აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა, ბავშვის დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც AMBEBI.GE-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოშია მოთავსებული.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომანქანა დედა-შვილს დაეჯახა, რომლებიც სავარაუდოდ გზაზე გადადიოდნენ.
ავარიის გამო ხეივანში მოძრაობა შეფერხებულია. ავტომანქანების მოძრაობა პარალიზებულია თითქმის აღმაშენებლის ძეგლამდე.