ღვინის კომპანიები ფალსიფიკაციის გაზრდილ საშიშროებაზე საუბრობენ. ამიტომ მეღვინეები მთავრობას ღვინომასალების ექსპორტის აკრძალვას სთხოვენ. ისინი გაყალბების კონკრეტულ ფაქტებსაც ასახელებენ.
რუსეთის ბაზარზე "ქინძმარაულის" 800 ბოთლის რეალიაზაციის შეჩერების საკითხს "საქპატენტი" ახლაც იკვლევს. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, გაყალბების ყველაზე მეტი შემთხვევა ბალტიისპირეთსა და რუსეთში ფიქსირდება.
პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებს, რომ ღვინომასალების ექსპორტთან დაკავშირებით მუშაობა მთავრობაში მიმდინარეობს. დანელიას ვარაუდით, შესაბამის კანონპროექტს ღვინის ეროვნული სააგენტო ამუშავებს.