პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იპოლიტეს ძალიან უნდოდა დრამატული როლების თამაში" - რა აჩუქა "ფეოლას" ნახვის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ იპოლიტე ხვიჩიას?
"იპოლიტეს ძალიან უნდოდა დრამატული როლების თამაში" - რა აჩუქა "ფეოლას" ნახვის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ იპოლიტე ხვიჩიას?

ქუ­თა­ი­სის მეს­ხიშ­ვი­ლის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ობს, მა­რი­კა სა­მა­ნიშ­ვილს, კი­ნო­სა და თე­ატ­რის მოყ­ვა­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. მისი კი­ნო­რო­ლე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ქარ­თვე­ლი დე­დის, ელე­ნეს, ტრა­გი­კუ­ლი სახე ფილ­მი­დან "ბამ­ბა­ზი­ის სა­მო­თხე". სრუ­ლი­ად კონ­ტრას­ტუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი გა­ნა­სა­ხი­ე­რა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში", რო­დე­საც ცნო­ბის­მოყ­ვა­რე მე­ზობ­ლის, მა­დო­ნას როლი მო­ირ­გო. ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­კა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ დე­ტა­ლებ­ზე მო­გი­თხრობთ. საქ­მე დიდ კო­მი­კოს იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას ეხე­ბა.

- თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ასამ­დე როლი მაქვს გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ქუ­ჩა­ში დღეს მა­დო­ნას მე­ძა­ხი­ან... ჩემი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია ჯერ დე­დამ შე­მაყ­ვა­რა და შემ­დეგ იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ამ, რო­მე­ლიც არ იყო ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ბა­ბუა, მაგ­რამ დიდი როლი ითა­მა­შა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. იპო­ლი­ტეს შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დი, მე ბა­ბუ­ას ვე­ძახ­დი, ის - მე­ექ­ვსე შვი­ლიშ­ვილს. ის ჩემი კე­თი­ლი ბა­ბუა იყო.

- მსა­ხი­ო­ბი მისი მო­წო­დე­ბით გახ­დით?

- არ უნ­დო­და, რომ მსა­ხი­ო­ბი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მა­მა­ჩე­მიც არ იყო მო­ხიბ­ლუ­ლი ჩემი არ­ჩე­ვა­ნით. მოკ­ლედ, მა­მა­კა­ცე­ბი უარ­ზე იყ­ვნენ, ქა­ლე­ბი კი მხარს მი­ჭერ­დნენ. ამი­ტომ მხო­ლოდ ისი­ნი მგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ. მი­სა­ღებ გა­მოც­და­ზე იპო­ლი­ტეს ქა­ლიშ­ვი­ლის "გაზ 21"-ით წა­ვე­დით. ის მან­ქა­ნა იპო­ლი­ტემ თა­ვის­თვის გა­მო­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ ისე­თი მძღო­ლი იყო, მა­ნევ­რი­რე­ბი­სას მარ­ჯვე­ნა-მარ­ცხე­ნა ერე­ო­და, სა­მა­გი­ე­როდ, პირ­და­პირ ხომ ვი­ციო, ხუმ­რობ­და. მოკ­ლედ, მან­ქა­ნა შვილს გა­და­უ­ლო­ცა. მარ­თა­ლია, იპო­ლი­ტე გა­მოც­და­ზე არ გა­მოგ­ვყვა, მაგ­რამ გულ­მა არ მო­უთ­მი­ნა და რუს­თა­ველ­ზე გა­მო­ი­ა­რა, ხე­ლე­ბი ზურგს უკან შე­მო­ე­წყო და მო­ა­ბი­ჯებ­და. მე

გა­ხა­რე­ბუ­ლი გა­მოვ­ვარ­დი, ხუ­თი­ა­ნი მი­ვი­ღე-მეთ­ქი. ო, გა­გი­ჭირ­დე­ბო­დაო, ჩა­ი­ლა­პა­რა­კა და წა­ვი­და. მან­ქა­ნა­შიც არ ჩაგ­ვიჯ­და. ასე, გა­ბუ­ტუ­ლი და­დი­ო­და მთე­ლი გა­მოც­დე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"იპოლიტეს ძალიან უნდოდა დრამატული როლების თამაში" - რა აჩუქა "ფეოლას" ნახვის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ იპოლიტე ხვიჩიას?

"იპოლიტეს ძალიან უნდოდა დრამატული როლების თამაში" - რა აჩუქა "ფეოლას" ნახვის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ იპოლიტე ხვიჩიას?

ქუთაისის მესხიშვილის დრამატული თეატრის მსახიობს, მარიკა სამანიშვილს, კინოსა და თეატრის მოყვარული საზოგადოება კარგად იცნობს. მისი კინოროლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველი დედის, ელენეს, ტრაგიკული სახე ფილმიდან "ბამბაზიის სამოთხე". სრულიად კონტრასტული პერსონაჟი განასახიერა "ჩემი ცოლის დაქალებში", როდესაც ცნობისმოყვარე მეზობლის, მადონას როლი მოირგო. ქალბატონი მარიკა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ ცხოვრებისეულ დეტალებზე მოგითხრობთ. საქმე დიდ კომიკოს იპოლიტე ხვიჩიას ეხება.

- თეატრის სცენაზე ასამდე როლი მაქვს განსახიერებული, მაგრამ ქუჩაში დღეს მადონას მეძახიან... ჩემი მომავალი პროფესია ჯერ დედამ შემაყვარა და შემდეგ იპოლიტე ხვიჩიამ, რომელიც არ იყო ჩემი ბიოლოგიური ბაბუა, მაგრამ დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. იპოლიტეს შვილიშვილებთან ერთად ვიზრდებოდი, მე ბაბუას ვეძახდი, ის - მეექვსე შვილიშვილს. ის ჩემი კეთილი ბაბუა იყო.

- მსახიობი მისი მოწოდებით გახდით?

- არ უნდოდა, რომ მსახიობი გამოვსულიყავი. მამაჩემიც არ იყო მოხიბლული ჩემი არჩევანით. მოკლედ, მამაკაცები უარზე იყვნენ, ქალები კი მხარს მიჭერდნენ. ამიტომ მხოლოდ ისინი მგულშემატკივრობდნენ. მისაღებ გამოცდაზე იპოლიტეს ქალიშვილის "გაზ 21"-ით წავედით. ის მანქანა იპოლიტემ თავისთვის გამოიყვანა, მაგრამ ისეთი მძღოლი იყო, მანევრირებისას მარჯვენა-მარცხენა ერეოდა, სამაგიეროდ, პირდაპირ ხომ ვიციო, ხუმრობდა. მოკლედ, მანქანა შვილს გადაულოცა. მართალია, იპოლიტე გამოცდაზე არ გამოგვყვა, მაგრამ გულმა არ მოუთმინა და რუსთაველზე გამოიარა, ხელები ზურგს უკან შემოეწყო და მოაბიჯებდა. მე

გახარებული გამოვვარდი, ხუთიანი მივიღე-მეთქი. ო, გაგიჭირდებოდაო, ჩაილაპარაკა და წავიდა. მანქანაშიც არ ჩაგვიჯდა. ასე, გაბუტული დადიოდა მთელი გამოცდების განმავლობაში.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება