სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერია უნებართვო გარევაჭრობის აღკვეთას იწყებს
თბილისის მერია უნებართვო გარევაჭრობის აღკვეთას იწყებს

თბი­ლი­სის მე­რია უნე­ბარ­თვო გა­რე­ვაჭ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას იწყებს. რო­გორც მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნით, დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბას, რა­ი­ო­ნულ გამ­გე­ო­ბებ­სა და მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტებს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა არა­ერ­თხელ მი­მარ­თეს. გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ დღეს დი­ლი­დან, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე, მეტ­რო "მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის" მიმ­დე­ბა­რედ გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს უნე­ბარ­თვო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა აღარ მი­ე­ცათ.

"გარ­და იმი­სა, რომ ქმე­დე­ბა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გოა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და დე­და­ქა­ლა­ქის სტუმ­რე­ბი შექ­მნილ პრობ­ლე­მებ­ზეც სა­უბ­რო­ბენ, მათ შო­რი­საა: შე­ფერ­ხე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვის ხელ­შეშ­ლა, ან­ტი­სა­ნი­ტა­რია, მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ტის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბის და­უც­ვე­ლო­ბა, გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვა, ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნე­ბი­სა და თბი­ლი­სის იერ­სა­ხის და­მა­ხინ­ჯე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 1536 მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, ქა­ლაქ თბი­ლი­სის თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გარე ვაჭ­რო­ბა შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე და­უშ­ვე­ბე­ლია და ამის თა­ო­ბა­ზე არა­ერ­თხელ მი­ე­ცათ გაფრ­თხი­ლე­ბა გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის მიერ, მათი მხრი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა ამ დრომ­დე არ აღ­კვე­თი­ლა.

შე­სა­ბა­მი­სად, დღეს დი­ლი­დან, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე, მეტ­რო მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მიმ­დე­ბა­რედ გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს უნე­ბარ­თვო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა აღარ მი­ე­ცათ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ლო­კა­ცია დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ტუ­რის­ტუ­ლი და ხალ­ხმრა­ვა­ლი ზო­ნაა. პა­რა­ლე­ლუ­რად, მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი ტე­რი­ტო­რი­ი­დან უნე­ბარ­თვო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის აღე­ბას იწყებს.

ანა­ლო­გი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ეტა­პობ­რი­ვად, დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით არ­სე­ბულ სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზეც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. უნე­ბარ­თვო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა ცოტა ხნის წინ მე­წარ­მე­ებს ვაჟა-ფშა­ვე­ლას ძეგლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც აღარ მი­ე­ცათ.

პა­რა­ლე­ლუ­რად, თბი­ლი­სის მე­რია ით­ვა­ლის­წი­ნებს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას და მათ საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას სხვა­დას­ხვა სა­ვაჭ­რო სივ­რცე­ში სთა­ვა­ზობს. დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბა, ამ დრო­ი­სათ­ვის, მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს ბაზ­რო­ბე­ბის დი­რექ­ტო­რებ­თან, რათა გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ბაზ­რო­ბებ­მა შე­სა­ბა­მი­სი სა­ვაჭ­რო დახ­ლე­ბი უფა­სოდ შეს­თა­ვა­ზონ", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

თბილისის მერია უნებართვო გარევაჭრობის აღკვეთას იწყებს

თბილისის მერია უნებართვო გარევაჭრობის აღკვეთას იწყებს

თბილისის მერია უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას იწყებს. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მოთხოვნით, დედაქალაქის მთავრობას, რაიონულ გამგეობებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს დილიდან, აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარედ გარემოვაჭრეებს უნებართვო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცათ.

"გარდა იმისა, რომ ქმედება კანონსაწინააღმდეგოა, მოქალაქეები და დედაქალაქის სტუმრები შექმნილ პრობლემებზეც საუბრობენ, მათ შორისაა: შეფერხება გადაადგილებისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეშლა, ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯება.

მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია და ამის თაობაზე არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება გარემოვაჭრეებს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, მათი მხრიდან აღნიშნული ქმედება ამ დრომდე არ აღკვეთილა.

შესაბამისად, დღეს დილიდან, აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ გარემოვაჭრეებს უნებართვო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცათ. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ლოკაცია დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული და ხალხმრავალი ზონაა. პარალელურად, მერიის ზედამხედველობის სამსახური ტერიტორიიდან უნებართვო კონსტრუქციების აღებას იწყებს.

ანალოგიური ღონისძიებების განხორციელება უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად, დედაქალაქის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ლოკაციაზეც განხორციელდება. უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება ცოტა ხნის წინ მეწარმეებს ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აღარ მიეცათ.

პარალელურად, თბილისის მერია ითვალისწინებს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას და მათ საქმიანობის გაგრძელებას სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში სთავაზობს. დედაქალაქის მთავრობა, ამ დროისათვის, მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაზრობების დირექტორებთან, რათა გარემოვაჭრეებს პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ბაზრობებმა შესაბამისი სავაჭრო დახლები უფასოდ შესთავაზონ", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი