მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხენის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდნენ..." - სურსათის ეროვნული სააგენტო გირჩევთ, სად და რა პირობებში შეიძინოთ ხორცი თბილისში
"ცხენის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდნენ..." - სურსათის ეროვნული სააგენტო გირჩევთ, სად და რა პირობებში შეიძინოთ ხორცი თბილისში

გა­სულ ზამ­თარს გლ­და­ნის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქონ­ლის ხორ­ცი შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სად შე­ვი­ძი­ნე. სახ­ლში მო­ვი­ტა­ნე და კერ­ძის­თვის მისი მო­ხარ­შვა და­ვი­წყე, მაგ­რამ ხარ­შვის პრო­ცეს­ში სამ­ზა­რე­უ­ლო­ში არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლო სუნი დატ­რი­ალ­და. წყა­ლი რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ვუც­ვა­ლე, მაგ­რამ არ უშ­ვე­ლა... რის­კის ქვეშ ვერც სა­კუ­თა­რი თავი და ვერც ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ვა­ყე­ნე, ამი­ტომ მო­ხარ­შუ­ლი ხორ­ცი გა­დავ­ყა­რე... ეს ის­ტო­რია რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მახ­სენ­და, როცა შე­ვი­ტყვე, რომ გლ­და­ნის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რედ, ცხე­ნის ხორ­ცი იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი... ვერ ვი­ტყვი და და­ვა­სა­ბუ­თებ, რომ ჩემ მიერ შე­ძე­ნი­ლი ხორ­ცი მა­ინ­ცდა­მა­ინც ცხე­ნის იყო, თუმ­ცა უვარ­გი­სი რომ გახ­ლდათ, ეს ფაქ­ტია...

რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ხორ­ცი, რო­მელ­საც დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ბა­ზარ­ში ყი­დუ­ლობს - ამის გა­სარ­კვე­ვად სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სურ­სა­თის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს, კახა სო­ხა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

"ხორ­ცის სა­სურ­სა­თო ჯაჭ­ვის კონ­ტრო­ლი ყვე­ლა ეტაპ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა - სა­ქონ­ლის დაკ­ვლი­დან და­წყე­ბუ­ლი, სა­ბო­ლოო რე­ა­ლი­ზა­ცი­ამ­დე, თუმ­ცა აქ სწო­რად უნდა გავ­მიჯ­ნოთ ხორ­ცით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ვაჭ­რო­ბა, ანუ ლე­გა­ლუ­რი ჯაჭ­ვი და გა­რე­ვაჭ­რო­ბა, არა­ო­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ვაჭ­რო­ბა" - რო­გორც სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი ამ­ბობს, ლე­გა­ლურ ვაჭ­რო­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბა აგ­რა­რუ­ლი ბა­ზა­რი, როცა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად, ინ­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლად, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლად არის ყვე­ლა­ფე­რი და მათ­ზე სა­კა­ნონ­მდებ­ლო მო­თხოვ­ნე­ბი ვრცელ­დე­ბა, რაც რე­გუ­ლა­რულ კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­რე­ვაჭ­რო­ბას, არა­ორ­გა­ნი­ზე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას, იმ­თა­ვით­ვე არის კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლი და რა თქმა უნდა, ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აქ კონ­ტროლს ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

წა­ი­კი­თხეთ: რო­გორ ჩა­მო­აქვთ ხორ­ცი თბი­ლის­ში - ფო­ნი­ჭა­ლა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო შე­გაშ­ფო­თებ

"ისე არ გა­მო­ვი­დეს, რომ ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იხ­სნის, უბ­რა­ლოდ, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ვე­რა­ნა­ირ ღო­ნის­ძი­ე­ბას ვერ გა­ა­ტა­რებს. გარ­და იმი­სა, რომ ჰქონ­დეს კო­მუ­ნი­კა­ცია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან, ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­თან, კო­მუ­ნი­კა­ცია მომ­ხმა­რე­ბელ­თან, რათა ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს, რომ ხორ­ცის შე­ძე­ნა ასეთ არა­ორ­გა­ნი­ზე­ბულ ად­გი­ლებ­ში სა­რის­კოა და პრობ­ლე­მას შე­უქ­მნის", - აღ­ნიშ­ნავს კახა სო­ხა­ძე და დას­ძენს, რომ "ხორ­ცი მა­ღა­ლი რის­კის სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტია, რო­გორც ჯან­მრთე­ლო­ბის კუ­თხით, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის კუ­თხი­თაც. ამი­ტომ, სა­ჭი­როა სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბის დაც­ვა, სი­სუფ­თა­ვე ხორ­ცის, ეტი­კე­ტი­რე­ბა და ა.შ. ასეთ ად­გი­ლებ­ში ხორ­ცის რე­ა­ლი­ზე­ბი­სას, ჯერ ერთი, და­უდ­გე­ნე­ლია, რა წარ­მო­მავ­ლო­ბი­საა ხორ­ცი, სად გა­ი­ზარ­და, რო­გორ პი­რო­ბებ­ში ინა­ხავ­დნენ. რა პი­რო­ბებ­ში და სად და­იკ­ლა, იყო თუ არა და­ცუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბი. რა თქმა უნდა, და­ა­ვა­დე­ბის კუ­თხი­თაც შე­უს­წავ­ლე­ლია".

- და ასე­თი ხორ­ცი მი­ე­მარ­თე­ბა არა­ორ­გა­ნი­ზე­ბულ ად­გი­ლებ­ში, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას საკ­მა­ოდ მა­ღალ საფრ­თხეს უქ­მნის?

- დიახ, ამი­ტომ, მომ­ხმა­რე­ბელს ყო­ველ­თვის მო­ვუ­წო­დებ, რომ ასეთ ად­გი­ლებ­ში არა მარ­ტო ხორ­ცი, არა­ნა­ი­რი ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის სურ­სა­თი, ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბი, რძის პრო­დუქ­ტე­ბი და ა.შ. არ შე­ი­ძი­ნონ.

- რო­გორც აღ­ნიშ­ნავთ, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად საფრ­თხე­ე­ბის­გან და­ცუ­ლია. თუმ­ცა, აქ ერთი ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და, როცა თუ არ ვცდე­ბი, 2 წლის წინ, ქვეყ­ნის მთა­ვარ­მა ვე­ტე­ქიმ­მა, მი­ხე­ილ სო­ხა­ძემ ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­თხრა, რომ ე.წ. დე­ზერ­ტი­რის ბა­ზარ­ში ჯილე­ხი და­ფიქ­სირ­და და ბა­ზა­რი და­ა­ხუ­რი­ნა.

- ვიცი ეგ ფაქ­ტი. მე ვი­ყა­ვი მა­შინ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თბი­ლი­სის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი. რა თქმა უნდა, იდე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა რთუ­ლი მი­საღ­წე­ვია და ამი­ტო­მაც არის, რომ რე­გუ­ლა­რუ­ლი კონ­ტრო­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყო­ველ­თვის მუდ­მი­ვი დაკ­ვი­რე­ბის ქვეშ იქ­ნას, რო­გორ ხდე­ბა სურ­სა­თის მი­ღე­ბა-და­მუ­შა­ვე­ბა, რე­ა­ლი­ზა­ცია. ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­დი­კა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­ტა­რე­ბა მოგ­ვიხ­და, სა­წარ­მოო პრო­ცე­სიც შე­უ­ჩერ­და რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტორს, მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლის ქვეშ ვართ და მინ­და გი­თხრათ, რომ ტენ­დენ­ცია აშ­კა­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ მი­დის, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ჯერ არ არის იდე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

- რა პი­რო­ბებ­ში უნდა და­იკ­ლას სა­ქო­ნე­ლი?

- ის, რომ პი­რუ­ტყვი სა­საკ­ლა­ო­ზე, ვე­ტე­რი­ნა­რის ზე­დამ­ხვედ­ვე­ლო­ბის ქვეშ უნდა და­იკ­ლას, ეს იმის გა­რან­ტი­ას წარ­მო­ად­გენს, რომ ხორ­ცი და პი­რუ­ტყვი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, ამ ჯაჭვში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ არის და­ცუ­ლი სი­სუფ­თა­ვის პი­რო­ბე­ბი, ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი, პერ­სო­ნა­ლის სი­სუფ­თა­ვე, გა­სა­ყი­დი ად­გი­ლე­ბის სი­სუფ­თა­ვე და ა.შ.

- რა­ტომ არ გაქვთ უფ­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბი გა­ა­ტა­როთ არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ვაჭ­რო­ბის ად­გი­ლებ­ში?

- ამის უფ­ლე­ბა­მო­სი­ე­ბა არ გვაქვს იმი­ტომ, რომ რა­საც ისი­ნი ეწე­ვი­ან, აკ­რძა­ლუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა და აკ­რძა­ლულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე რა კონ­ტრო­ლი უნდა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ?! ეს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­აა, რად­გა­ნაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბია, ვი­საც ამის აღ­კვე­თა ევა­ლე­ბა, ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ის უწყე­ბაა.

- ცხე­ნის ხორ­ცზე რას გვე­ტყვით. თით­ქოს ამის ფაქ­ტე­ბი გლ­და­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­რე­ვაჭ­რო­ბის ად­გი­ლებ­ში იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

- ეს და­სა­მა­ლი არ არის, ასე იყო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტრო­ლის შე­დე­გე­ბია და ინ­ფორ­მა­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­ჯა­როა. ისე­თი ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა მოგ­ვიხ­და, რომ ცხე­ნის ხორცს სა­ქონ­ლის ხორ­ცად ასა­ღებ­დნენ. ეს ფაქ­ტი მოხ­და იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც თქვენ ახ­სე­ნეთ, იქ მოგ­ვი­წია რა­დი­კა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­ტა­რე­ბა, ხორ­ცის გა­ნად­გუ­რე­ბა, ოღონდ, ორა­გა­ნი­ზე­ბულ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტზე.

- ცხე­ნის ხორ­ცი ლე­გა­ლურ სა­ვაჭ­რო ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდა?

- კი, თუმ­ცა ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია და არა მა­სობ­რი­ვი, მაგ­რამ ხან­და­ხან იქაც ხდე­ბა, რაც მა­შინ­ვე აღიკ­ვე­თე­ბა ხოლ­მე.

- და­საკ­ლა­ვად ამ­დენ ცხენს სად შო­უ­ლო­ბენ?

- ამა­ზე პა­სუ­ხი გა­მი­ჭი­დე­ბა, რო­გორც გი­თხა­რით, ეს არა­ლე­გა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბაა.

- მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მა შე­გიძ­ლი­ათ?

- ნე­ბის­მი­ე­რი ჩვე­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა პრე­ვენ­ცი­უ­ლია, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ საფრ­თხე. ასე­ვე პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ვუ­წევთ ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­საც. მო­ვუ­წო­დებთ მომ­ხმა­რე­ბელს ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბით იყ­ვნენ, გა­ეც­ნონ ეტი­კეტს, დო­კუ­მე­ტა­ცი­ას, რო­მე­ლიც სურ­სათ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქტს თა­ვი­სი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი სჭირ­დე­ბა და უნდა მი­ექ­ცეს ყუ­რა­დღე­ბა სწო­რედ იმას, რამ­დე­ნად არის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ად­გი­ლებ­ში ეს ტემ­პე­რა­მენ­ტუ­ლი რე­ჟი­მე­ბი და­ცუ­ლი. თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჩათ­ვლის, რომ უნდა და­უ­კავ­შირ­დეს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცხელ ხაზს, აუ­ცი­ლებ­ლად დარ­ე­კოს ნო­მერ­ზე - 2 47 01 01. დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ და ჩვენ ვი­მოქ­მე­დებთ ოპე­რა­ტი­უ­ლად!

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ცხენის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდნენ..." - სურსათის ეროვნული სააგენტო გირჩევთ, სად და რა პირობებში შეიძინოთ ხორცი თბილისში

"ცხენის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდნენ..." - სურსათის ეროვნული სააგენტო გირჩევთ, სად და რა პირობებში შეიძინოთ ხორცი თბილისში

გასულ ზამთარს გლდანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონლის ხორცი შეღავათიან ფასად შევიძინე. სახლში მოვიტანე და კერძისთვის მისი მოხარშვა დავიწყე, მაგრამ ხარშვის პროცესში სამზარეულოში არცთუ სახარბიელო სუნი დატრიალდა. წყალი რამდენჯერმე გამოვუცვალე, მაგრამ არ უშველა... რისკის ქვეშ ვერც საკუთარი თავი და ვერც ოჯახის წევრები დავაყენე, ამიტომ მოხარშული ხორცი გადავყარე... ეს ისტორია რამდენიმე დღის წინ გამახსენდა, როცა შევიტყვე, რომ გლდანის ბაზრის მიმდებარედ, ცხენის ხორცი იქნა აღმოჩენილი... ვერ ვიტყვი და დავასაბუთებ, რომ ჩემ მიერ შეძენილი ხორცი მაინცდამაინც ცხენის იყო, თუმცა უვარგისი რომ გახლდათ, ეს ფაქტია...

რამდენად უსაფრთხოა ხორცი, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობა ყოველდღიურად ბაზარში ყიდულობს - ამის გასარკვევად სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსს, კახა სოხაძეს დავუკავშირდით:

"ხორცის სასურსათო ჯაჭვის კონტროლი ყველა ეტაპზე ხორციელდება - საქონლის დაკვლიდან დაწყებული, საბოლოო რეალიზაციამდე, თუმცა აქ სწორად უნდა გავმიჯნოთ ხორცით ორგანიზებული ვაჭრობა, ანუ ლეგალური ჯაჭვი და გარევაჭრობა, არაოგანიზებული ვაჭრობა" - როგორც სააგენტოს უფროსი ამბობს, ლეგალურ ვაჭრობას მიეკუთვნება აგრარული ბაზარი, როცა ორგანიზებულად, ინდენტიფიცირებულად, რეგისტრირებულად არის ყველაფერი და მათზე საკანონმდებლო მოთხოვნები ვრცელდება, რაც რეგულარულ კონტროლს ექვემდებარება. რაც შეეხება გარევაჭრობას, არაორგანიზებულ საქმიანობას, იმთავითვე არის კანონით აკრძალული და რა თქმა უნდა, ეროვნული სააგენტო აქ კონტროლს ვერ განახორციელებს.

წაიკითხეთ: როგორ ჩამოაქვთ ხორცი თბილისში - ფონიჭალაში გადაღებული ფოტო შეგაშფოთებ

"ისე არ გამოვიდეს, რომ ეროვნული სააგენტო პასუხისმგებლობას იხსნის, უბრალოდ, კანონმდებლობით ეროვნული სააგენტო ვერანაირ ღონისძიებას ვერ გაატარებს. გარდა იმისა, რომ ჰქონდეს კომუნიკაცია სამართალდამცავებთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, კომუნიკაცია მომხმარებელთან, რათა ინფორმაცია მიაწოდოს, რომ ხორცის შეძენა ასეთ არაორგანიზებულ ადგილებში სარისკოა და პრობლემას შეუქმნის", - აღნიშნავს კახა სოხაძე და დასძენს, რომ "ხორცი მაღალი რისკის სასურსათო პროდუქტია, როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ინფექციური დაავადების კუთხითაც. ამიტომ, საჭიროა სანიტარული ნორმების დაცვა, სისუფთავე ხორცის, ეტიკეტირება და ა.შ. ასეთ ადგილებში ხორცის რეალიზებისას, ჯერ ერთი, დაუდგენელია, რა წარმომავლობისაა ხორცი, სად გაიზარდა, როგორ პირობებში ინახავდნენ. რა პირობებში და სად დაიკლა, იყო თუ არა დაცული ტემპერატურული რეჟიმები. რა თქმა უნდა, დაავადების კუთხითაც შეუსწავლელია".

- და ასეთი ხორცი მიემართება არაორგანიზებულ ადგილებში, რომელიც მოსახლეობას საკმაოდ მაღალ საფრთხეს უქმნის?

- დიახ, ამიტომ, მომხმარებელს ყოველთვის მოვუწოდებ, რომ ასეთ ადგილებში არა მარტო ხორცი, არანაირი ცხოველური წარმოშობის სურსათი, ხორცის პროდუქტები, რძის პროდუქტები და ა.შ. არ შეიძინონ.

- როგორც აღნიშნავთ, ორგანიზებული ადგილები მეტ-ნაკლებად საფრთხეებისგან დაცულია. თუმცა, აქ ერთი ამბავი გამახსენდა, როცა თუ არ ვცდები, 2 წლის წინ, ქვეყნის მთავარმა ვეტექიმმა, მიხეილ სოხაძემ ინტერვიუში მითხრა, რომ ე.წ. დეზერტირის ბაზარში ჯილეხი დაფიქსირდა და ბაზარი დაახურინა.

- ვიცი ეგ ფაქტი. მე ვიყავი მაშინ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სააგენტოს უფროსი. რა თქმა უნდა, იდეალური მდგომარეობა რთული მისაღწევია და ამიტომაც არის, რომ რეგულარული კონტროლი აუცილებელია, რომ ყოველთვის მუდმივი დაკვირების ქვეშ იქნას, როგორ ხდება სურსათის მიღება-დამუშავება, რეალიზაცია. ბოლო პერიოდის განმავლობაში რადიკალური ღონისძიების გატარება მოგვიხდა, საწარმოო პროცესიც შეუჩერდა რამდენიმე ბიზნესოპერატორს, მუდმივი კონტროლის ქვეშ ვართ და მინდა გითხრათ, რომ ტენდენცია აშკარად გაუმჯობესებისკენ მიდის, მაგრამ საბოლოოდ ჯერ არ არის იდეალური მდგომარეობა.

- რა პირობებში უნდა დაიკლას საქონელი?

- ის, რომ პირუტყვი სასაკლაოზე, ვეტერინარის ზედამხვედველობის ქვეშ უნდა დაიკლას, ეს იმის გარანტიას წარმოადგენს, რომ ხორცი და პირუტყვი დაავადებული არ იქნება. თუმცა, ამ ჯაჭვში მნიშვნელოვანია, როგორ არის დაცული სისუფთავის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი, პერსონალის სისუფთავე, გასაყიდი ადგილების სისუფთავე და ა.შ.

- რატომ არ გაქვთ უფლება, გარკვეული ღონისძიები გაატაროთ არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში?

- ამის უფლებამოსიება არ გვაქვს იმიტომ, რომ რასაც ისინი ეწევიან, აკრძალული საქმიანობაა და აკრძალულ საქმიანობაზე რა კონტროლი უნდა განვახორციელოთ?! ეს თვითმმართველობის ორგანოების, სამართალდამცავების კომპეტენციაა, რადგანაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებია, ვისაც ამის აღკვეთა ევალება, ამაზე პასუხისმგებელი ის უწყებაა.

- ცხენის ხორცზე რას გვეტყვით. თითქოს ამის ფაქტები გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის ადგილებში იქნა აღმოჩენილი.

- ეს დასამალი არ არის, ასე იყო. ოფიციალური კონტროლის შედეგებია და ინფორმაცია აბსოლუტურად საჯაროა. ისეთი ფაქტების გამოვლენა მოგვიხდა, რომ ცხენის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდნენ. ეს ფაქტი მოხდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, იქ მოგვიწია რადიკალური ღონისძიების გატარება, ხორცის განადგურება, ოღონდ, ორაგანიზებულ სავაჭრო ობიექტზე.

- ცხენის ხორცი ლეგალურ სავაჭრო ადგილზე აღმოჩნდა?

- კი, თუმცა ერთეული შემთხვევებია და არა მასობრივი, მაგრამ ხანდახან იქაც ხდება, რაც მაშინვე აღიკვეთება ხოლმე.

- დასაკლავად ამდენ ცხენს სად შოულობენ?

- ამაზე პასუხი გამიჭიდება, როგორც გითხარით, ეს არალეგალური საქმიანობაა.

- მოსახლეობისთვის რა რეკომენდაციების გაცემა შეგიძლიათ?

- ნებისმიერი ჩვენი ღონისძიება პრევენციულია, რათა თავიდან ავიცილოთ საფრთხე. ასევე პოპულარიზაციას ვუწევთ ჩვენს საქმიანობასაც. მოვუწოდებთ მომხმარებელს ყოველთვის ყურადღებით იყვნენ, გაეცნონ ეტიკეტს, დოკუმეტაციას, რომელიც სურსათთანაა დაკავშირებული. ნებისმიერ პროდუქტს თავისი ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება და უნდა მიექცეს ყურადღება სწორედ იმას, რამდენად არის რეალიზაციის ადგილებში ეს ტემპერამენტული რეჟიმები დაცული. თუ მომხმარებელი ჩათვლის, რომ უნდა დაუკავშირდეს ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზს, აუცილებლად დარეკოს ნომერზე - 2 47 01 01. დაგვიკავშირდნენ და ჩვენ ვიმოქმედებთ ოპერატიულად!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი