მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ხმა რადიო "პალიტრიდან", რომელიც 9 წელია თქვენს ინფორმირებულობაზე ზრუნავს
ცნობილი ხმა რადიო "პალიტრიდან", რომელიც 9 წელია თქვენს ინფორმირებულობაზე ზრუნავს

"რა­დიო "პა­ლიტ­რა­ში" 2008 წლი­დან ანუ მისი გახ­სნის დღი­დან ვმუ­შა­ობ. წლე­ბია, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის წამ­ყვა­ნი ვარ", - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი კოკა კვირ­კვე­ლია, რომ­ლის ხმა 9 წე­ლი­წა­დია, აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­დი­ოს ეთე­რით (FM 103,9) გვეს­მის. კოკა ყო­ველ დი­ლით, მსმე­ნელს დღის მთა­ვარ სი­ახ­ლე­ებს აწ­ვდის და ეს საყ­ვა­რე­ლი საქ­მე უკვე ჩვე­ვა­დაც ექცა. შუ­ა­დღეს კი სა­კუ­თა­რი გა­და­ცე­მა - "შუ­ა­დღის სტუ­დია" მიჰ­ყავს...

- შე­მოდ­გო­მა­ზე, სა­არ­ჩევ­ნოდ, რა­დი­ო­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის წაყ­ვა­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, პო­ლი­ტი­კურ გა­და­ცე­მა­ზე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. "შუ­ა­დღის სტუ­დია" ეთერ­ში 2 სა­ათ­ზე იწყე­ბა და სამ­ზე მთავ­რდე­ბა. ერ­თსა­ა­თი­ა­ნი პროგ­რა­მაა, რო­მელ­საც თე­მა­ტი­კა შე­ზღუ­დუ­ლი არ აქვს. თა­ვი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მა იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბი რომ დას­რულ­და, თე­მაც შე­უ­ზღუ­და­ვი გახ­და. თუ დღეს ვთქვათ, კი­ნო­ზე ვსა­უბ­რობ, ხვალ შე­იძ­ლე­ბა, ეკო­ლო­გი­ა­ზე ვი­ლა­პა­რა­კო და მერე სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე... ეს რა­დი­ოს პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, თა­მარ ცა­გა­რე­იშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, ყვე­ლა­ფე­რი მას­თან ერ­თად და­ი­გეგ­მა. თუმ­ცა, ჩემ­თვის უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბო­და, მთა­ვა­რი თემა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან როცა პო­ლი­ტი­კა­ზე მუ­შა­ობ, ყვე­ლა­ფერს თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად ასა­ხავ, გა­ნი­ხი­ლავ და აა­ნა­ლი­ზებ. ამას­თან, პო­ლი­ტი­კა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩემი ფა­ვო­რი­ტი თე­მე­ბია. "შუ­ა­დღის სტუ­დია" აბ­სო­ლუ­ტურ და სა­გან­გე­ბო მომ­ზა­დე­ბას მო­ი­თხოვს, თუნ­დაც ისეთ სა­კი­თხებ­ში, რო­მე­ლიც ჩემი ინ­ტე­რე­სის სფე­რო აქამ­დე არას­დროს ყო­ფი­ლა.

- გა­და­ცე­მის­თვის თე­მებს რის მი­ხედ­ვით არ­ჩევ?

- სა­კი­თხებ­ზე პრო­დი­უ­სერ­თან, გი­უ­ლი ჩა­ჩა­ნაშ­ვილ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ. ვფიქ­რობთ, რა უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ხში­რად მიმ­დი­ნა­რე თე­მებ­ზეც ვამ­ზა­დებთ გა­და­ცე­მას. თუმ­ცა, არის ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­საც ერთი კვი­რით ად­რეც ვგეგ­მავ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ჩვენს პო­ლი­ტი­კურ-სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში...

- რო­გორც ვიცი, მსმე­ნე­ლიც აქ­ტი­უ­რობს, პირ­და­პირ ეთერ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად გი­კავ­შირ­დე­ბა, რე­კავს...

- ჩვე­ნი რა­დი­ომსმე­ნე­ლე­ბი აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან. ვფიქ­რობ, ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ მსმე­ნე­ლის ინ­ტე­რესს, რად­გან მათ­გან პრე­ტენ­ზია არას­დროს მო­მის­მე­ნია. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მსმე­ნე­ლის მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ, რაც დიდ სტი­მულს მაძ­ლევს.

- იქ­ნებ გა­იხ­სე­ნო გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად და­გა­მახ­სოვ­რდა კარ­გით ან ცუ­დით?

- ერთს გა­მოვ­ყოფ, თუმ­ცა, სტუ­მარს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ... ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­სა და ამ კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე არა ეკო­ნო­მის­ტი, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი მო­ვიყ­ვა­ნეთ, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის პო­პუ­ლა­რულ ენა­ზე პრო­ცე­სე­ბის ასახ­სნე­ლად და აღ­მოჩ­ნდა, რომ შევ­ცდი. ეს ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა იყო, როცა რა­ღა­ცე­ბი ვერ გავ­თვა­ლე. რაც შე­ე­ხე­ბა კარგ და ძა­ლი­ან კარგ გა­და­ცე­მებს: ასე­თებ­ში იმ გა­და­ცე­მებს ვგუ­ლის­ხმობ, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­კე­თე­ბია. ამ სა­კი­თხზე კვი­რა­ში ერთხელ მა­ინც მაქვს სა­უბ­რე­ბი... გა­სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო სტუ­მა­რი გახ­ლდათ თა­მარ გა­გო­ში­ძე, ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ინ­ტერ­ნეტ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ვიმ­სჯე­ლეთ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ცნობილი ხმა რადიო "პალიტრიდან", რომელიც 9 წელია თქვენს ინფორმირებულობაზე ზრუნავს

ცნობილი ხმა რადიო "პალიტრიდან", რომელიც 9 წელია თქვენს ინფორმირებულობაზე ზრუნავს

"რადიო "პალიტრაში" 2008 წლიდან ანუ მისი გახსნის დღიდან ვმუშაობ. წლებია, საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ვარ", - ამბობს ჟურნალისტი კოკა კვირკველია, რომლის ხმა 9 წელიწადია, აღნიშნული რადიოს ეთერით (FM 103,9) გვესმის. კოკა ყოველ დილით, მსმენელს დღის მთავარ სიახლეებს აწვდის და ეს საყვარელი საქმე უკვე ჩვევადაც ექცა. შუადღეს კი საკუთარი გადაცემა - "შუადღის სტუდია" მიჰყავს...

- შემოდგომაზე, საარჩევნოდ, რადიოში საინფორმაციო გამოშვების წაყვანის პარალელურად, პოლიტიკურ გადაცემაზე დავიწყე მუშაობა. "შუადღის სტუდია" ეთერში 2 საათზე იწყება და სამზე მთავრდება. ერთსაათიანი პროგრამაა, რომელსაც თემატიკა შეზღუდული არ აქვს. თავიდან პოლიტიკური გადაცემა იყო ჩაფიქრებული, მაგრამ არჩევნები რომ დასრულდა, თემაც შეუზღუდავი გახდა. თუ დღეს ვთქვათ, კინოზე ვსაუბრობ, ხვალ შეიძლება, ეკოლოგიაზე ვილაპარაკო და მერე საერთაშორისო ურთიერთობებზე... ეს რადიოს პროგრამების ხელმძღვანელის, თამარ ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებაა, ყველაფერი მასთან ერთად დაიგეგმა. თუმცა, ჩემთვის უფრო კომფორტული იქნებოდა, მთავარი თემა მხოლოდ პოლიტიკა ყოფილიყო, რადგან როცა პოლიტიკაზე მუშაობ, ყველაფერს თანამიმდევრულად ასახავ, განიხილავ და აანალიზებ. ამასთან, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები ჩემი ფავორიტი თემებია. "შუადღის სტუდია" აბსოლუტურ და საგანგებო მომზადებას მოითხოვს, თუნდაც ისეთ საკითხებში, რომელიც ჩემი ინტერესის სფერო აქამდე არასდროს ყოფილა.

- გადაცემისთვის თემებს რის მიხედვით არჩევ?

- საკითხებზე პროდიუსერთან, გიული ჩაჩანაშვილთან ერთად ვმუშაობ. ვფიქრობთ, რა უფრო აქტუალურია, ხშირად მიმდინარე თემებზეც ვამზადებთ გადაცემას. თუმცა, არის ისეთი საკითხები, რომელსაც ერთი კვირით ადრეც ვგეგმავ, მიუხედავად იმისა, რა შეიძლება მოხდეს ჩვენს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში...

- როგორც ვიცი, მსმენელიც აქტიურობს, პირდაპირ ეთერში ინტენსიურად გიკავშირდება, რეკავს...

- ჩვენი რადიომსმენელები აქტიურები არიან. ვფიქრობ, ვაკმაყოფილებთ მსმენელის ინტერესს, რადგან მათგან პრეტენზია არასდროს მომისმენია. ყოველ შემთხვევაში, მსმენელის მხარდაჭერას ვგრძნობ, რაც დიდ სტიმულს მაძლევს.

- იქნებ გაიხსენო გადაცემა, რო­მელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა კარგით ან ცუდით?

- ერთს გამოვყოფ, თუმცა, სტუმარს ვერ დავასახელებ... ლარის გაუფასურებასა და ამ კრიზისულ სიტუაციაზე არა ეკონომისტი, არამედ პოლიტიკური ექსპერტი მოვიყვანეთ, ადამიანებისთვის პოპულარულ ენაზე პროცესების ასახსნელად და აღმოჩნდა, რომ შევცდი. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა რაღაცები ვერ გავთვალე. რაც შეეხება კარგ და ძალიან კარგ გადაცემებს: ასეთებში იმ გადაცემებს ვგულისხმობ, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით მიკეთებია. ამ საკითხზე კვირაში ერთხელ მაინც მაქვს საუბრები... გასაოცრად საინტერესო სტუმარი გახლდათ თამარ გაგოშიძე, ნეიროფსიქოლოგი, რომელთან ერთადაც ინტერნეტდამოკი­დებულებაზე ვიმსჯელეთ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი