თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა შეფერხებულია. საცობის მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევაა. ერთმანეთს BMW-ს მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. საგზაო მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.
როგორც ცნობილია, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი გოგონა ემსხვერპლა, ბავშვის დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავარიის გამო ავტომანქანების მოძრაობა პარალიზებულია თითქმის აღმაშენებლის ძეგლამდე.