მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული სუფრა ევროპული ქვეყნების სამზარეულოებს შორის მე-4 ადგილზეა - რას წერენ ბლოგერები ქართულ კერძებზე
ქართული სუფრა ევროპული ქვეყნების სამზარეულოებს შორის მე-4 ადგილზეა - რას წერენ ბლოგერები ქართულ კერძებზე

48 ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნას შო­რის საჭ­მლი­სა და სას­მე­ლის რე­ი­ტინ­გში სა­ქარ­თვე­ლომ მე­ო­თხე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. რე­ი­ტინ­გი კუ­ლი­ნა­რი­ის ბლო­გე­რე­ბის - კე­ვინ ალექ­სან­დე­რი­სა და ლიზ ჩილ­დერ­სის მიერ არის შედ­გე­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც მოგ­ზა­უ­რო­ბენ, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლოს ეც­ნო­ბი­ან და ბლოგს წე­რენ. კე­ვი­ნის და ლი­ზის ბლო­გი სა­იტ­ზე thrillist.com 2015 წელ­საა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი და რო­გორც უკვე გი­თხა­რით, სა­ქარ­თვე­ლო გემ­რი­ე­ლი საჭ­მლის რე­ი­ტინ­გში მე­ო­თხე ად­გილ­ზეა.

აი, რას წე­რენ ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე ავ­ტო­რე­ბი:

"თა­ვი­დან ლიზ­თან დიდ­ხანს ვკმა­თობ­დი, რო­მე­ლი ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლო იყო ყვე­ლა­ზე კარ­გი - ლიზი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის სა­ოც­რე­ბებ­ზე მი­ამ­ბობ­და, რა­საც მოჰ­ყვა ჩვე­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბა იმით, თუ ევ­რო­პის რო­მე­ლი ნა­წი­ლი გა­მო­ირ­ჩე­ვა სა­უ­კე­თე­სო სამ­ზა­რე­უ­ლო­თი. ამი­ტომ და­ვი­წყეთ გა­მოკ­ვლე­ვა (მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ 39 ქვე­ყა­ნა) და და­ვად­გი­ნეთ წე­სე­ბი: მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ად­გი­ლობ­რი­ვი სუფ­რა, საკ­ვე­ბი და სას­მე­ლი" - წერს გა­მო­ცე­მა thrillist.com-ს ავ­ტო­რი კე­ვინ ალექ­სან­დე­რი.

"სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პი­სა და აზი­ის შუ­ა­გულ­ში მდე­ბა­რე­ობს, ამი­ტომ იქა­უ­რი კერ­ძე­ბი სა­ოც­რად მდი­და­რი სუ­ნე­ლე­ბის და საკ­მა­ზე­ბის გე­მო­თია გაჟ­ღენ­თი­ლი, რო­გორ კომ­ბი­ნა­ცი­ებ­საც სხვა რე­გი­ო­ნებ­ში ვერ ნა­ხავთ. ხა­ჭა­პუ­რი ქვეყ­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი კერ­ძია, ნა­ვის ფორ­მის, სავ­სე სა­ო­ცა­რი გამ­დნა­რი ყვე­ლით და თოხ­ლო კვერ­ცხით. ქვეყ­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი კერ­ძე­ბის რი­ცხვშია: ხინ­კა­ლი - ხორ­ცით და წვე­ნით ამოვ­სე­ბუ­ლი, მო­ხარ­შუ­ლი ცომი; კუჭ­მა­ჭი - ამ კერ­ძში არ უნდა იკი­თხოთ რა ურე­ვია (გული, ღვიძ­ლი და ა.შ), რად­გან მას­ში შე­ზა­ვე­ბუ­ლია შემ­წვა­რი ხახ­ვი, ნი­ო­რი, მწვა­ნი­ლე­ბი და წი­თე­ლი ბრო­წე­უ­ლე­ბი; ჩა­ხოხ­ბი­ლი - ქათ­მის უგემ­რი­ე­ლე­სი კერ­ძი. ყვე­ლი და ტყე­მა­ლი კერ­ძე­ბის კომ­პა­ნი­ო­ნად გვევ­ლი­ნე­ბა. ტყე­მალს, რო­მე­ლიც მომ­ჟა­ვო სო­უ­სია, ძი­რი­თა­დად ხორ­ცი­ან კერ­ძებ­თან მი­ირ­თმე­ვენ", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

სა­ქარ­თვე­ლომ კუ­ლი­ნა­რი­ის ბლო­გე­რე­ბის სი­ა­ში სა­პა­ტიო მე­ო­თხე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. პირ­ვე­ლი სა­მე­უ­ლი კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: 3. ეს­პა­ნე­თი, 2. საფ­რან­გე­თი, 1. იტა­ლია. ამას­თან, სი­ა­ში მე­ხუ­თე ად­გილ­ზე გერ­მა­ნი­აა გამ­წე­სე­ბუ­ლი. რუ­სე­თი 25-ე ად­გილ­ზეა, უკ­რა­ი­ნა 42-ე ად­გილ­ზე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია thrillist.com-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ქართული სუფრა ევროპული ქვეყნების სამზარეულოებს შორის მე-4 ადგილზეა - რას წერენ ბლოგერები ქართულ კერძებზე

ქართული სუფრა ევროპული ქვეყნების სამზარეულოებს შორის მე-4 ადგილზეა - რას წერენ ბლოგერები ქართულ კერძებზე

48 ევროპულ ქვეყანას შორის საჭმლისა და სასმელის რეიტინგში საქართველომ მეოთხე ადგილი დაიკავა. რეიტინგი კულინარიის ბლოგერების - კევინ ალექსანდერისა და ლიზ ჩილდერსის მიერ არის შედგენილი, რომლებიც მოგზაურობენ, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ეცნობიან და ბლოგს წერენ. კევინის და ლიზის ბლოგი საიტზე thrillist.com 2015 წელსაა გამოქვეყნებული და როგორც უკვე გითხარით, საქართველო გემრიელი საჭმლის რეიტინგში მეოთხე ადგილზეა.

აი, რას წერენ ქართულ სამზარეულოზე ავტორები:

"თავიდან ლიზთან დიდხანს ვკმათობდი, რომელი ქვეყნის სამზარეულო იყო ყველაზე კარგი - ლიზი ქართული კერძების საოცრებებზე მიამბობდა, რასაც მოჰყვა ჩვენი დაინტერესება იმით, თუ ევროპის რომელი ნაწილი გამოირჩევა საუკეთესო სამზარეულოთი. ამიტომ დავიწყეთ გამოკვლევა (მოვინახულეთ 39 ქვეყანა) და დავადგინეთ წესები: მთავარი ფაქტორი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი სუფრა, საკვები და სასმელი" - წერს გამოცემა thrillist.com-ს ავტორი კევინ ალექსანდერი.

"საქართველო ევროპისა და აზიის შუაგულში მდებარეობს, ამიტომ იქაური კერძები საოცრად მდიდარი სუნელების და საკმაზების გემოთია გაჟღენთილი, როგორ კომბინაციებსაც სხვა რეგიონებში ვერ ნახავთ. ხაჭაპური ქვეყნის გამორჩეული კერძია, ნავის ფორმის, სავსე საოცარი გამდნარი ყველით და თოხლო კვერცხით. ქვეყნის გამორჩეული კერძების რიცხვშია: ხინკალი - ხორცით და წვენით ამოვსებული, მოხარშული ცომი; კუჭმაჭი - ამ კერძში არ უნდა იკითხოთ რა ურევია (გული, ღვიძლი და ა.შ), რადგან მასში შეზავებულია შემწვარი ხახვი, ნიორი, მწვანილები და წითელი ბროწეულები; ჩახოხბილი - ქათმის უგემრიელესი კერძი. ყველი და ტყემალი კერძების კომპანიონად გვევლინება. ტყემალს, რომელიც მომჟავო სოუსია, ძირითადად ხორციან კერძებთან მიირთმევენ", - ნათქვამია სტატიაში.

საქართველომ კულინარიის ბლოგერების სიაში საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავა. პირველი სამეული კი ასე გამოიყურება: 3. ესპანეთი, 2. საფრანგეთი, 1. იტალია. ამასთან, სიაში მეხუთე ადგილზე გერმანიაა გამწესებული. რუსეთი 25-ე ადგილზეა, უკრაინა 42-ე ადგილზე.

მომზადებულია thrillist.com-ს მიხედვით

ომალოში პოლონელი ტურისტი დაშავდა - მეხანძრე-მაშველებმა ის თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს

"კახეთში კორონავირუსის ინფექციის წყარო არ არის, ინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც რუსეთიდან შემოვიდა" - ამირან გამყრელიძე

"მუშახელი ჭირს, თვითონ მიწევს ყველაფერის კეთება... მომავალ წელს მასშტაბურ აგროსკოლას შევქმნით" - ბიომეურნე წნორიდან, რომელიც ბავშვებს ბიოპროდუქტების მოყვანას ასწავლის