ტელეკომპანია GDS-ის რამდენიმე თანამშრომელი საზოგადოებრივ მაუწყებელში გადავიდა სამუშაოდ. ინფორმაციას ადასტურებს საზოგადოებრივი მაუწყებელის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე. მისი თქმით, 5 ახალი თანამშრომლიდან ოთხი - ახალი ამბების რედაქტორი იქნება, ერთი კი ვებ-რედაქტორის თანამდებობაზე იმუშავებს.
- "ჯი დი ეს"-დან ჩვენთან სამუშაოდ ხუთი თანამშრომელი გადმოვიდა. ეკა შონია იქნება დაგეგმვის რედაქტორი, ნათია თოიძე, მაია ჭუჭულაშვილი და თამუნა კენკიშვილი ახალი ამბების დაგეგმვის რედაქტორი, ირინა დეკანოიძე ვებ-გვერდის რედაქტორი იქნება.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ წამყვანი მაკა ცინცაძეც გადმოვიდა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" და ის "მოამბეს" წაიყვანს
- ჯერ ვერ დაგიდასტურებთ ამ ამბავს. თუმცა, ჩვენ მასთან გვაქვს მოლაპარაკება და ვნახოთ როგორ შევთანხმდებით.
- ინფორმაცია გვაქვს, რომ 2030-ის ჟურნალისტთან ნინუცა კახნიაურთანაც აწარმოებთ მოლაპარაკებას...
- კიდევ ბევრზე შეიძლება თქვან. ჩვენ გვაქვს ნიუსრუმი, პროექტები და ვეძებთ თანამშრომლებს ყველა მიმართულებით. GDS-ის თანამაშრომლები კარგი დანამატი იქნება იმისთვის რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა.
ამასთან, AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა რომ, GDS-ის რამდენიმე თანამშრომელი სამუშაოდ "იმედზეც" გადავიდა. "ქრონიკაში" დაიწყო მუშაობა 2030-ის ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ. ჩვენს მიერ, მოპოვებული ინფორმაციით, ილო ბეროშვილის შოუს ჩაანაცვლებს "ბინა 18". ასევე ცნობილი გახდა, რომ გადაცემა "18+" და მისი წამყვანი ნოე სულაბერიძე "იმედზე" გადადიან.