დღეს, 20 მარტს, ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" მთავარი სტუმარი დავით უსუფაშვილი იქნება, რომელიც შეაფასებს მიმდინარე პროცესებს.
მეორე ბლოკის სტუმრები დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და ე.წ ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე იქნებიან.
დღეს გადაცემა "360 გრადუსში" კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები საინტერესო სტუმრებით.
მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა შეგიძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე "TV Palitranews – TV პალიტრანიუსი "
გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.