კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი ციხიდან: "სიტყვებში "დასაბრედია", "მარილზე გასაშვებია"... ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია"
დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი ციხიდან: "სიტყვებში "დასაბრედია", "მარილზე გასაშვებია"... ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია"

დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვის შე­უ­ფე­რებ­ლად სა­უბ­რის გამო ბო­დიშს უხ­დის. დე­კა­ნოზ­მა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის #9 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" რე­დაქ­ცი­ას წე­რი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნა, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ მის მიერ ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბი - "და­საბ­რე­დია" და "მა­რილ­ზე გა­საშ­ვე­ბია" არ ნიშ­ნავს იმას, რომ ვინ­მეს მოკ­ვლა სურ­და.

დე­კა­ნო­ზი წე­რილ­ში ასე­ვე ადას­ტუ­რებს, რომ ცი­ა­ნიდს ნამ­დვი­ლად ეძებ­და, თუმ­ცა რის­თვის, მისი თქმით, "ეს გა­მო­ძი­ე­ბა­მაც იცის".

იხი­ლეთ ვი­დე­ო­ვერ­სია

"ჩემ­მა ად­ვო­კა­ტებ­მა მი­თხრეს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვის შე­უ­ფე­რებ­ლად ვლა­პა­რა­კობ. ალ­ბათ, ძა­ლი­ან მძი­მე მო­სას­მე­ნია ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და­მაბ­ნე­ვე­ლია. ძა­ლი­ან ვდარ­დობ ამა­ზე. ყო­ველ­თვის ვებ­რძო­დი სი­ფი­ცხეს ჩემ­ში, სულ ვცდი­ლობ­დი სიმ­შვი­დით, კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბით გა­მე­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იმ უსინ­დი­სო­ბის­თვის, სა­პატ­რი­არ­ქო­ში რომ სუ­ფევ­და. ეს ხან გა­მომ­დი­ო­და, ხან არა, ხან ვი­ლან­ძღე­ბო­დი, ხან ვი­მუქ­რე­ბო­დი ამის გამო და ხან ვლო­ცუ­ლობ­დი...

რაც შე­ე­ხე­ბა სი­ტყვებს "და­საბ­რე­დია", "მა­რილ­ზე გა­საშ­ვე­ბია" და მათ ში­ნა­არსს, ღმერ­თია მო­წა­მე, არა­ვის მკვლე­ლო­ბა არ მი­გუ­ლის­ხმია. მე და ჩემი ნა­თე­სა­ვი­ ხუმ­რო­ბა­სა და შა­ყირ­ნა­რევ სა­უ­ბარ­ში ავ­ყე­ვით ერ­თმა­ნეთს, მა­პა­ტი­ეთ ჟარ­გო­ნის­თვის, "მა­რი­ა­ჟო­ბა­საც" და­ვარ­ქმევ­დი. მა­შინ სამ­წუ­ხა­როდ ვერ ვხვდე­ბო­დი, რა მი­ზა­ნი ჰქონ­და ამ ყვე­ლა­ფერს. ერ­თიც მინ­და ვთქვა, იმ ავადსახ­სე­ნე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბა­ზე მარ­თლაც ვე­კი­თხე­ბო­დი. თუ რის­თვის ვე­კი­თხე­ბო­დი, ეს გა­მო­ძი­ე­ბამ კარ­გად იცის. მე ეს ნივ­თი­ე­რე­ბა არ შე­მი­ძე­ნია და არც არა­სო­დეს მქო­ნია.

უფა­ლი ბრძა­ნებს, "თმა­ნი­ცა თა­ვი­სა თქვე­ნი­სა­ნი აღ­რი­ცხილ არი­ან წი­ნა­შე ღვთი­სა", ყო­ვე­ლი­ვე ღვთის გან­გე­ბით ხდე­ბა. ამ წე­რილს კი იმის­თვის ვწერ, რომ შენ­დო­ბა გთხო­ვოთ, თუკი რო­მე­ლი­მე თქვენ­გა­ნის­თვის რწმე­ნის და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა ჩემი უხამ­სი სა­უ­ბა­რი", - წერს დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ვცრ­ლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" 20 მარ­ტის ნო­მერ­ში ან ნა­ხეთ მეტი აქ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი ციხიდან: "სიტყვებში "დასაბრედია", "მარილზე გასაშვებია"... ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია"

დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი ციხიდან: "სიტყვებში "დასაბრედია", "მარილზე გასაშვებია"... ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია"

დეკანოზი გიორგი მამალაძე საზოგადოებას სასულიერო პირისთვის შეუფერებლად საუბრის გამო ბოდიშს უხდის. დეკანოზმა სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებიდან, გაზეთ "კვირის პალიტრის" რედაქციას წერილი გამოუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ მის მიერ ნათქვამი სიტყვები - "დასაბრედია" და "მარილზე გასაშვებია" არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მოკვლა სურდა.

დეკანოზი წერილში ასევე ადასტურებს, რომ ციანიდს ნამდვილად ეძებდა, თუმცა რისთვის, მისი თქმით, "ეს გამოძიებამაც იცის".

იხილეთ ვიდეოვერსია

"ჩემმა ადვოკატებმა მითხრეს, რომ პროკურატურას გამოუქვეყნებია ვიდეოები, სადაც სასულიერო პირისთვის შეუფერებლად ვლაპარაკობ. ალბათ, ძალიან მძიმე მოსასმენია ეს საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანებისთვის დამაბნეველია. ძალიან ვდარდობ ამაზე. ყოველთვის ვებრძოდი სიფიცხეს ჩემში, სულ ვცდილობდი სიმშვიდით, კეთილგონიერებით გამეწია წინააღმდეგობა იმ უსინდისობისთვის, საპატრიარქოში რომ სუფევდა. ეს ხან გამომდიოდა, ხან არა, ხან ვილანძღებოდი, ხან ვიმუქრებოდი ამის გამო და ხან ვლოცულობდი...

რაც შეეხება სიტყვებს "დასაბრედია", "მარილზე გასაშვებია" და მათ შინაარსს, ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია. მე და ჩემი ნათესავი­ ხუმრობასა და შაყირნარევ საუბარში ავყევით ერთმანეთს, მაპატიეთ ჟარგონისთვის, "მარიაჟობასაც" დავარქმევდი. მაშინ სამწუხაროდ ვერ ვხვდებოდი, რა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს. ერთიც მინდა ვთქვა, იმ ავადსახსენებელ ნივთიერებაზე მართლაც ვეკითხებოდი. თუ რისთვის ვეკითხებოდი, ეს გამოძიებამ კარგად იცის. მე ეს ნივთიერება არ შემიძენია და არც არასოდეს მქონია.

უფალი ბრძანებს, "თმანიცა თავისა თქვენისანი აღრიცხილ არიან წინაშე ღვთისა", ყოველივე ღვთის განგებით ხდება. ამ წერილს კი იმისთვის ვწერ, რომ შენდობა გთხოვოთ, თუკი რომელიმე თქვენგანისთვის რწმენის დამაბრკოლებელი აღმოჩნდა ჩემი უხამსი საუბარი", - წერს დეკანოზი გიორგი მამალაძე.

წაიკითხეთ ვცრლად "კვირის პალიტრის" 20 მარტის ნომერში ან ნახეთ მეტი აქ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი