მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა - რა ვიცით დაუნის სინდრომის შესახებ და რა კავშირშია ფერადი წინდები 21 მარტთან?
დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა - რა ვიცით დაუნის სინდრომის შესახებ და რა კავშირშია ფერადი წინდები 21 მარტთან?

21 მარ­ტი და­უ­ნის სინ­დრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა. (LOTS OF SOCKS) "უთ­ვა­ლა­ვი წინ­და" - ტრა­დი­ცია 2013 წელს და­უ­ნის სინ­დრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით დამ­კვიდ­რდა. მისი მი­ზა­ნი მა­სობ­რი­ვი სო­ლი­და­რო­ბის ორი­გი­ნა­ლუ­რად გა­მო­ხატ­ვაა. ფე­რა­დი წინ­დის შე­ძე­ნით ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ცე­ვენ გარ­შე­მომ­ყოფ­თა ყუ­რა­დღე­ბას, ხდე­ბი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი და იღე­ბენ სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას - წვლი­ლი შე­აქვთ და­უ­ნის სინ­დრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფონდში, რო­მე­ლიც თე­მის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­სა და სტიგ­მის დაძ­ლე­ვა­ზე მუ­შა­ობს.

რა ვი­ცით და­უ­ნის სინ­დრო­მის შე­სა­ხებ:

და­უ­ნის სინ­დრო­მი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­დე­საც ადა­მი­ანს ზედ­მე­ტი ქრო­მო­სო­მა აქვს. სწო­რედ ქრო­მო­სო­მე­ბი გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცესს ორ­სუ­ლო­ბის დროს და მის გან­ვი­თა­რე­ბას, რო­გორც მუც­ლად­ყოფ­ნის, ასე­ვე და­ბა­დე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში. ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, ბავ­შვი იბა­დე­ბა 46 ქრო­მო­სო­მით. ბავ­შვებს და­უ­ნის სინ­დრი­მით აქვთ ზედ­მე­ტი 21-ე ქრო­მო­სო­მა. სა­მე­დი­ცი­ნო ენა­ზე მას "21-ე ტრი­სო­მია"-ს უწო­დე­ბენ. სწო­რედ ზედ­მე­ტი ქრო­მო­სო­მა ხდე­ბა ბავ­შვის ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზი.

და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ბევ­რი მსგავ­სი გა­რეგ­ნუ­ლი ნი­შან-თვი­სე­ბე­ბი და ქცე­ვე­ბი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თი­თო­ე­ულ მათ­განს სხვა­დას­ხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­აჩ­ნია.

ზედ­მე­ტი 21-ე ქრო­მო­სო­მა იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ცვლი­ლე­ბებს. კვლე­ვებ­მა და­ად­გი­ნა, რომ და­უ­ნის სინ­დრომს იწ­ვევს 21-ე ქრო­მო­სო­მა, მაგ­რამ უც­ნო­ბია ზუს­ტად თუ რა­ტომ ჩნდე­ბა ან რა ფაქ­ტო­რე­ბი ახ­დე­ნენ ზე­გავ­ლე­ნას და­უ­ნის სინ­დრო­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. თუმ­ცა, ერთ-ერთ რისკ-ფაქ­ტო­რად ით­ვლე­ბა დე­დის ასა­კი - 35 წელს ზე­მოთ.

და­უ­ნის სინ­დრო­მის დი­აგ­ნოს­ტი­კის მე­თო­დე­ბი:

დი­აგ­ნო­ზის დას­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც ორ­სუ­ლო­ბის, ასე­ვე ბავ­შვის და­ბა­დე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში. ორ­სუ­ლო­ბის დროს და­უ­ნის სინ­დრო­მის დი­აგ­ნო­ზის დას­მა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მშობ­ლებს და ოჯა­ხებს მო­ემ­ზა­დონ ბავ­შვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სათ­ვის.

ორ­სუ­ლო­ბის დროს არ­სე­ბობს და­უ­ნის სინ­დრო­მის დად­გე­ნის ორი ძი­რი­თა­დი მე­თო­დი - სკრი­ნინ­გუ­ლი კვლე­ვა და დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბი. სკრი­ნინ­გუ­ლი კვლე­ვა ორ­სუ­ლო­ბის დროს გან­სა­ზღვრავს, არ­სე­ბობს თუ არა და­უ­ნის სინ­დრო­მის რის­კი და გან­სა­ზღვრავს დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას. სკრი­ნინ­გუ­ლი ტეს­ტი არ იძ­ლე­ვა სრულ დი­აგ­ნოს­ტი­კურ სუ­რათს, თუმ­ცა უსაფრ­თხოა დე­დის­თვის და ბავ­შვის­თვი­საც. დი­აგ­ნო­ტი­კუ­რი ტეს­ტი ზუს­ტად ად­გენს და­უ­ნის სინ­დრო­მის არ­სე­ბო­ბას, თუმ­ცა­ღა შე­საძ­ლე­ბე­ლია გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­რის­კო იყოს დე­დის­თვის და ბავ­შვის­თვის.

და­უ­ნის სინ­დრო­მის სკრი­ნინ­გუ­ლი ტეს­ტი

სკრი­ნინ­გის ტეს­ტი მო­ი­ცავს სის­ხლის ანა­ლი­ზებს, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს დე­დის სის­ხლში სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბის ოდე­ნო­ბას (მაგ. MS-AFP, "სამ­მა­გი ტეს­ტი" (Triple Screen); "ოთხმა­გი ტეს­ტი" (Quad-screen) და ასე­ვე ულტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ულ კვლე­ვას, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს ინ­ფორ­მა­ცი­ას ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ. ულტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ის დროს ერთ-ერთი სა­ყუ­რა­დღე­ბო ნი­შა­ნია ბავ­შვის კის­რის ნა­ო­ჭის სის­ქე და სი­თხის არ­სე­ბო­ბა კის­რის უკა­ნა არე­ში. ზედ­მე­ტი სი­თხე კის­რის უკა­ნა არე­ში შე­საძ­ლოა მი­უ­თი­თებ­დეს გე­ნე­ტი­კურ პრობ­ლე­მა­ზე (დარ­ღვე­ვა­ზე). იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­ში, სკრი­ნიგ­ნის ტეს­ტი არას­წორ შე­დეგ­საც აჩ­ვე­ნებს.

ქრო­მო­სო­მუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის და­სად­გე­ნად, მათ შო­რის, და­უ­ნის სინ­დრო­მის და­იგ­ნოს­ტი­კი­სათ­ვის 2010 წლი­დან გა­მო­ი­ყე­ნე­ბა აგ­რეთ­ვე ახა­ლი ტეს­ტი - ის ახ­დენს ნა­ყო­ფის დნმ-ის დი­აგ­ნოს­ტი­კას დე­დის სის­ხლში. ეს გა­მოკ­ვლე­ვა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ­სე­ბობს ეჭვი და­უ­ნის სინ­დრომ­ზე. გა­მოკ­ვლე­ვა ძი­რი­თა­დად ტარ­დე­ბა პირ­ვე­ლი სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და სულ უფრო და უფრო ფარ­თოდ ინერ­გე­ბა.

დი­აგ­ნოს­ტი­უ­რი კვლე­ვის მე­თო­დე­ბი

გა­მოკ­ვლე­ვა ტარ­დე­ბა მას შემ­დეგ, თუ სკრი­ნინ­გის ტეს­ტი და­დე­ბი­თია. დი­აგ­ნოს­ტი­უ­რი კვლე­ვე­ბია:

• ქო­რი­ო­ნის ბუ­სუ­სე­ბის ბი­ოფ­სია, რო­მე­ლიც იკ­ვლევს პლა­ცენ­ტის მა­სა­ლას;

• ამ­ნი­ო­ცენ­ტე­ზი - იკ­ვლევს სა­ნა­ყო­ფე (ამ­ნი­ო­ნურ) სი­თხეს, რომ­ლი­თაც გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია პა­ტა­რა;

• ჭიპ­ლა­რის სის­ხლის ნი­მუ­ში (PUBS) - იკ­ვლევს ჭიპ­ლა­რის სის­ხლს.

ეს ტეს­ტე­ბი იკ­ვლე­ვენ ცვლი­ლე­ბებს ქრო­მო­სო­მებ­ში, რომ­ლებ­საც ადას­ტუ­რე­ბენ და­უ­ნის სინ­დრო­მის არ­სე­ბო­ბას.

და­ბა­დე­ბის შემ­დგომ ბავ­შვის და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე, ექი­მი სინ­ჯავს ბავ­შვს და ის­მე­ბა და­უ­ნის სინ­დრო­მი. ძი­რი­თა­დად ხდე­ბა ბავ­შვის სის­ხლის ანა­ლი­ზე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა, რათა დად­გინ­დეს 21 ქრო­მო­სო­მის არ­სე­ბო­ბა ბავ­შვის უჯრე­დებ­ში.

რად­გა­ნაც და­უ­ნის სინ­დრო­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის 50% აქვთ გუ­ლის დე­ფექ­ტე­ბი, ყვე­ლა ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვს უტარ­დე­ბა ექო­კარ­დი­ოგ­რა­მა (გუ­ლის ექოს­კო­პი­უ­რი სუ­რა­თი).

ცხოვ­რე­ბა და­უ­ნის სინ­დრო­მით

და­უ­ნის სინ­დრო­მი არის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც გრძელ­დე­ბა მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბი სი­ცო­ცხლის ად­რე­ულ ეტაპ­ზე ეხ­მა­რე­ბა ბავ­შვებ­სა და ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლებს ფი­ზი­კუ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში, მათი პო­ტენ­ცი­ა­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ეს სერ­ვი­სე­ბი მო­ი­ცავს მე­ტყვე­ლე­ბის, ოკუ­პა­ცი­ურ და ფი­ზი­კურ თე­რა­პი­ას, რო­მე­ლიც მი­ე­წო­დე­ბა ბავ­შვებს ად­რე­უ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის სა­ხით. და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე ბავ­შვებს შე­საძ­ლე­ბე­ლია ესა­ჭი­რო­ე­ბო­დეთ და­მა­ტე­ბი­თი მზრუნ­ვე­ლო­ბა/მხარ­და­ჭე­რა ან მეტი ყუ­რა­დღე­ბა სკო­ლა­ში, თუმ­ცა და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე ბევ­რი ბავ­შვი სწავ­ლობს ჩვე­უ­ლებ­რივ კლას­ში.

და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის შე­უძ­ლი­ათ იცხოვ­რონ პრო­დუქ­ტი­უ­ლად და სრულ­ფა­სოვ­ნად. შე­უძ­ლი­ათ ჰქონ­დეთ სამ­სა­ხუ­რი და იცხოვ­რონ და­მო­უ­კი­დებ­ლად. გარ­და ამი­სა, და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იყ­ვნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლე­ბი, შეძ­ლონ სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა და რე­გუ­ლა­რუ­ლად იყ­ვნენ ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბის კონ­ტრო­ლის­თვის.

(მომ­ზა­დე­ბუ­ლია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით)

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!!!
0

ჩვეულებრივი ბავშვები არიან, ცოტა უფრო მეტად საყვარლები და თბილები. რა საჭიროა ასეთი დისკრიმინაცია? თუნდაც პოზიტიური. მე ეს არ მომწონს (((

...
0

ვულოცავ, რა საყვარლები არიან. იმედია ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო გაიზრდება და მათთან მიმართებაში ტოლერანტობაც. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა - რა ვიცით დაუნის სინდრომის შესახებ და რა კავშირშია ფერადი წინდები 21 მარტთან?

დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა - რა ვიცით დაუნის სინდრომის შესახებ და რა კავშირშია ფერადი წინდები 21 მარტთან?

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. (LOTS OF SOCKS) "უთვალავი წინდა" - ტრადიცია 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა. მისი მიზანი მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ფერადი წინდის შეძენით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას, ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები და იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას - წვლილი შეაქვთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფონდში, რომელიც თემის უფლებების დაცვასა და სტიგმის დაძლევაზე მუშაობს.

რა ვიცით დაუნის სინდრომის შესახებ:

დაუნის სინდრომი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს ზედმეტი ქრომოსომა აქვს. სწორედ ქრომოსომები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესს ორსულობის დროს და მის განვითარებას, როგორც მუცლადყოფნის, ასევე დაბადების შემდგომ პერიოდში. ჩვეულებისამებრ, ბავშვი იბადება 46 ქრომოსომით. ბავშვებს დაუნის სინდრიმით აქვთ ზედმეტი 21-ე ქრომოსომა. სამედიცინო ენაზე მას "21-ე ტრისომია"-ს უწოდებენ. სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისათვის დამახასიათებელია ბევრი მსგავსი გარეგნული ნიშან-თვისებები და ქცევები, მაგრამ მიუხედავად ამისა, თითოეულ მათგანს სხვადასხვა შესაძლებლობები გააჩნია.

ზედმეტი 21-ე ქრომოსომა იწვევს ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილებებს. კვლევებმა დაადგინა, რომ დაუნის სინდრომს იწვევს 21-ე ქრომოსომა, მაგრამ უცნობია ზუსტად თუ რატომ ჩნდება ან რა ფაქტორები ახდენენ ზეგავლენას დაუნის სინდრომის ჩამოყალიბებაზე. თუმცა, ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად ითვლება დედის ასაკი - 35 წელს ზემოთ.

დაუნის სინდრომის დიაგნოსტიკის მეთოდები:

დიაგნოზის დასმა შესაძლებელია როგორც ორსულობის, ასევე ბავშვის დაბადების შემდგომ პერიოდში. ორსულობის დროს დაუნის სინდრომის დიაგნოზის დასმა საშუალებას აძლევს მშობლებს და ოჯახებს მოემზადონ ბავშვის სპეციალური საჭიროებებისათვის.

ორსულობის დროს არსებობს დაუნის სინდრომის დადგენის ორი ძირითადი მეთოდი - სკრინინგული კვლევა და დიაგნოსტიკური კვლევები. სკრინინგული კვლევა ორსულობის დროს განსაზღვრავს, არსებობს თუ არა დაუნის სინდრომის რისკი და განსაზღვრავს დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარების საჭიროებას. სკრინინგული ტესტი არ იძლევა სრულ დიაგნოსტიკურ სურათს, თუმცა უსაფრთხოა დედისთვის და ბავშვისთვისაც. დიაგნოტიკური ტესტი ზუსტად ადგენს დაუნის სინდრომის არსებობას, თუმცაღა შესაძლებელია გარკვეულწილად სარისკო იყოს დედისთვის და ბავშვისთვის.

დაუნის სინდრომის სკრინინგული ტესტი

სკრინინგის ტესტი მოიცავს სისხლის ანალიზებს, რომელიც განსაზღვრავს დედის სისხლში სხვადასხვა ნივთიერების ოდენობას (მაგ. MS-AFP, "სამმაგი ტესტი" (Triple Screen); "ოთხმაგი ტესტი" (Quad-screen) და ასევე ულტრასონოგრაფიულ კვლევას, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ბავშვის განვითარების შესახებ. ულტრასონოგრაფიის დროს ერთ-ერთი საყურადღებო ნიშანია ბავშვის კისრის ნაოჭის სისქე და სითხის არსებობა კისრის უკანა არეში. ზედმეტი სითხე კისრის უკანა არეში შესაძლოა მიუთითებდეს გენეტიკურ პრობლემაზე (დარღვევაზე). იშვიათ შემთხვევაში, სკრინიგნის ტესტი არასწორ შედეგსაც აჩვენებს.

ქრომოსომული პრობლემების დასადგენად, მათ შორის, დაუნის სინდრომის დაიგნოსტიკისათვის 2010 წლიდან გამოიყენება აგრეთვე ახალი ტესტი - ის ახდენს ნაყოფის დნმ-ის დიაგნოსტიკას დედის სისხლში. ეს გამოკვლევა რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი დაუნის სინდრომზე. გამოკვლევა ძირითადად ტარდება პირველი სამი თვის განმავლობაში და სულ უფრო და უფრო ფართოდ ინერგება.

დიაგნოსტიური კვლევის მეთოდები

გამოკვლევა ტარდება მას შემდეგ, თუ სკრინინგის ტესტი დადებითია. დიაგნოსტიური კვლევებია:

• ქორიონის ბუსუსების ბიოფსია, რომელიც იკვლევს პლაცენტის მასალას;

• ამნიოცენტეზი - იკვლევს სანაყოფე (ამნიონურ) სითხეს, რომლითაც გარშემორტყმულია პატარა;

• ჭიპლარის სისხლის ნიმუში (PUBS) - იკვლევს ჭიპლარის სისხლს.

ეს ტესტები იკვლევენ ცვლილებებს ქრომოსომებში, რომლებსაც ადასტურებენ დაუნის სინდრომის არსებობას.

დაბადების შემდგომ ბავშვის დაბადებისთანავე, ექიმი სინჯავს ბავშვს და ისმება დაუნის სინდრომი. ძირითადად ხდება ბავშვის სისხლის ანალიზების გამოკვლევა, რათა დადგინდეს 21 ქრომოსომის არსებობა ბავშვის უჯრედებში.

რადგანაც დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების 50% აქვთ გულის დეფექტები, ყველა ახალდაბადებული ბავშვს უტარდება ექოკარდიოგრამა (გულის ექოსკოპიური სურათი).

ცხოვრება დაუნის სინდრომით

დაუნის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული სერვისები სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე ეხმარება ბავშვებსა და ახალდაბადებულებს ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, მათი პოტენციალის განვითარებაში. ეს სერვისები მოიცავს მეტყველების, ოკუპაციურ და ფიზიკურ თერაპიას, რომელიც მიეწოდება ბავშვებს ადრეული ინტერვენციის სახით. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს შესაძლებელია ესაჭიროებოდეთ დამატებითი მზრუნველობა/მხარდაჭერა ან მეტი ყურადღება სკოლაში, თუმცა დაუნის სინდრომის მქონე ბევრი ბავშვი სწავლობს ჩვეულებრივ კლასში.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შეუძლიათ იცხოვრონ პროდუქტიულად და სრულფასოვნად. შეუძლიათ ჰქონდეთ სამსახური და იცხოვრონ დამოუკიდებლად. გარდა ამისა, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისათვის მნიშვნელოვანია იყვნენ საზოგადოებაში ინტეგრირებულები, შეძლონ საკუთარ თავზე ზრუნვა და რეგულარულად იყვნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ჯანმრთელობის რისკების კონტროლისთვის.

(მომზადებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის მიხედვით)

მარნეულში სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს არღვევენ - ისინი სადღესასწაულო რიტუალს ასრულებენ

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 3818 თანამშრომელი აიცრა - განახლებული მონაცემები

ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს 200 მოქალაქე, თითოული 4000 ლარით დაფინანსდება - განაცხადების მიღება დაიწყო