სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
X ფაქტორი იწყება! - ვარსკვლავური ჟიური და ამბები შოუს კულუარებიდან
X ფაქტორი იწყება! - ვარსკვლავური ჟიური და ამბები შოუს კულუარებიდან

"რუს­თა­ვი 2"-ზე X ფაქ­ტო­რი იწყე­ბა! შოუს ახალ­მა, მე­ო­თხე სე­ზონ­მა დღეს აიღო სტარ­ტი ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში, სა­დაც პირ­ვე­ლი შე­სარ­ჩე­ვი ტური გა­ი­მარ­თა.

ახალ სე­ზონ­ში შოუს წამ­ყვა­ნე­ბად მა­ყუ­რებ­ლის საყ­ვა­რე­ლი და ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი დუ­ე­ტი მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა: ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვი­ლი და რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი.

მთა­ვა­რი მო­ლო­დი­ნი პირ­ველ შე­სარ­ჩევ ტურ­ზე ჟი­უ­რის წევ­რე­ბის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი - შოუს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ვარ­სკვლა­ვუ­რი ჟი­უ­რი ჰყავს: მე­ო­თხე სე­ზონ­ში კვლავ ვი­ხი­ლავთ მომ­ღე­რა­ალ სოფო ნი­ჟა­რა­ძეს, შოუს უბ­რუნ­დე­ბა სტე­ფა­ნე და ტრა­დი­ცი­უ­ლად იქ­ნე­ბა ჟი­უ­რი­ში ორგზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი - ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი გა­ბუ­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ჟი­უ­რის სრუ­ლი­ად ახალ წევ­რს, ის გახ­ლავთ... ლელა წურ­წუ­მია! მომ­ღე­რა­ლი შო­უ­ში მე­გობ­რებ­სა და კო­ლე­გებს შე­უ­ერ­თდა და მო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე იზ­რუ­ნებს.

პირ­ვე­ლი შე­სარ­ჩე­ვი ტური ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 13:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში მი­სულ­მა მსმე­ნელ­მა 25-მდე მო­ნა­წი­ლეს მო­უს­მი­ნა. მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე გა­მო­ვიდ­ნენ რო­გორც სოლო შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, ისე ჯგუ­ფე­ბი.

შოუს ერ­თგულ მა­ყუ­რე­ბელს არც მე­ო­თხე სე­ზონ­ზე მო­აკ­ლდე­ბა სტე­ფა­ნე­სა და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ძვე­ლე­ბუ­რი კინ­კლა­ო­ბა. ჟი­უ­რის წევ­რე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლად აკ­რი­ტი­კე­ბენ ერ­თმა­ნეთს ჩაც­მუ­ლო­ბის, მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის, თუ რეპ­ლი­კე­ბის გამო, ჟი­უ­რის ქალი წევ­რე­ბი კი "მშვი­დო­ბის მტრე­დე­ბის" როლს ირ­გე­ბენ.

ადევ­ნეთ თვალ­ყუ­რი AMBEBI.GE-ზე თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი "X ფაქ­ტო­რის" სცე­ნა­ზე და სცე­ნის მიღ­მა...

ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­ლაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

X ფაქტორი იწყება! - ვარსკვლავური ჟიური და ამბები შოუს კულუარებიდან

X ფაქტორი იწყება! - ვარსკვლავური ჟიური და ამბები შოუს კულუარებიდან

"რუსთავი 2"-ზე X ფაქტორი იწყება! შოუს ახალმა, მეოთხე სეზონმა დღეს აიღო სტარტი ფილარმონიაში, სადაც პირველი შესარჩევი ტური გაიმართა.

ახალ სეზონში შოუს წამყვანებად მაყურებლის საყვარელი და ძალიან ენერგიული დუეტი მოგვევლინება: ვანიკო თარხნიშვილი და რუსკა მაყაშვილი.

მთავარი მოლოდინი პირველ შესარჩევ ტურზე ჟიურის წევრებისკენ იყო მიმართული - შოუს განახლებული და ძალიან ვარსკვლავური ჟიური ჰყავს: მეოთხე სეზონში კვლავ ვიხილავთ მომღერაალ სოფო ნიჟარაძეს, შოუს უბრუნდება სტეფანე და ტრადიციულად იქნება ჟიურიში ორგზის გამარჯვებული მწვრთნელი - ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია. რაც შეეხება ჟიურის სრულიად ახალ წევრს, ის გახლავთ... ლელა წურწუმია! მომღერალი შოუში მეგობრებსა და კოლეგებს შეუერთდა და მომავალი ვარსკვლავების შერჩევაზე იზრუნებს.

პირველი შესარჩევი ტური ფილარმონიაში დაახლოებით 13:00 საათზე დაიწყო. ფილარმონიაში მისულმა მსმენელმა 25-მდე მონაწილეს მოუსმინა. მაყურებლის წინაშე გამოვიდნენ როგორც სოლო შემსრულებლები, ისე ჯგუფები.

შოუს ერთგულ მაყურებელს არც მეოთხე სეზონზე მოაკლდება სტეფანესა და გიორგი გაბუნიას ძველებური კინკლაობა. ჟიურის წევრები ტრადიციულად აკრიტიკებენ ერთმანეთს ჩაცმულობის, მუსიკალური გემოვნების, თუ რეპლიკების გამო, ჟიურის ქალი წევრები კი "მშვიდობის მტრედების" როლს ირგებენ.

ადევნეთ თვალყური AMBEBI.GE-ზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები "X ფაქტორის" სცენაზე და სცენის მიღმა...

ფოტო: გიორგი ჟამელაშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება