პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენიღბულები შემოცვივდნენ... ბებიას კონდახებით აწამებდნენ... ბაბუ ჩემს თვალწინ ჩაცხრილეს" - სვანი გოგონების ბავშვობის შემზარავი მოგონებები და სისხლის აღების ტრადიცია
"შენიღბულები შემოცვივდნენ... ბებიას კონდახებით აწამებდნენ... ბაბუ ჩემს თვალწინ ჩაცხრილეს" - სვანი გოგონების ბავშვობის შემზარავი მოგონებები და სისხლის აღების ტრადიცია

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ სვა­ნი დე­ბის - თე­ო­ნა და თა­მარ გურ­გუ­ლი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ას. 29 და 31 წლის დები მეს­ტი­ი­დან, სო­ფელ ლა­ჰი­ლი­დან არი­ან.

"მეს­ტი­ა­ში ვცხოვ­რობ­დით, თუმ­ცა ჩვენ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი ლა­ჰი­ლი იყო, სა­დაც ბე­ბი­ას­თან და ბა­ბუ­ას­თან ზა­ფხუ­ლო­ბით ვის­ვე­ნებ­დით ხოლ­მე. ჩვენ ჩვე­ნი სა­მო­თხე გვქონ­და. ბე­ბია და ბა­ბუა ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის. 90-იანი წლე­ბი და გა­ჭირ­ვე­ბის პე­რი­ო­დი იყო, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ არა­ფე­რი გვაკ­ლდა, ჩვე­ნე­ბი მე­ურ­ნე­ო­ბას ეწე­ოდ­ნენ, კარ­გად ვცხოვ­რობ­დით, ყვე­ლა­ფე­რი გვქონ­და. ერთი დიდი, მდი­და­რი და ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით, მა­ნამ, სა­ნამ ერთ უბე­დურ დღეს დაგ­ვა­ყა­ჩა­ღეს.

გა­ქურდვამ­დე ერთი დღით ადრე მეს­ტი­ა­ში ვა­პი­რებ­დით წას­ვლას, დედა და მა­მაც იქ იყ­ვნენ, თუმ­ცა ბე­ბი­ამ გვთხო­ვა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით. მა­შინ პა­ტა­რე­ბი, 8 და 6 წლი­სა­ნი ვი­ყა­ვით. დი­ლას რომ გა­ვიღ­ვი­ძეთ ბე­ბი­ამ ლა­მა­ზი, სა­კუ­თა­რი ხე­ლით შე­კე­რი­ლი, კა­ბე­ბი დაგ­ვახ­ვედ­რა. ის დღე ისე შე­მორ­ჩა ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბას, რო­გორც ნაც­რის­ფე­რი და ბუ­რუ­სი­ა­ნი დღე. სა­ღა­მო ხანი იყო, ჭიშ­კრი­დან ხმა გა­ვი­გო­ნეთ. ბე­ბი­ამ სტუმ­რე­ბი შე­მო­ი­პა­ტი­ჟა, შო­რი­დან გას­ძა­ხა, თუმ­ცა, მახ­სოვს, ჭიშ­კარ­თან მი­სულს არა­ვინ დაგ­ვხვდა. უც­ბად კი და­ვი­ნა­ხეთ, თუ რო­გორ გად­მოძ­ვრა 6 კაცი ჩვენს ღო­ბე­ზე.

სახ­ლში შე­ნიღ­ბუ­ლე­ბი შე­მოც­ვივ­დნენ. ბე­ბი­ას და­ე­ტაკ­ნენ, ცემა და­უ­წყეს, სა­შინ­ლად, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ექ­ცე­ოდ­ნენ. ვუ­ყუ­რებ­დი კონ­და­ხე­ბით რო­გორ აწა­მებ­დნენ. ბავ­შვებს შე­სა­ში­ნებ­ლად თავს ზე­მოთ გვეს­რო­ლეს. შემ­დეგ კი ისევ ბე­ბი­ას და­უ­წყეს ცემა.

ერთ-ერთი კა­ცის მზე­რა არ ამომ­დის გო­ნე­ბი­დან, ვერ ვი­ვი­წყებ. მისი ძა­ლი­ან არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და მძი­მე მზე­რა. ვი­ცო­დი, იმ წამს ადა­მი­ა­ნის სახე და­კარ­გუ­ლი ჰქონ­და და მხეცს დამ­გვა­ნე­ბო­და. ავ­დე­ქი და ბა­ბუ­ას სა­ძი­ნე­ბელ­ში გა­ვე­დი. ვხე­დავ­დი ჩემ თავს ზე­მოთ ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ტყვი­ე­ბი რო­გორ მიფ­რი­ნავ­დნენ. ოთახ­ში ბნე­ლო­და, მაგ­რამ ნათ­ლად ჩან­და ყვე­ლა­ფე­რი. ბა­ბუ­აც ეს­რო­და, ისი­ნიც ის­როდ­ნენ. ბაბუ ჩემს თვალ­წინ ჩა­ცხრი­ლეს. მახ­სოვს, ია­ტაკ­ზე და­ე­ცა და კა­რა­დი­დან გად­მოც­ვე­ნი­ლი ჩემი ტან­საც­მე­ლი სულ სის­ხლის გუ­ბე­ში გას­ვა­რა. მი­ვე­დი მას­თან, ბა­ბუ­ა­თქო და­ვუ­ძა­ხე, მაგ­რამ მა­ნიშ­ნა გავ­სუ­ლი­ყა­ვი ოთა­ხი­დან. გა­მო­ვე­დი.

...გა­მო­ვე­დი და მას შემ­დეგ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი სა­ერ­თოდ ხმა არ ამო­მი­ღია. პირ­ველ კლას­ში ვი­ყა­ვი, ვე­ღარ ვლა­პა­რა­კობ­დი. გა­და­ტა­ნი­ლი სტრე­სის გამო სკო­ლი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნეს. მუდ­მი­ვი სი­ჩუ­მის გამო, მახ­სოვს, რო­გორ ამით­ვალ­წუ­ნეს მას­წავ­ლებ­ლებ­მა და რო­გორ გავ­ხდი და­სა­ცი­ნი ობი­ექ­ტი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის­თვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მტკი­ო­და. ში­შით ოთა­ხი­დან ოთახ­ში ვერ გავ­დი­ო­დი. მინ­დო­და მე­ტი­რა, მეთ­ქვა ჩემი ტკი­ვი­ლი, მაგ­რამ ლა­პა­რა­კი არ შე­მეძ­ლო, ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. ჯო­ჯო­ხე­თუ­რი დღე­ე­ბი იყო.

ყა­ჩა­ღებ­მა ბა­ბუ­ას ია­რა­ღის წა­ღე­ბა მო­ას­წრეს. ერთ-ერ­თმა გარ­დაც­ვლილს ხე­ლი­დან გა­მოგ­ლი­ჯა და გა­იქ­ცა. თე­ო­ნა სულ სის­ხლში იყო ამოს­ვრი­ლი. მახ­სოვს, მის კა­ბა­ზე, ტან­ზე, სა­ხე­ზე სის­ხლის წვე­თე­ბი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი ჩვე­ნი თა­ნა­სოფ­ლე­ლი იყო, ერთ-ერთი კი ჩვე­ნი შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვი. მას ბე­ბი­ამ ნი­ღა­ბი ჩა­მოგ­ლი­ჯა, ხელ­ში კი ნა­თე­სა­ვი შერ­ჩა, რო­მელ­ზეც ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა შური იძია და მოკ­ლა. სის­ხლი აიღო. მახ­სოვს დღე­ე­ბი, რო­დე­საც ჩვენ­თან იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, გეგ­მავ­დნენ შუ­რის­ძი­ე­ბას, თათ­ბი­რობ­დნენ...

ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, რა თქმა უნდა, გვა­რე­ბი გა­და­ე­კიდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, მტრო­ბა და­ი­წყეს ერ­თმა­ნე­თის. ჩვენ სულ დევ­ნა­ში ვი­ყა­ვით. ცხოვ­რე­ბას რომ თვალს გა­და­ვავ­ლებ, სულ დევ­ნა და გაქ­ცე­ვა მახ­სენ­დე­ბა. ასე გა­ვი­ზარ­დეთ.

იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვერ­დში გვედგნენ. დე­ი­დე­ბი და მა­მი­და სულ ცდი­ლობ­დნენ ტრავ­მე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას, გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად თუ მო­რა­ლუ­რად, ცდი­ლობ­დნენ ჩვენს დაც­ვას ჩაგ­ვრი­სა და მუ­ქა­რის­გან, მაგ­რამ, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც მუდ­მი­ვი მუ­ქა­რი­სა და ში­შის ქვეშ გვი­წევ­და ცხოვ­რე­ბა. გზა­ზე არ გვა­ტა­რებ­დნენ, აქეთ გვებ­რძოდ­ნენ და გვემ­ტე­რე­ბოდ­ნენ... სა­ბო­ლო­ოდ, იქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბა მოგ­ვიხ­და. მა­მას რუ­სეთ­ში წას­ვლა მო­უ­წია. დავ­რჩით მა­მის გა­რე­შე, ობ­ლად. ჩვენ ოთხნი ვი­ყა­ვით, დედა მე­ხუ­თე­ზე იყო ფეხ­მძი­მედ, მა­შინ 32 წლის იყო, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­ტა­ნა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და. მამა იქ გარ­და­იც­ვა­ლა.

ვინ არ ჩა­ე­რია ამ ამ­ბავ­ში, ვინ არ სცა­და ყვე­ლაფ­რის და­ლა­გე­ბა, მაგ­რამ მტრო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ჩვენ მხო­ლოდ იმის თქმა გვინ­და, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებს ასე მო­ექ­ცე, წა­არ­თვა ის, რაც არ გე­კუთ­ვნის, არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბა ასე და­უ­მა­ხინ­ჯო, ასე შე­უც­ვა­ლო... არ შე­იძ­ლე­ბა იმ ტრა­დი­ცი­ით ცხოვ­რე­ბა, რა­საც სის­ხლის აღე­ბა ჰქვია. იმ ყვე­ლაფ­რის­და მი­უ­ხე­და­ვად, რისი გა­და­ტა­ნაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ვი­წია, ჩვენ ახლა უკე­თე­სის იმე­დით ვაგ­რძე­ლებთ ცხოვ­რე­ბას.

დღეს იმ სო­ფელ­ში რომ მიხ­ვი­დეთ, ჩვე­ნი სახ­ლის ად­გი­ლას მხო­ლოდ ნა­სახ­ლა­რი­ღა დაგ­ხვდე­ბათ. ასე გაქ­რა ჩვე­ნი პა­ტა­რა სა­მო­თხე"...

© 2017 სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლის ხმა" მიერ. (ავტ. მა­ი­კო ჩი­ტა­ია; იდა ბახ­ტუ­რი­ძე; ნინო გა­მი­სო­ნია). ფოტო: ნინა ბა­ი­და­უ­რი; სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. #ქა­ლე­ბი­სა­ქარ­თვე­ლო­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"შენიღბულები შემოცვივდნენ... ბებიას კონდახებით აწამებდნენ... ბაბუ ჩემს თვალწინ ჩაცხრილეს" - სვანი გოგონების ბავშვობის შემზარავი მოგონებები და სისხლის აღების ტრადიცია

"შენიღბულები შემოცვივდნენ... ბებიას კონდახებით აწამებდნენ... ბაბუ ჩემს თვალწინ ჩაცხრილეს" - სვანი გოგონების ბავშვობის შემზარავი მოგონებები და სისხლის აღების ტრადიცია

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ სვანი დების - თეონა და თამარ გურგულიანების ისტორიას. 29 და 31 წლის დები მესტიიდან, სოფელ ლაჰილიდან არიან.

"მესტიაში ვცხოვრობდით, თუმცა ჩვენთვის გამორჩეულად საყვარელი ადგილი ლაჰილი იყო, სადაც ბებიასთან და ბაბუასთან ზაფხულობით ვისვენებდით ხოლმე. ჩვენ ჩვენი სამოთხე გვქონდა. ბებია და ბაბუა ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი ბედნიერებისთვის. 90-იანი წლები და გაჭირვების პერიოდი იყო, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ არაფერი გვაკლდა, ჩვენები მეურნეობას ეწეოდნენ, კარგად ვცხოვრობდით, ყველაფერი გვქონდა. ერთი დიდი, მდიდარი და ბედნიერი ოჯახი ვიყავით, მანამ, სანამ ერთ უბედურ დღეს დაგვაყაჩაღეს.

გაქურდვამდე ერთი დღით ადრე მესტიაში ვაპირებდით წასვლას, დედა და მამაც იქ იყვნენ, თუმცა ბებიამ გვთხოვა დავრჩენილიყავით. მაშინ პატარები, 8 და 6 წლისანი ვიყავით. დილას რომ გავიღვიძეთ ბებიამ ლამაზი, საკუთარი ხელით შეკერილი, კაბები დაგვახვედრა. ის დღე ისე შემორჩა ჩემს მეხსიერებას, როგორც ნაცრისფერი და ბურუსიანი დღე. საღამო ხანი იყო, ჭიშკრიდან ხმა გავიგონეთ. ბებიამ სტუმრები შემოიპატიჟა, შორიდან გასძახა, თუმცა, მახსოვს, ჭიშკართან მისულს არავინ დაგვხვდა. უცბად კი დავინახეთ, თუ როგორ გადმოძვრა 6 კაცი ჩვენს ღობეზე.

სახლში შენიღბულები შემოცვივდნენ. ბებიას დაეტაკნენ, ცემა დაუწყეს, საშინლად, არაადამიანურად ექცეოდნენ. ვუყურებდი კონდახებით როგორ აწამებდნენ. ბავშვებს შესაშინებლად თავს ზემოთ გვესროლეს. შემდეგ კი ისევ ბებიას დაუწყეს ცემა.

ერთ-ერთი კაცის მზერა არ ამომდის გონებიდან, ვერ ვივიწყებ. მისი ძალიან არაადამიანური და მძიმე მზერა. ვიცოდი, იმ წამს ადამიანის სახე დაკარგული ჰქონდა და მხეცს დამგვანებოდა. ავდექი და ბაბუას საძინებელში გავედი. ვხედავდი ჩემ თავს ზემოთ ცეცხლმოკიდებული ტყვიები როგორ მიფრინავდნენ. ოთახში ბნელოდა, მაგრამ ნათლად ჩანდა ყველაფერი. ბაბუაც ესროდა, ისინიც ისროდნენ. ბაბუ ჩემს თვალწინ ჩაცხრილეს. მახსოვს, იატაკზე დაეცა და კარადიდან გადმოცვენილი ჩემი ტანსაცმელი სულ სისხლის გუბეში გასვარა. მივედი მასთან, ბაბუათქო დავუძახე, მაგრამ მანიშნა გავსულიყავი ოთახიდან. გამოვედი.

...გამოვედი და მას შემდეგ წელიწადნახევარი საერთოდ ხმა არ ამომიღია. პირველ კლასში ვიყავი, ვეღარ ვლაპარაკობდი. გადატანილი სტრესის გამო სკოლიდან გამომიყვანეს. მუდმივი სიჩუმის გამო, მახსოვს, როგორ ამითვალწუნეს მასწავლებლებმა და როგორ გავხდი დასაცინი ობიექტი თანაკლასელებისთვის. ეს ყველაფერი ძალიან მტკიოდა. შიშით ოთახიდან ოთახში ვერ გავდიოდი. მინდოდა მეტირა, მეთქვა ჩემი ტკივილი, მაგრამ ლაპარაკი არ შემეძლო, ვერ ვახერხებდი. ჯოჯოხეთური დღეები იყო.

ყაჩაღებმა ბაბუას იარაღის წაღება მოასწრეს. ერთ-ერთმა გარდაცვლილს ხელიდან გამოგლიჯა და გაიქცა. თეონა სულ სისხლში იყო ამოსვრილი. მახსოვს, მის კაბაზე, ტანზე, სახეზე სისხლის წვეთები. აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი ჩვენი თანასოფლელი იყო, ერთ-ერთი კი ჩვენი შორეული ნათესავი. მას ბებიამ ნიღაბი ჩამოგლიჯა, ხელში კი ნათესავი შერჩა, რომელზეც ჩემმა ბიძაშვილმა შური იძია და მოკლა. სისხლი აიღო. მახსოვს დღეები, როდესაც ჩვენთან იკრიბებოდნენ, გეგმავდნენ შურისძიებას, თათბირობდნენ...

ამ ყველაფრის შემდეგ, რა თქმა უნდა, გვარები გადაეკიდნენ ერთმანეთს, მტრობა დაიწყეს ერთმანეთის. ჩვენ სულ დევნაში ვიყავით. ცხოვრებას რომ თვალს გადავავლებ, სულ დევნა და გაქცევა მახსენდება. ასე გავიზარდეთ.

იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვერდში გვედგნენ. დეიდები და მამიდა სულ ცდილობდნენ ტრავმების შემსუბუქებას, გვეხმარებოდნენ მატერიალურად თუ მორალურად, ცდილობდნენ ჩვენს დაცვას ჩაგვრისა და მუქარისგან, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც მუდმივი მუქარისა და შიშის ქვეშ გვიწევდა ცხოვრება. გზაზე არ გვატარებდნენ, აქეთ გვებრძოდნენ და გვემტერებოდნენ... საბოლოოდ, იქაურობის დატოვება მოგვიხდა. მამას რუსეთში წასვლა მოუწია. დავრჩით მამის გარეშე, ობლად. ჩვენ ოთხნი ვიყავით, დედა მეხუთეზე იყო ფეხმძიმედ, მაშინ 32 წლის იყო, მაგრამ ამ ყველაფრის გადატანა ძალიან გაუჭირდა. მამა იქ გარდაიცვალა.

ვინ არ ჩაერია ამ ამბავში, ვინ არ სცადა ყველაფრის დალაგება, მაგრამ მტრობა დღემდე გრძელდება. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ არ შეიძლება ადამიანებს ასე მოექცე, წაართვა ის, რაც არ გეკუთვნის, არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება ასე დაუმახინჯო, ასე შეუცვალო... არ შეიძლება იმ ტრადიციით ცხოვრება, რასაც სისხლის აღება ჰქვია. იმ ყველაფრისდა მიუხედავად, რისი გადატანაც წლების განმავლობაში მოგვიწია, ჩვენ ახლა უკეთესის იმედით ვაგრძელებთ ცხოვრებას.

დღეს იმ სოფელში რომ მიხვიდეთ, ჩვენი სახლის ადგილას მხოლოდ ნასახლარიღა დაგხვდებათ. ასე გაქრა ჩვენი პატარა სამოთხე"...

© 2017 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ