კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტერპოლმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე ძებნა გამოაცხადა
ინტერპოლმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე ძებნა გამოაცხადა

გიგა ოთხო­ზო­რი­ას მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ რა­შიდ კან­ჯი­ოღ­ლი­ზე ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნა გა­მო­ცხად­და. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს. რო­გორც უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გან­მარ­ტეს, რა­შიდ კან­ჯი­ოღ­ლი­ზე ძებ­ნა ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით გა­მო­ცხად­და.

გიგა ოთხო­ზო­რია 2016 წლის 19 მა­ისს ხურ­ჩა-ნა­ბა­კე­ვის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოკ­ლეს. რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბის მიერ დად­გინ­და, ოთხო­ზო­რია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გად­მო­სულ­მა რა­შიდ კან­ჯი­ოღ­ლიმ მოკ­ლა. მას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა, რის შემ­დე­გაც სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე და­უს­წრებ­ლად 12 წლით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ სას­ჯე­ლი და­უმ­ძი­მა და 14 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და.

რა­შიდ კან­ჯი­ოღ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გად­მო­ცე­მის სა­კითხს ქარ­თუ­ლი მხა­რე ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­ლის შეხ­ვედ­რებ­ზე მუდ­მი­ვად აყე­ნებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ინტერპოლმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე ძებნა გამოაცხადა

ინტერპოლმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე ძებნა გამოაცხადა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯიოღლიზე ინტერპოლის მიერ ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტეს, რაშიდ კანჯიოღლიზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. როგორც გამოძიების მიერ დადგინდა, ოთხოზორია ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა. მას განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის შემდეგაც საქალაქო სასამართლომ ასევე დაუსწრებლად 12 წლით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი დაუმძიმა და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

რაშიდ კანჯიოღლის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს ქართული მხარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გალის შეხვედრებზე მუდმივად აყენებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ