ჰემოგლობინი ერითროციტებში შემავალი რთული ცილაა, რომელიც ფილტვებსა და სხვა ორგანოების უჯრედებს შორის ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირებაში მონაწილეობს. არსებობს ჰემოგლობინის შემცველობის ნორმები: მამაკაცებში - 130-160გ/ლ, ქალებში - 120-140 გ/ლ.
თუ ჰემოგლობინის მაჩვენებელი დაბალია, ქსოვილები ვეღარ იღებენ საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს, რაც მთლიანად ორგანიზმის მდგომარეობაზეც აისახება. თავდაპირველად აღინიშნება სისუსტე და შეუძლოდ ყოფნა, ქვეითდება შრომის უნარი და მეხსიერება, შემდეგ ვითარდება კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, თმის ცვენა, ფრჩხილების აშრევება, ხშირი გულისწასვლის ეპიზოდები. ასეთ მდგომარეობას უწოდებენ რკინადეფიციტურ ანემიას.
ანემიის მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს, მაგალითად, ჰემოგლობინის დაკარგვა სისხლდენის დროს (მშობიარობის შემდეგ ან მენსტრუაციათა შორის) ან საკვებით რკინის არასაკმარისი მიწოდება, როდესაც რაციონში ცოტაა რკინის შემცველი ცხოველური ცილები. მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა დაავადება, ნაწლავში რკინის შეწოვის დარღვევა (მაგალითად, დისბაქტერიოზი). არსებობს ასევე ჰემოგლობინის დეფიციტის მემკვიდრული ფორმები, როდესაც ჰემოგლობინის შემადგელობაში არსებული ცილის წარმოქმნაა დარღვეული.
ორგანიზმისთვის რკინის დღიური ნორმა მამაკაცებისთვის - 2 მგ-ს, ქალებისთვის კი 3-4 მგ-ს შეადგენს. რადგანაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვებით მიღებული რკინის მხოლოდ ნაწილი შეიწოვება, ამიტომ ზოგჯერ ვითარდება მისი დეფიციტი, განსაკუთრებით - რაციონალური კვების ურეჟიმობისას.
მნიშვნელოვანია, როგორი სახით მიეწოდება რკინა ორგანიზმს. მაგალითად, ვაშლსა და წიწიბურაში რკინა ბევრია, მაგრამ პრაქტიკულად არ შეიწოვება. სამაგიეროდ, კარგად აითვისება რკინა ხორციდან, რამდენადაც მასში რკინა შეწოვისთვის მზა სახით არის წარმოდგენილი.
ბიოლოგიურად ხელმისაწვდომი რკინა ბევრია ხორცის სუბპროდუქტებში (ღვიძლი, თირკმელები), კვერცხის გულში, ზღვის თევზსა და ხიზილალაში, ზღვის პროდუქტებში (კრევეტები, მიდიები, ხამანწკები, ზღვის კომბოსტო). სასურველია ენერგიის, ვიტამინებისა და მინერალების წყაროს - ხილისა და ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღება.
რკინადეფიციტური ანემიის მედიკამენტური მკურნალობა მიმართულია სისხლდენის პრევენციისა და შეწყვეტისაკენ. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კუჭისა და ნაწლავების ოპერაციული მკურნალობა გახდეს საჭირო.
არსებობს რკინის პრეპარატები, რომლებიც შეჰყავთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (ტაბლეტები, კაფსულები) ან ინტრავენურად. ტაბლეტირებული პრეპარატების მიღება უმჯობესია ასკორბინის მჟავასთან (ჩ ვიტამინი), В ჯგუფის ვიტამინებსა და ფოლიუმის მჟავასთან ერთად.
ზოგჯერ შესაძლებელია ჰემოგლობინის დონე ნორმაზე მაღალი იყოს - სუფთა ჰაერზე ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შედეგად (მაგალითად, მოთხილამურეებში, ალპინისტებში), მაღალ სიმაღლეზე ფრენისას, მფრინავებში. მომატებული ჰემოგლობინი დამახასიათებელია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის და ხშირად აღენიშნებათ აქტიურ მწეველებსაც. ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა) ახდენს მომატებული რაოდენობით ჰემოგლობინის წარმოებაზე ორგანიზმის პროვოცირებას, რათა მან "მოიძიოს" ჟანგბადის დანაკლისი და მიაწოდოს უჯრედებს.