მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რობი უილიამსს "ევროვიზიაზე" რუსეთის სახელით გასვლა სურს
რობი უილიამსს "ევროვიზიაზე" რუსეთის სახელით გასვლა სურს

ბრი­ტა­ნე­ლი მუ­სი­კო­სი რობი უი­ლი­ამ­სი აცხა­დებს, რომ სურს რუ­სე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სზე "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წა­რად­გი­ნოს. ამის შე­სა­ხებ პოპ-შემ­სრუ­ლე­ბელ­მა რუ­სე­თის პირ­ველ არხზე, ან­დრეი მა­ლა­ხო­ვის შო­უ­ში "Пусть говорят"-ში ისა­უბ­რა.

"დიდი სურ­ვი­ლი მაქვს რუ­სე­თი ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე წარ­ვად­გი­ნო. ამას უბ­რა­ლოდ ვამ­ბობ, თუმ­ცა ჩემი მე­ნე­ჯე­რი უკვე გეგ­მებს აწყობს. მი­დით, რუ­სე­თო! ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ", - აღ­ნიშ­ნა უი­ლი­ამსმა.

მომ­ღე­რალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან მოს­წონს ეს მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი: "ეს გრან­დი­ო­ზუ­ლი და ფე­რა­დი შოუა, ვაღ­მერ­თებ "ევ­რო­ვი­ზი­ას". მი­სი­ვე თქმით, მან 2016 წელს რუსი მომ­ღერ­ლის სერ­გეი ლა­ზა­რე­ვის გა­მოს­ვლა ნახა "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე და მუ­სი­კა­ლურ­მა ნო­მერ­მა მას­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. "რო­გორც ჩანს, რუ­სეთ­მა დიდი თან­ხა და­ა­ხარ­ჯა ამ ბიჭს", - დას­ძი­ნა რო­ბიმ.

"ევ­რო­ვი­ზია 2017" მა­ი­სის თვე­ში კი­ევ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. რუ­სეთს წელს მომ­ღე­რა­ლი იუ­ლია სა­მო­ი­ლო­ვა წა­რად­გენს შო­უ­ზე. თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბე­ლია მომ­ღე­რალს უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლა აუკ­რძა­ლონ. უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის პრე­ტენ­ზია სა­მო­ი­ლო­ვას მი­მართ ყი­რიმ­ში 2015 წელს ჩა­ტა­რე­ბულ მის კონ­ცერტს უკავ­შირ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო გა­და­ცე­მი­დან "Пусть говорят"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რობი უილიამსს "ევროვიზიაზე" რუსეთის სახელით გასვლა სურს

რობი უილიამსს "ევროვიზიაზე" რუსეთის სახელით გასვლა სურს

ბრიტანელი მუსიკოსი რობი უილიამსი აცხადებს, რომ სურს რუსეთი საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე "ევროვიზიაზე" წარადგინოს. ამის შესახებ პოპ-შემსრულებელმა რუსეთის პირველ არხზე, ანდრეი მალახოვის შოუში "Пусть говорят"-ში ისაუბრა.

"დიდი სურვილი მაქვს რუსეთი ევროვიზიაზე წარვადგინო. ამას უბრალოდ ვამბობ, თუმცა ჩემი მენეჯერი უკვე გეგმებს აწყობს. მიდით, რუსეთო! ჩვენ გავიმარჯვებთ", - აღნიშნა უილიამსმა.

მომღერალმა აღნიშნა, რომ ძალიან მოსწონს ეს მუსიკალური კონკურსი: "ეს გრანდიოზული და ფერადი შოუა, ვაღმერთებ "ევროვიზიას". მისივე თქმით, მან 2016 წელს რუსი მომღერლის სერგეი ლაზარევის გამოსვლა ნახა "ევროვიზიის" კონკურსზე და მუსიკალურმა ნომერმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. "როგორც ჩანს, რუსეთმა დიდი თანხა დაახარჯა ამ ბიჭს", - დასძინა რობიმ.

"ევროვიზია 2017" მაისის თვეში კიევში გაიმართება. რუსეთს წელს მომღერალი იულია სამოილოვა წარადგენს შოუზე. თუმცა, შესაძლებელია მომღერალს უკრაინაში ჩასვლა აუკრძალონ. უკრაინული მხარის პრეტენზია სამოილოვას მიმართ ყირიმში 2015 წელს ჩატარებულ მის კონცერტს უკავშირდება.

იხილეთ ვიდეო გადაცემიდან "Пусть говорят"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"