ბათუმის მოვლენებზე დაკავებული ზაზა გოგიტიძის და აცხადებს, რომ მის ძმას ფსიქიკური პრობლემები აქვს
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული ზაზა გოგიტიძის და დალი გოგიტიძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მის ძმას ფსიქიკური პრობლემები აქვს და მისი დაკავება ამ ბრალდებით შეუძლებელია.
"ორი და ვყავართ და იძახის, და არ მყავსო. ის ფსიქიკურად ვერ არის. ზაზა გოგიტიძეა ჩემი ძმა. ვითხოვთ მის გათავისუფლებას", - აცხადებს დალი გოგიტიძე.
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამარლოში 19:00 საათზე დაიწყო.