პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს თვალწინ ხდება მათხოვრობის ფსიქოლოგიური ლეგალიზება" - ზაზა ფირალიშვილი
"ჩვენს თვალწინ ხდება მათხოვრობის ფსიქოლოგიური ლეგალიზება" - ზაზა ფირალიშვილი

ფი­ლო­სო­ფო­სი ზაზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­თხოვ­რე­ბის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ წერს:

"ერთ უხერ­ხულ თე­მას უნდა შე­ვე­ხო. ქა­ლაქ­ში ათა­სო­ბით მა­თხო­ვა­რია. ამ­დენ მა­თხო­ვარს ჩვენ­ზე გა­ჭირ­ვე­ბულ ქვეყ­ნებ­შიც კი ძნე­ლად ნა­ხავ. მი­თუ­მე­ტეს, ძნე­ლი შე­სა­თავ­სე­ბე­ლია ათი­ა­თა­სო­ბით მან­ქა­ნა და მა­თხოვ­რე­ბი ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე. ცხა­დია, მთა­ვა­რი მი­ზე­ზი უმუ­შევ­რო­ბა და ქვეყ­ნის მეს­ვე­ურ­თა გულ­გრი­ლო­ბაა. აქ სხვა რა­მეს მინ­და შე­ვე­ხო. მა­თხოვ­რებს შო­რის ახალ­გაზ­რდე­ბის მომ­რავ­ლე­ბა ადას­ტუ­რებს, რომ ბევ­რის­თვის ეს საქ­მე უკვე საგ­რძნო­ბი შე­მო­სავ­ლის წყა­როა და არა უკი­დუ­რე­სი გა­ჭირ­ვე­ბის გამო გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი. ზოგ­ჯერ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­საც წა­ა­წყდე­ბი. ორი­ო­დე­ჯერ ვცა­დე, სა­მა­თხოვ­როდ გა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის სა­მუ­შაო შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა და პა­სუ­ხად მზე­რა­ში ირო­ნი­უ­ლი ნა­პერ­წკა­ლი მი­ვი­ღე. ბიზ­ნე­სის თვალ­საზ­რი­სით ისი­ნი მარ­თლე­ბიც არი­ან: მათი დღი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ჩემს მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულს ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა. არა მგო­ნია, მეჩ­ვე­ნე­ბო­დეს: ჩვენს თვალ­წინ ხდე­ბა მა­თხოვ­რო­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ლე­გა­ლი­ზე­ბა. ბევ­რის­თვის ის უკვე ეკო­ნო­მი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის იო­ლად და­საშ­ვებ სფე­როდ იქცა.

რა­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად არის მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გარ­ყვნილ და და­ბე­ჩა­ვე­ბულ ათასე­უ­ლებს მი­ვი­ღებთ. გა­ჭირ­ვე­ბუ­ლის დახ­მა­რე­ბა ჩვე­ნი ვა­ლია, მაგ­რამ რო­დე­საც გა­ჭირ­ვე­ბუ­ლის ნი­ღა­ბის გა­კე­თე­ბა და ხე­ლის გაწ­ვდე­ნა ასე­თი იოლი ხდე­ბა, ეს უკვე კარ­გს არა­ფერს მე­ტყვე­ლებს. უკი­დუ­რე­სად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლის სა­ხე­ლით არ უნდა სარ­გებ­ლობ­დეს ის, ვის­თვი­საც მა­თხოვ­რო­ბა შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ბიზ­ნე­სია.

გუ­ლახ­დი­ლად რომ ვთქვა, თა­ვა­დაც მი­ჭირს გარ­ჩე­ვა, რო­დის მაქვს საქ­მე გა­ჭირ­ვე­ბულ­თან და რო­დის - ბიზ­ნეს­მენ­თან", - წერს ფი­რა­ლიშ­ვი­ლი.

თემა მარ­თლაც აქ­ტუ­ა­ლუ­რია... ფი­ლო­სო­ფო­სის პოსტს კო­მენ­ტა­რებ­ში აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა:.

გი­ორ­გი ზე­საშ­ვი­ლი:

"... ქვეყ­ნის მეს­ვე­ურ­თა გულ­გრი­ლო­ბა­ში" ვერ გე­თან­ხმე­ბი, უფრო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­უთ­ვიც­ნო­ბი­ე­რე­ბას­თან უნდა გვქონ­დეს საქ­მე, პლი­უს მა­თხოვ­რო­ბა სირ­ცხვი­ლი აღარ არის.

ზაზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლი:

არა, გია. ქვეყ­ნის მეს­ვე­უ­რებ­მა უნდა იზ­რუ­ნონ, რომ დახ­მა­რე­ბა მხო­ლოდ სიმ­ბო­ლუ­რი არ იყოს - თუნ­დაც თა­ვი­სი სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბის ხარ­ჯზე. ქვეყ­ნის მეს­ვე­უ­რებ­მა უნდა შექ­მნან ეფექ­ტუ­რი სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც მა­თხო­ვარ ბიზ­ნეს­მე­ნებს გა­მო­ავ­ლენს და ა.შ. ჩვენ მხო­ლოდ ამ ფე­ნო­მე­ნის მი­უ­ღებ­ლო­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა შეგ­ვიძ­ლია.

უჩა ბლუ­აშ­ვი­ლი:

აზერ­ბა­ი­ჯან­ში მა­თხოვ­რო­ბა კა­ნო­ნით არის აკ­რძა­ლუ­ლი, თურ­ქეთ­ში და სომ­ხეთ­ში მა­თხო­ვა­რი არ ჰყავთ, ისი­ნი ვე­რა­ფერს შო­უ­ლო­ბენ - არა­ვინ არა­ფერს აძ­ლევს. ამი­ტო­მაც რე­გი­ო­ნის მა­თხოვ­რებ­მა ჩვენ­თან მო­ი­ყა­რეს თავი. ზუს­ტად ვიცი, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­თხო­ვა­რი 100-150 ლარს შო­უ­ლობს. ყო­ველ­დღე მეტ­რო­თი ვმგზავ­რობ და მა­თხოვ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­ხე­ზე ვცნობ. ზოგი მათ­გა­ნი პა­ტა­რა ბავ­შვი იყო და ჩემს თვალ­წინ "და­ვაჟ­კაც­და". მეტ­როს ვა­გო­ნებ­ში ისე გრძნო­ბენ თავს, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში. მათ­ვის არ არ­სე­ბობს ისე­თი ცნე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ღირ­სე­ბა, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა. მა­თხოვ­რე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ ჩვე­ნი ხალ­ხის სიბ­რიყ­ვე­ზე დამ­ყნო­ბი­ლი გულ­მო­წყა­ლე­ბით და კარგ ფულს შო­უ­ლო­ბენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს პრობ­ლე­მა არ აწუ­ხებს, რად­გან მას ვერც ამ­ჩნევს (ჯი­პე­ბი­დან მა­თხოვ­რე­ბი, უბ­რა­ლოდ, არ ჩა­ნან). არა­და, ეს უკვე ეროვ­ნულ პრობ­ლე­მად იქცა. ჩვენს ქუ­ჩებ­ში უცხო­ე­ლე­ბიც და­დი­ან, რომ­ლებ­საც ექ­მნე­ბათ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო მა­თხო­ვა­რია, ნა­ხე­ვა­რი კი მო­წყა­ლე­ბის გამ­ღე­ბი. პრობ­ლე­მა აუ­ცი­ლებ­ლად მი­სა­ხე­დია, მაგ­რამ ვინ არის პატ­რო­ნი!?

ზაზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლი:

უნდა და­გე­თან­ხმოთ. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს და მის შემ­დეგ გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი იყო, მაგ­რამ, რო­გორც გა­მი­გია, და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი თუ მა­თხოვ­რობ­დნენ. ქარ­თვე­ლი მა­თხო­ვა­რი მა­ში­ნაც იშ­ვი­ა­თო­ბა იყო. მა­თხოვ­რო­ბა ფსი­ქო-კულ­ტუ­რუ­ლად იყო მი­უ­ღე­ბე­ლი. მას შემ­დეგ რა­ღაც გა­ტყდა, რო­გორც ჩანს, ჩვენს სულ­ში.

მა­მუ­კა ჭკუ­ა­სე­ლი:

მი­ვეჩ­ვი­ეთ ფუქ­სა­ვა­ტო­ბას, ად­ვილს, მუქ­თას... კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, სტა­ლი­ნის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბით უზარ­მა­ზარ რე­სურ­სებ­ზე მიგ­ვიწ­ვდე­ბო­და ხელი. თან არ იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცოდ­ნა და მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია. ჯერ მო­და­ში შე­მო­ვი­და ქურ­დო­ბა. ახლა "დახ­მა­რე­ბის" თხოვ­ნაც და­ე­მა­ტა. ფი­ზი­კუ­რი მუ­შა­ო­ბა, მი­თუ­მე­ტეს და­ბალ ხელ­ფას­ზე "გო­ი­მო­ბად" იქცა. ხომ გვახ­სოვს ვის უწო­დებ­დნენ "კო­მუ­ნისტს" ირო­ნი­ით კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს?...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"ჩვენს თვალწინ ხდება მათხოვრობის ფსიქოლოგიური ლეგალიზება" - ზაზა ფირალიშვილი

"ჩვენს თვალწინ ხდება მათხოვრობის ფსიქოლოგიური ლეგალიზება" - ზაზა ფირალიშვილი

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში მათხოვრების პრობლემის შესახებ წერს:

"ერთ უხერხულ თემას უნდა შევეხო. ქალაქში ათასობით მათხოვარია. ამდენ მათხოვარს ჩვენზე გაჭირვებულ ქვეყნებშიც კი ძნელად ნახავ. მითუმეტეს, ძნელი შესათავსებელია ათიათასობით მანქანა და მათხოვრები ყოველ ნაბიჯზე. ცხადია, მთავარი მიზეზი უმუშევრობა და ქვეყნის მესვეურთა გულგრილობაა. აქ სხვა რამეს მინდა შევეხო. მათხოვრებს შორის ახალგაზრდების მომრავლება ადასტურებს, რომ ბევრისთვის ეს საქმე უკვე საგრძნობი შემოსავლის წყაროა და არა უკიდურესი გაჭირვების გამო გადადგმული ნაბიჯი. ზოგჯერ არაჩვეულებრივ პროფესიონალებსაც წააწყდები. ორიოდეჯერ ვცადე, სამათხოვროდ გამოსული ახალგაზრდა ადამიანისათვის სამუშაო შემეთავაზებინა და პასუხად მზერაში ირონიული ნაპერწკალი მივიღე. ბიზნესის თვალსაზრისით ისინი მართლებიც არიან: მათი დღიური შემოსავალი ჩემს მიერ შეთავაზებულს ბევრად აღემატება. არა მგონია, მეჩვენებოდეს: ჩვენს თვალწინ ხდება მათხოვრობის ფსიქოლოგიური ლეგალიზება. ბევრისთვის ის უკვე ეკონომიკური მოღვაწეობის იოლად დასაშვებ სფეროდ იქცა.

რაღაც აუცილებლად არის მოსაფიქრებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად გარყვნილ და დაბეჩავებულ ათასეულებს მივიღებთ. გაჭირვებულის დახმარება ჩვენი ვალია, მაგრამ როდესაც გაჭირვებულის ნიღაბის გაკეთება და ხელის გაწვდენა ასეთი იოლი ხდება, ეს უკვე კარგს არაფერს მეტყველებს. უკიდურესად გაჭირვებულის სახელით არ უნდა სარგებლობდეს ის, ვისთვისაც მათხოვრობა შემოსავლიანი ბიზნესია.

გულახდილად რომ ვთქვა, თავადაც მიჭირს გარჩევა, როდის მაქვს საქმე გაჭირვებულთან და როდის - ბიზნესმენთან", - წერს ფირალიშვილი.

თემა მართლაც აქტუალურია... ფილოსოფოსის პოსტს კომენტარებში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:.

გიორგი ზესაშვილი:

"... ქვეყნის მესვეურთა გულგრილობაში" ვერ გეთანხმები, უფრო საზოგადოების გაუთვიცნობიერებასთან უნდა გვქონდეს საქმე, პლიუს მათხოვრობა სირცხვილი აღარ არის.

ზაზა ფირალიშვილი:

არა, გია. ქვეყნის მესვეურებმა უნდა იზრუნონ, რომ დახმარება მხოლოდ სიმბოლური არ იყოს - თუნდაც თავისი სახელფასო დანამატების ხარჯზე. ქვეყნის მესვეურებმა უნდა შექმნან ეფექტური სამსახური, რომელიც მათხოვარ ბიზნესმენებს გამოავლენს და ა.შ. ჩვენ მხოლოდ ამ ფენომენის მიუღებლობის შემუშავება შეგვიძლია.

უჩა ბლუაშვილი:

აზერბაიჯანში მათხოვრობა კანონით არის აკრძალული, თურქეთში და სომხეთში მათხოვარი არ ჰყავთ, ისინი ვერაფერს შოულობენ - არავინ არაფერს აძლევს. ამიტომაც რეგიონის მათხოვრებმა ჩვენთან მოიყარეს თავი. ზუსტად ვიცი, დღის განმავლობაში მათხოვარი 100-150 ლარს შოულობს. ყოველდღე მეტროთი ვმგზავრობ და მათხოვრების უმრავლესობას სახეზე ვცნობ. ზოგი მათგანი პატარა ბავშვი იყო და ჩემს თვალწინ „დავაჟკაცდა". მეტროს ვაგონებში ისე გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში. მათვის არ არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა ღირსება, თავმოყვარეობა. მათხოვრები სარგებლობენ ჩვენი ხალხის სიბრიყვეზე დამყნობილი გულმოწყალებით და კარგ ფულს შოულობენ. ხელისუფლებას ეს პრობლემა არ აწუხებს, რადგან მას ვერც ამჩნევს (ჯიპებიდან მათხოვრები, უბრალოდ, არ ჩანან). არადა, ეს უკვე ეროვნულ პრობლემად იქცა. ჩვენს ქუჩებში უცხოელებიც დადიან, რომლებსაც ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ნახევარი საქართველო მათხოვარია, ნახევარი კი მოწყალების გამღები. პრობლემა აუცილებლად მისახედია, მაგრამ ვინ არის პატრონი!?

ზაზა ფირალიშვილი:

უნდა დაგეთანხმოთ. ძალიან სერიოზული პრობლემაა. მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ გაცილებით უარესი ეკონომიკური პირობები იყო, მაგრამ, როგორც გამიგია, დასახიჩრებული რუსი ჯარისკაცები თუ მათხოვრობდნენ. ქართველი მათხოვარი მაშინაც იშვიათობა იყო. მათხოვრობა ფსიქო-კულტურულად იყო მიუღებელი. მას შემდეგ რაღაც გატყდა, როგორც ჩანს, ჩვენს სულში.

მამუკა ჭკუასელი:

მივეჩვიეთ ფუქსავატობას, ადვილს, მუქთას... კომუნისტების დროს, სტალინის შემდეგ განსაკუთრებით უზარმაზარ რესურსებზე მიგვიწვდებოდა ხელი. თან არ იყო აუცილებელი ცოდნა და მაღალი კვალიფიკაცია. ჯერ მოდაში შემოვიდა ქურდობა. ახლა "დახმარების" თხოვნაც დაემატა. ფიზიკური მუშაობა, მითუმეტეს დაბალ ხელფასზე "გოიმობად" იქცა. ხომ გვახსოვს ვის უწოდებდნენ "კომუნისტს" ირონიით კომუნისტების დროს?...

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს