლა­რამ­დე ღი­რე­ბუ­ლე­ბის 48 სა­ხე­ო­ბის პი­რა­დი ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი.

გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლი 2010 წელს ცნო­ბი­ლი ე.წ ნარ­კო­კარ­ტე­ლის საქ­მე­ზე და­ა­კა­ვეს. მას ფო­თის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 16 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა, ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ კი სას­ჯე­ლი 2 წლამ­დე შე­უმ­ცი­რა. საქ­მე­ზე ასე­ვე და­ა­კა­ვეს ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლი, მევ­ლუდ სვა­ნი­ძე, რო­მან მუ­სე­მი­ა­ნი, გი­ორ­გი ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი და თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი. ჩხრე­კი­სას მევ­ლუდ სვა­ნი­ძის ეზო­დან ამო­ი­ღეს მი­წა­ში და­მარ­ხუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 1 700 000 ევრო, ხოლო ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის ბი­ნი­დან - 50 000 ევრო. და­კა­ვე­ბუ­ლებს 30-30-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯათ, ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვილს კი გა­ნა­ჩე­ნი და­უს­წრებ­ლად წა­რუდ­გი­ნეს და უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ის სა­ბერ­ძნე­თის მო­ქა­ლა­ქეა და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს.­ 2012 წლის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი ამ­ნის­ტი­ით ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვილს სას­ჯე­ლი 12 წლამ­დე შე­უმ­ცირ­და, იგი სას­ჯელს იხ­დის.

2015 წელს, ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბი­სას გა­ვა­შე­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და: "წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს უკა­ნო­ნოდ და­მი­ჭი­რეს. ჯერ 16 წელი მომ­ცეს, შემ­დეგ შე­მიც­ვა­ლეს და 2 წელი მომ­ცეს. მას შემ­დეგ სულ ვწერ­დი და რა­ღა­ცის იმე­დი სულ მქონ­და. ჩემი საქ­მე სტრას­ბურ­გშიც ჩა­ბა­რე­ბუ­ლია და მი­ღე­ბუ­ლი აქვს წარ­მო­ე­ბა­ში. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს და სტრას­ბურ­გში სირ­ბი­ლი და წვა­ლე­ბა აღარ დამ­ჭირ­და", - აცხა­დებს თე­ი­მუ­რაზ გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლი.

ირაკ­ლი მა­ხა­რაშ­ვი­ლი

მო­ქა­ლა­ქე ირაკ­ლი მა­ხა­რაშ­ვილს 2015 წელს სო­ფელ დი­ღომ­ში მდე­ბა­რე 1020კვ.მ. არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი სიმ­ბო­ლურ ფა­სად 1 ლა­რად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბით გა­და­ე­ცა. მა­ხა­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2010 წელს და­ა­კა­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად მოს­თხო­ვეს მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თის სა­ხელ­მწი­ფოს სა­სარ­გებ­ლოდ დათ­მო­ბა. მა­ხა­რაშ­ვილ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ სო­ფელ დი­ღომ­ში მდე­ბა­რე 1020 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი სა­ხელ­მწი­ფოს უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, რო­მელ­თაც ბოლო წლებ­ში ქო­ნე­ბა 1 ლა­რად გა­და­ე­ცათ

ოლღა პავ­ლი­აშ­ვი­ლი და გია გი­გუ­აშ­ვი­ლი

2016 წელს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბით ოლღა პავ­ლი­აშ­ვილს 1 ლა­რად გა­და­ე­ცა გორ­ში, სტა­ლი­ნის გამ­ზირ 11ა-ში მდე­ბა­რე 1 419 კვ.მ. არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი და მას­ზე მდე­ბა­რე შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა სა­ცუ­რაო აუ­ზით (გო­რის სა­ცუ­რაო კომ­პლექ­სი).

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2007 წლის 6 ივ­ნისს, ცოლ-ქმარ­მა ოლღა პავ­ლი­აშ­ვილ­მა და გია გი­გუ­აშ­ვილ­მა, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მარ­თულ აუქ­ცი­ონ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, შე­ი­ძი­ნეს შპს "აკ­ვა­პარ­კის" 100% წილი, რო­მელ­საც ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა სა­კუთ­რე­ბა­ში გა­აჩ­ნდა. 2008 წლის ივ­ლის­ში "აკ­ვა­პარ­კის" ქო­ნე­ბა იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში აღ­მოჩ­ნდა. გო­რის რა­ი­ო­ნულ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ბა­რეს გია გი­გუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც პრო­კუ­რო­რი და­კა­ვე­ბის მუ­ქა­რით სთხოვ­და ხსე­ნე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს­თვის უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ცე­მას. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო მო­თხოვ­ნას და­თან­ხმდა.

2008 წლის 17 ივ­ლისს, გო­რის რა­ი­ო­ნულ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მან პრო­კუ­რო­რის და გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის თან­დას­წრე­ბით, ხელი მო­ა­წე­რა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შედ­გე­ნილ ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რი­თაც სა­ხელ­მწი­ფოს უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცა მათი ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლი 736 225 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბა.

ვაჟა ციგ­როშ­ვი­ლი

მო­ქა­ლა­ქე ვაჟა ციგ­როშ­ვილს 2016 წელს 13 ავ­ტო­მან­ქა­ნა და 5 კვად­რო­ციკ­ლი სიმ­ბო­ლურ ფა­სად გა­და­ე­ცა.

2008 წლის ივ­ლის­ში შსს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბის­თვის მო­ქა­ლა­ქე ვაჟა ციგ­როშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ციგ­როშ­ვილს შე­უთ­ვა­ლეს, რომ თუ მას სურ­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა და სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვე­ბა, სა­ხელ­მწი­ფოს­თვის უნდა შე­ე­ძი­ნა ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი და კვად­რო­ციკ­ლე­ბი. კუ­დის მო­თხოვ­ნით, ციგ­როშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა შე­ი­ძი­ნეს "ტო­ი­ო­ტა პრა­დოს", "ტო­ი­ო­ტა ჰა­ი­ლუქ­სის", "ტო­ი­ო­ტა კამ­რის" და "ჰი­უნ­დაი ტუქ­სო­ნის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი, 5 კვად­რო­ციკ­ლი, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჩუ­ქეს. ამის შემ­დეგ ბრალ­დე­ბულ­თან გა­ფორმ­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა, გა­ნე­სა­ზღვრა პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი და მან სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა.

ფრი­დონ ბა­რა­თაშ­ვი­ლი

ფრი­დონ ბა­რა­თაშ­ვილს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­კარ­გულ­კე­ბით გა­და­ე­ცა ქუ­თა­ის­ში სულ­ხან-სა­ბას გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა.

2008 წლის მა­ის­ში მო­ქა­ლა­ქე ფრი­დონ ბა­რა­თაშ­ვილ­მა კერ­ძო კომ­პა­ნი­ის­გან შე­ი­ძი­ნა ქუ­თა­ის­ში, სულ­ხან-სა­ბას გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე 12 027,3 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში აღ­მოჩ­ნდა. 2009 წლის ივ­ლის­ში ფრი­დონ ბა­რა­თაშ­ვი­ლი და­ი­ბა­რეს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, სა­დაც მას კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოს­თხო­ვეს მი­წის ნაკ­ვე­თი­დან 7 000 კვ.მ სა­ხელ­მწი­ფოს სა­სარ­გებ­ლოდ დათ­მო­ბა. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლის შე­დე­გად ბა­რა­თაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ქო­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხელ­ზე გა­და­ა­ფორ­მა.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ძვირადღირებული მანქანები, კვადროციკლები, ოქროულობა... - ჩამორთმეული ქონება, რომელიც ბიზნესმენებს სახელმწიფომ 1 ლარად დაუბრუნა

ძვირადღირებული მანქანები, კვადროციკლები, ოქროულობა... - ჩამორთმეული ქონება, რომელიც ბიზნესმენებს სახელმწიფომ 1 ლარად დაუბრუნა

2015-2016 წლებში სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა კუთვნილი ქონება იმ ადამიანებს, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს ის უკანონოდ ჩამოერთვათ. მათ შორისაა რამდენიმე ბიზნესმენი, რომელთაც ერთ ლარად გადაეცათ მათივე კუთვნილი, საკმაოდ ძვირადღირებული ქონება. დაბრუნებულ ქონებას შორის, ძვირადღირებული ავტომობილები, მიწის ნაკვეთები და ოქროს ნაკეთობებიც კი შედის. გთავაზობთ ოფიციალურ ინფორმაციას, კერძო პირებისთვის დაბრუნებული ქონების შესახებ. მონაცემები AMBEBI.GE-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე მიაწოდა.

გელა ბარკალაია, "მათე მოტორსის" დამფუძნებელი

ცნობილი საავტომობილო კომპანიის დამფუძნებელ გელა ბარკალაიას, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, 2015 წელს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით უკან დაუბრუნდა Toyota Hilux 2.5 TD-ის 10 ავტომობილი.

ბიზნესმენისთვის ქონების დაბრუნება პროკურატურაში შეტანილი განაცხადის საფუძველზე მოხდა. ბარკალაიამ 2013 წელს პროკურატურას მიმართა ქონების დაბრუნების მოთხოვნით, რომელიც 2 წლის შემდეგ დაკმაყოფილდა.

ბარკალაიასთვის ქონების ჩამორთმევა სააკაშვილის ხელისუფლების დროს ასეთი გზით მოხდა: 2010 წლის ივნისში იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს შპს "მათე მოტორსის" დამფუძნებელი გელა ბარკალაია, რომელსაც პატიმრობაში ყოფნის პერიოდში გადასცეს პროკურატურის მოთხოვნა, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება 7-წლიანი პატიმრობის ნაცვლად და საპატიმროს დატოვება, უნდა შეეძინა 10 ერთეული TOYOTA HILUX-ის მარკის ავტომანქანა და ეჩუქებინა სახელმწიფოსათვის. გელა ბარკალაია დათანხმდა პროკურატურის ამ მოთხოვნას. 2010 წლის 27 ივლისს, მისმა წარმომადგენელმა მინდობილობის საფუძველზე, პროკურატურის მითითებით "ტოიოტა ცენტრი თბილისისგან" 443 223 ლარად შეიძინა 10 ერთეული "ტოიოტა ჰაილუქსის" მარკის ავტომანქანა.

ბარკალაიასთან ერთად ჩამორთმეული ავტომობილები დაუბრუნდათ კიდევ ორ ადამიანს: Mercedes-Benz E320 - რევაზ ფერაძეს და Nisan Murano 3.5 SE - გივი ღუჭაშვილს.

ასევე წაიკითხეთ: ვინ და რა ქონებას იღებს სახელმწიფოსგან 1 ლარად წლების განმავლობაში

დავით ჩიტაია, საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ "იბერიას" დირექტორი

ჩიტაიას "ოცნების" ხელისუფლების დროს 1 ლარად დაუბრუნდა ავტომობილი Hyundai Tucson.

2010 წლის მაისში შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ "იბერიას" დირექტორი დავით ჩიტაია დააკავეს. შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩიტაიას შეუთვალეს, რომ თუ მას საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება სურდა, საპროცესო შეთანხმებისთვის უნდა გადაეხადა ჯარიმა 140 000 ლარი და გენერალური ინსპექციისთვის შეეძინა "ჰიუნდაის" მარკის ავტომანქანა. ჩიტაია იძულებული გახდა, დათანხმებოდა უკანონო მოთხოვნას და ოჯახის წევრების მეშვეობით, "ჰიუნდაის" ცენტრში 27 000 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა "ჰიუნდაი ტუქსონ IX35", რომელიც მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა აჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

თეიმურაზ გავაშელიშვილი

2015 წელს თეიმურაზ გავაშელიშვილს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა კუთვნილი ოქროს ნაკეთობები. როგორც ირკვევა, 2011 წლის მაისში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირმა, კუდ-ის უფროსთან დათა ახალაიასთან შეთანხმებით, ბრალდებულ თეიმურაზ გავაშელიშვილს, სასამართლოში ბრალდების მოხსნის სანაცვლოდ, სახელმწიფოსთვის აჩუქებინა მის საკუთრებაში არსებული მანქანები Volkswagen Jetta და Mercedes E 200, ასევე, 35 000 ლარამდე ღირებულების 48 სახეობის პირადი ოქროს სამკაულები.

გავაშელიშვილი 2010 წელს ცნობილი ე.წ ნარკოკარტელის საქმეზე დააკავეს. მას ფოთის საქალაქო სასამართლომ 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი სასჯელი 2 წლამდე შეუმცირა. საქმეზე ასევე დააკავეს ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. ჩხრეკისას მევლუდ სვანიძის ეზოდან ამოიღეს მიწაში დამარხული დაახლოებით 1 700 000 ევრო, ხოლო ანასტასია ზაუტაშვილის ბინიდან - 50 000 ევრო. დაკავებულებს 30-30-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ნუგზარ ბოჭორიშვილს კი განაჩენი დაუსწრებლად წარუდგინეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ის საბერძნეთის მოქალაქეა და არსებული ინფორმაციით, დღეს ესპანეთში ცხოვრობს.­ 2012 წლის შემდეგ მიღებული ამნისტიით ანასტასია ზაუტაშვილს სასჯელი 12 წლამდე შეუმცირდა, იგი სასჯელს იხდის.

2015 წელს, ქონების დაბრუნებისას გავაშელიშვილმა განაცხადა: "წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ დამიჭირეს. ჯერ 16 წელი მომცეს, შემდეგ შემიცვალეს და 2 წელი მომცეს. მას შემდეგ სულ ვწერდი და რაღაცის იმედი სულ მქონდა. ჩემი საქმე სტრასბურგშიც ჩაბარებულია და მიღებული აქვს წარმოებაში. ძალიან კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და სტრასბურგში სირბილი და წვალება აღარ დამჭირდა", - აცხადებს თეიმურაზ გავაშელიშვილი.

ირაკლი მახარაშვილი

მოქალაქე ირაკლი მახარაშვილს 2015 წელს სოფელ დიღომში მდებარე 1020კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად 1 ლარად პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით გადაეცა. მახარაშვილი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2010 წელს დააკავა. პროკურატურის წარმომადგენლებმა მას საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას არაოფიციალურად მოსთხოვეს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა. მახარაშვილმა თავისუფლების სანაცვლოდ სოფელ დიღომში მდებარე 1020 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.

ასევე წაიკითხეთ: ცნობილი სახეები და თანამდებობის პირები, რომელთაც ბოლო წლებში ქონება 1 ლარად გადაეცათ

ოლღა პავლიაშვილი და გია გიგუაშვილი

2016 წელს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განკარგულებით ოლღა პავლიაშვილს 1 ლარად გადაეცა გორში, სტალინის გამზირ 11ა-ში მდებარე 1 419 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა საცურაო აუზით (გორის საცურაო კომპლექსი).

ოფიციალური ინფორმაციით, 2007 წლის 6 ივნისს, ცოლ-ქმარმა ოლღა პავლიაშვილმა და გია გიგუაშვილმა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამართულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ, შეიძინეს შპს "აკვაპარკის" 100% წილი, რომელსაც ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრებაში გააჩნდა. 2008 წლის ივლისში "აკვაპარკის" ქონება იმჟამინდელი ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. გორის რაიონულ პროკურატურაში, რამდენჯერმე დაიბარეს გია გიგუაშვილი, რომელსაც პროკურორი დაკავების მუქარით სთხოვდა ხსენებული ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას. დაზარალებული უკანონო მოთხოვნას დათანხმდა.

2008 წლის 17 ივლისს, გორის რაიონულ პროკურატურაში მან პროკურორის და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის თანდასწრებით, ხელი მოაწერა პროკურატურაში შედგენილ ჩუქების ხელშეკრულებას, რითაც სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა მათი ოჯახის კუთვნილი 736 225 ლარის ღირებულების ქონება.

ვაჟა ციგროშვილი

მოქალაქე ვაჟა ციგროშვილს 2016 წელს 13 ავტომანქანა და 5 კვადროციკლი სიმბოლურ ფასად გადაეცა.

2008 წლის ივლისში შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტის დამზადებისთვის მოქალაქე ვაჟა ციგროშვილი დააკავეს. მაღალჩინოსნებმა პატიმრობაში მყოფ ციგროშვილს შეუთვალეს, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება, სახელმწიფოსთვის უნდა შეეძინა ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ავტომანქანები და კვადროციკლები. კუდის მოთხოვნით, ციგროშვილის ოჯახის წევრებმა შეიძინეს "ტოიოტა პრადოს", "ტოიოტა ჰაილუქსის", "ტოიოტა კამრის" და "ჰიუნდაი ტუქსონის" მარკის ავტომანქანები, 5 კვადროციკლი, რომლებიც შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჩუქეს. ამის შემდეგ ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და მან საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

ფრიდონ ბარათაშვილი

ფრიდონ ბარათაშვილს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განკარგულკებით გადაეცა ქუთაისში სულხან-საბას გამზირზე მდებარე უძრავი ქონება.

2008 წლის მაისში მოქალაქე ფრიდონ ბარათაშვილმა კერძო კომპანიისგან შეიძინა ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე მდებარე 12 027,3 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მოგვიანებით ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. 2009 წლის ივლისში ფრიდონ ბარათაშვილი დაიბარეს საქართველოს პროკურატურაში, სადაც მას კატეგორიულად მოსთხოვეს მიწის ნაკვეთიდან 7 000 კვ.მ სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა. განხორციელებული ზეწოლის შედეგად ბარათაშვილმა აღნიშნული ქონება სახელმწიფოს სახელზე გადააფორმა.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი