პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივლისის აქციების გაგრძელება ერევანში
ივლისის აქციების გაგრძელება ერევანში

სო­მე­ხი აქ­ტი­ვის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ, სომ­ხეთ­ში აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა... 25-დღი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ, არ­ტურ სარ­გსი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და, რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ის ერევ­ნის ერთ-ერთ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც... მისი ერთ-ერთი ექი­მის თა­ნახ­მად, სარ­გსი­ა­ნი გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. აუ­ტოფ­სია 18 მარ­ტი­სათ­ვის იყო და­ნიშ­ნუ­ლი, მაგ­რამ სარ­გსი­ა­ნის ოჯა­ხის თხოვ­ნით გა­და­ი­დო, რად­გან ისი­ნი საქ­მე­ში უცხო­ე­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თვას ითხო­ვენ.

არ­ტურ სარ­გსი­ა­ნი 2016 წლის ივ­ლის­ში პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე თავ­დას­ხმის მოვ­ლე­ნე­ბის გამო და­ა­პა­ტიმ­რეს, მას შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბის დახ­მა­რე­ბას აბ­რა­ლებ­დნენ. პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნი გა­არ­ღვია და პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში გა­მაგ­რე­ბულ ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს, მოძ­რა­ო­ბა "სას­ნა ცრე­რის" წევ­რებს საკ­ვე­ბი გა­დას­ცა... სარ­გსი­ა­ნი ამ ფაქ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, 2017 წლის 9 თე­ბერ­ვალს და­ა­პა­ტიმ­რეს. სომ­ხე­თის პო­ლი­ცია აცხა­დებ­და, რომ "ის მარ­თმსა­ჯუ­ლე­ბამ და­ი­ბა­რა, მაგ­რამ გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან დრო­უ­ლად არ მი­ვი­და."

და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ, არ­ტურ სარ­გსი­ან­მა, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბი­სა და მისი მხარ­დამ­ჭე­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, აქ­ტი­ვის­ტი 6 მარტს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მაგ­რამ იმა­ვე დღეს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია დას­ჭირ­და. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­წე­რეს, თუმ­ცა, 15 მარტს მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ დამ­ძიმ­და...

არ­ტურ სარ­გსი­ა­ნი მი­იჩ­ნევ­და, რომ უკა­ნო­ნოდ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და პრო­ტეს­ტის ამ­გვა­რი ფორ­მით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და. მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სარ­გსი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ეს არ უნდა შერ­ჩეს.

"პუ­რის მიმ­წო­დე­ბე­ლი მოკ­ლეს" - "სერჟ წადი! შენს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი გე­საქ­მე­ბა, ხე­ლე­ბი სის­ხლში გაქვს " – ასე­თი შე­ძა­ხი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ერე­ვან­ში აქ­ტი­ვის­ტე­ბის აქ­ცია, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი აქ­ტი­ვის­ტის ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნეს და მა­თი­ვე თქმით, აქ­ცი­ე­ბი იქამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, ვიდ­რე სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი არ დად­გე­ბა.

მარ­შის 2000-მდე მო­ნა­წი­ლემ სომ­ხე­თის მთავ­რო­ბის შე­ნო­ბას­თან, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის, სერჟ სარ­გსი­ა­ნის გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვა. მა­თი­ვე თქმით, ასე­ვე უნდა დად­გეს ქვეყ­ნის იუს­ტი­ცი­ი­სა და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წილ­მა მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მჯდო­მა­რე აქ­ცია გა­ა­აგ­რძე­ლა. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა...

ყვე­ლა­ფე­რი, გა­სუ­ლი წლის 17 ივ­ლისს და­ი­წყო, პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა "დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი პარ­ლა­მენ­ტის" წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი იყ­ვნენ, ერე­ვან­ში, ერ­ბუ­ნის რა­ი­ონ­ში პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას თავს და­ესხნენ. ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რის, სე­ფი­ლი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­დნენ. თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა ერთი და და­იჭ­რა რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ე­ლი, თუმ­ცა, შემ­დეგ ვი­თარ­დე­ბა ჩა­წყნარ­და.

ოპო­ზი­ცი­ის მტკი­ცე­ბით, წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რი, ჟი­რა­ირ სე­ფი­ლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით იდევ­ნე­ბო­და. მა­თი­ვე თქმით, ის "ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტია. ხალ­ხი მის გვერ­დით დგას და რაც უნდა თავი იტყუ­ოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რომ მალე ყვე­ლა­ფე­რი ჩა­წყნარ­დე­ბა, ასე არ მოხ­დე­ბა... სარ­გსი­ა­ნის მსგავ­სი გიმ­რე­ბის კი­დევ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან და აფეთ­ქე­ბის ტალ­ღა სის­ტე­მა­ტურ ხა­სი­ათს მი­ი­ღებს, რად­გან ის რაც და­ი­სა­ჯა სარსგი­ა­ნი და რის­თვი­საც ის­ჯე­ბა სე­ფი­ლი­ა­ნი, ყვე­ლა სო­მეხს აწუ­ხებს, ზოგი ამ­ბობს, ზოგი - არა... ქვე­ყა­ნა­ში არ არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო, თა­ვი­სუ­ფა­ლი პრე­სა, ბიზ­ნე­სი კონ­ტროლ­დე­ბა და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, პრე­ზი­დენტს არ აინ­ტე­რე­სებს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა. ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მისი პო­ლი­ტი­კა ყა­რა­ბახ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც, რო­გორც 90-იანი წლებ­ში, ახ­ლაც ძა­ლი­ან ბევ­რი ახალ­გაზ­რდა შე­ე­წი­რა..." - ამ­ბობს ერ­თერ­თი აქ­ტი­ვის­ტი სე­რან აბ­რა­მი­ა­ნი.

პ.ს. აქამ­დე სე­ფი­ლი­ა­ნი უკვე ორ­ჯერ იყო და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი - ჯერ 2006 წელს, მთავ­რო­ბის დამ­ხო­ბი­სა­კენ მო­წო­დე­ბის ბრალ­დე­ბით. ის 2008 წელს გა­მო­უშ­ვეს. 2015 წელს კი ისევ და­ა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე მხარ­დამ­ჭერ­თან ერ­თად. მა­შინ სე­ფი­ლი­ა­ნი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში იყო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, თუმ­ცა, მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს...

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი.გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ივლისის აქციების გაგრძელება ერევანში

ივლისის აქციების გაგრძელება ერევანში

სომეხი აქტივისტის გარდაცვალებამ, სომხეთში აქციები მოჰყვა... 25-დღიანი შიმშილობის შემდეგ, არტურ სარგსიანის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, რამდენიმე დღით ადრე, ის ერევნის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც... მისი ერთ-ერთი ექიმის თანახმად, სარგსიანი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. გამოძიება დაწყებულია. აუტოფსია 18 მარტისათვის იყო დანიშნული, მაგრამ სარგსიანის ოჯახის თხოვნით გადაიდო, რადგან ისინი საქმეში უცხოელი, დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას ითხოვენ.

არტურ სარგსიანი 2016 წლის ივლისში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის მოვლენების გამო დააპატიმრეს, მას შეიარაღებული პირების დახმარებას აბრალებდნენ. პოლიციის კორდონი გაარღვია და პოლიციის შენობაში გამაგრებულ ამბოხებულებს, მოძრაობა "სასნა ცრერის" წევრებს საკვები გადასცა... სარგსიანი ამ ფაქტიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 2017 წლის 9 თებერვალს დააპატიმრეს. სომხეთის პოლიცია აცხადებდა, რომ "ის მართმსაჯულებამ დაიბარა, მაგრამ გამომძიებელთან დროულად არ მივიდა."

დაპატიმრების შემდეგ, არტურ სარგსიანმა, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მისი მხარდამჭერი საპროტესტო აქციების ფონზე, აქტივისტი 6 მარტს გაათავისუფლეს, მაგრამ იმავე დღეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. სამედიცინო დაწესებულებიდან რამდენიმე დღეში გაწერეს, თუმცა, 15 მარტს მისი მდგომარეობა კვლავ დამძიმდა...

არტურ სარგსიანი მიიჩნევდა, რომ უკანონოდ იყო დაკავებული და პროტესტის ამგვარი ფორმით გათავისუფლებას ითხოვდა. მისი თანამოაზრეები ამბობენ, რომ ხელისუფლებას სარგსიანის სიცოცხლე ეს არ უნდა შერჩეს.

"პურის მიმწოდებელი მოკლეს" - "სერჟ წადი! შენს ჩვენს ქვეყანაში არაფერი გესაქმება, ხელები სისხლში გაქვს " – ასეთი შეძახილებით მიმდინარეობდა ერევანში აქტივისტების აქცია, რომელიც მოქალაქეებმა გარდაცვლილი აქტივისტის ხსოვნას მიუძღვნეს და მათივე თქმით, აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სასურველი შედეგი არ დადგება.

მარშის 2000-მდე მონაწილემ სომხეთის მთავრობის შენობასთან, ქვეყნის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომა მოითხოვა. მათივე თქმით, ასევე უნდა დადგეს ქვეყნის იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი. მონაწილეების ნაწილმა მთელი ღამის განმავლობაში მჯდომარე აქცია გაააგრძელა. წინასწარი ინფორმაციით, აქციები გაგრძელდება...

ყველაფერი, გასული წლის 17 ივლისს დაიწყო, პოლიტიკური მოძრაობა "დამფუძნებელი პარლამენტის" წევრები, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ, ერევანში, ერბუნის რაიონში პოლიციის შენობას თავს დაესხნენ. ისინი დაკავებული პოლიტპატიმრის, სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა რამდენიმე პოლიციელი, თუმცა, შემდეგ ვითარდება ჩაწყნარდა.

ოპოზიციის მტკიცებით, წინააღმდეგობრივი მოძრაობის ლიდერი, ჟირაირ სეფილიანი პოლიტიკური მოტივით იდევნებოდა. მათივე თქმით, ის "ნამდვილი პატრიოტია. ხალხი მის გვერდით დგას და რაც უნდა თავი იტყუოს ხელისუფლებამ, რომ მალე ყველაფერი ჩაწყნარდება, ასე არ მოხდება... სარგსიანის მსგავსი გიმრების კიდევ გამოჩნდებიან და აფეთქების ტალღა სისტემატურ ხასიათს მიიღებს, რადგან ის რაც დაისაჯა სარსგიანი და რისთვისაც ისჯება სეფილიანი, ყველა სომეხს აწუხებს, ზოგი ამბობს, ზოგი - არა... ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი პრესა, ბიზნესი კონტროლდება და რაც ყველაზე მთავარია, პრეზიდენტს არ აინტერესებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენთვის მიუღებელია მისი პოლიტიკა ყარაბახთან დაკავშირებით, რომელსაც, როგორც 90-იანი წლებში, ახლაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა შეეწირა..." - ამბობს ერთერთი აქტივისტი სერან აბრამიანი.

პ.ს. აქამდე სეფილიანი უკვე ორჯერ იყო დაპატიმრებული - ჯერ 2006 წელს, მთავრობის დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით. ის 2008 წელს გამოუშვეს. 2015 წელს კი ისევ დააკავეს რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად. მაშინ სეფილიანი გადატრიალების მომზადებაში იყო ეჭვმიტანილი, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს...

ლალი პაპასკირი

ამბები.გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე