საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეზონანსი" - ცოცხალი ჭიანჭველები ხაჭაპურში და კანონი, რომელსაც კიდევ ორ წელს არ მიიღებენ
"რეზონანსი" - ცოცხალი ჭიანჭველები ხაჭაპურში და კანონი, რომელსაც კიდევ ორ წელს არ მიიღებენ

სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით კვლავ სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ევ­რო­პას­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით, მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა სა­ხელ­მწი­ფომ კა­ნო­ნით უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს, თუმ­ცა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო ამ ნორ­მის მი­ღე­ბას არ ჩქა­რობს.

მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე მა­დო­ნა კო­ი­ძის თქმით, სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა­ში ბიზ­ნე­სი უფრო ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა და შე­ფერ­ხდა კა­ნონპ­რო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბა, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ გა­სულ წელს პარ­ლა­მენ­ტმა ორი მოს­მე­ნით უყა­რა კენ­ჭი.

არა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი მუდ­მი­ვად რომ ტყუვ­დე­ბა სურ­სა­თის, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და ელექტრო ტექ­ნი­კის, ტან­საც­მლის, კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, სამ­კა­უ­ლის და სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნი­სას, ამა­ზე "მთე­ლი კვი­რის" მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბიც მე­ტყვე­ლებს.

ნა­თია თო­უფ­რი­ამ ერთ-ერთ დიდ სუ­პერ­მარ­კეტ­ში ფე­ნო­ვა­ნი ხა­ჭა­პუ­რი შე­ი­ძი­ნა და სახ­ლში მი­ტა­ნის შემ­დეგ შიგ­ნით ცო­ცხა­ლი ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

"ბავ­შვის და­ბა­დე­ბის დღის­თვის ერთ-ერთ დიდ სუ­პერ­მარ­კეტ­ში ხა­ჭა­პუ­რე­ბი ვი­ყი­დე. ად­გილ­ზე არ გა­ვა­ცხე­ლე­ბი­ნე და ასე მო­ვი­ტა­ნე სახ­ლში. ვნა­ხე, რომ შიგ­ნით ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი იყო და, ბუ­ნებ­რი­ვია, უკან წა­ვი­ღე მა­ღა­ზი­ა­ში. მარ­თა­ლია, მე­ნე­ჯერს არ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია და უხ­მა­უ­როდ და­იბ­რუ­ნა პრო­დუქ­ტი, მაგ­რამ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ად­გილ­ზე რომ გა­ე­ცხე­ლე­ბი­ნათ, რა და­მე­მარ­თე­ბო­და, მკვდა­რი ჭი­ან­ჭვე­ლე­ბის ჭამა მოგ­ვი­წევ­და.

"ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნი გამ­კაცრ­დე­ბა და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის კონ­ტრო­ლი გა­ორ­მაგ­დე­ბა. ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი ჩენს ჯან­მრთე­ლო­ბას უქ­მნის საფრ­თხეს. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად უნდა შე­მოწ­მდეს, თო­რემ პურ­შიც კი შემ­ხვედ­რია ქვე­ბი, მაგ­რამ დაჭ­რი­ლი პური უკან ვე­ღარ ჩა­მი­ტა­ნია", - გვი­თხრა თო­ფუ­რი­ამ.

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის დას­კვნის მი­ხედ­ვით, ქვე­ყა­ნა­ში იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ცი­ის სრულ­ყო­ფი­ლი გა­მოკ­ვლე­ვა არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ეს კი ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის შე­მო­ტა­ნის რის­კებს ზრდის, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და სას­მე­ლი წყლის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 2,2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"რეზონანსი" - ცოცხალი ჭიანჭველები ხაჭაპურში და კანონი, რომელსაც კიდევ ორ წელს არ მიიღებენ

"რეზონანსი" - ცოცხალი ჭიანჭველები ხაჭაპურში და კანონი, რომელსაც კიდევ ორ წელს არ მიიღებენ

საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით კვლავ სავალალო მდგომარეობაა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა სახელმწიფომ კანონით უნდა უზრუნველყოს, თუმცა საკანონმდებლო ორგანო ამ ნორმის მიღებას არ ჩქარობს.

მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძის თქმით, სამწუხაროდ, ქვეყანაში ბიზნესი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და შეფერხდა კანონპროექტის დამტკიცება, რომელსაც ჯერ კიდევ გასულ წელს პარლამენტმა ორი მოსმენით უყარა კენჭი.

არადა, საქართველოში მომხმარებელი მუდმივად რომ ტყუვდება სურსათის, საყოფაცხოვრებო და ელექტრო ტექნიკის, ტანსაცმლის, კოსმეტიკური საშუალებების, სამკაულის და სხვადასხვა პროდუქციის შეძენისას, ამაზე "მთელი კვირის" მიერ მოპოვებული ფაქტებიც მეტყველებს.

ნათია თოუფრიამ ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ფენოვანი ხაჭაპური შეიძინა და სახლში მიტანის შემდეგ შიგნით ცოცხალი ჭიანჭველები აღმოაჩინა.

"ბავშვის დაბადების დღისთვის ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ხაჭაპურები ვიყიდე. ადგილზე არ გავაცხელებინე და ასე მოვიტანე სახლში. ვნახე, რომ შიგნით ჭიანჭველები იყო და, ბუნებრივია, უკან წავიღე მაღაზიაში. მართალია, მენეჯერს არ გაუპროტესტებია და უხმაუროდ დაიბრუნა პროდუქტი, მაგრამ წარმომიდგენია, ადგილზე რომ გაეცხელებინათ, რა დამემართებოდა, მკვდარი ჭიანჭველების ჭამა მოგვიწევდა.

"ძალიან კარგი იქნება, თუ მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდება და საკვები პროდუქტების კონტროლი გაორმაგდება. ფალსიფიცირებული პროდუქტი ჩენს ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ყველაფერი კარგად უნდა შემოწმდეს, თორემ პურშიც კი შემხვედრია ქვები, მაგრამ დაჭრილი პური უკან ვეღარ ჩამიტანია", - გვითხრა თოფურიამ.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული საკვები პროდუქციის სრულყოფილი გამოკვლევა არ ხორციელდება. ეს კი ფალსიფიცირებული საკვები პროდუქტების შემოტანის რისკებს ზრდის, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. აღსანიშნავია, რომ საკვები პროდუქტებისა და სასმელი წყლისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად 2,2 მილიონი ადამიანი იღუპება.

განაგრძეთ კითხვა

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სალაროსთან დახლზე მითითებულ ფასზე ძვირს გახდევინებენ?

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ბათუმში - აჭარა ბოლო ორი თვის განმავლობაში "მწვანე ზონა" იყო