სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 მარტს თბილისის ოპერის თეატრში გია ყანჩელის ლიტურგია "ქარით დატირებული" შესრულდება
20 მარტს თბილისის ოპერის თეატრში გია ყანჩელის ლიტურგია "ქარით დატირებული" შესრულდება

ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრი და ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, თბი­ლი­სის ოპე­რის თე­ატ­რში 20 მარტს მსმე­ნელს სა­გა­ზა­ფხუ­ლო სიმ­ფო­ნი­უ­რი სე­ზო­ნის კი­დევ ერთ გან­სა­კუთ­რე­ბულ კონ­ცერ­ტზე იწ­ვე­ვენ.

სო­ლის­ტი - აღი­ა­რე­ბუ­ლი ალ­ტის­ტი გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი.

შეს­რულ­დე­ბა ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის გია ყან­ჩე­ლის ლი­ტურ­გია "ქა­რით და­ტი­რე­ბუ­ლი", ალ­ტი­სა და სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი­სათ­ვის.

გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო შემ­სრუ­ლებ­ლად მი­იჩ­ნე­ვა, თა­ვად ავ­ტორ­მა რამ­დე­ნი­მე წლის წინ მას და ნი­კო­ლოზ რაჭ­ველს 20 მი­ნი­ა­ტუ­რა მი­უ­ძღვნა ალ­ტი­სა და ფორ­ტე­პი­ა­ნო­სათ­ვის.

გია ყან­ჩე­ლი: "ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ გვყავს მსოფ­ლიო დო­ნის ალ­ტი­სი გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი. ვი­ნა­ი­დან იგი გახ­ლავთ ქარ­თვე­ლი, ჩემი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის მი­სე­ულ შეს­რუ­ლე­ბა­ში ვგრძნობ იმას, რაც თით­ქმის არას­დროს მიგ­რძვნია სხვა ბრწყინ­ვა­ლე შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის დაკ­ვრი­სას და მე მისი მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი ყო­ველ­თვის."

კონ­ცერ­ტის მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შეს­რულ­დე­ბა: პი­ოტრ ჩა­ი­კოვ­სკი - სიმ­ფო­ნია N6 "პა­თე­ტი­კუ­რი".

სა­ქარ­თვე­ლოს ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრს ილია ინა­იშ­ვი­ლი უდი­რი­ჟო­რებს. უკ­რა­ი­ნის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მა­ესტრო, უკვე მე­ო­რედ მო­ნა­წი­ლე­ობს ეროვ­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის მიერ და­გეგ­მილ პრო­ექ­ტში.

პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რი: სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო

გე­ნე­რა­ლუ­რი პარტნი­ო­რი: The Artists Union CONCEPTART

ბი­ლე­თე­ბი იყი­დე­ბა / Tickets are available: www.biletebi.ge info: 2915504/05

ბი­ლე­თე­ბის ფასი: 15, 20, 25, 30, 35, 45

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

20 მარტს თბილისის ოპერის თეატრში გია ყანჩელის ლიტურგია "ქარით დატირებული" შესრულდება

20 მარტს თბილისის ოპერის თეატრში გია ყანჩელის ლიტურგია "ქარით დატირებული" შესრულდება

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი, თბილისის ოპერის თეატრში 20 მარტს მსმენელს საგაზაფხულო სიმფონიური სეზონის კიდევ ერთ განსაკუთრებულ კონცერტზე იწვევენ.

სოლისტი - აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი.

შესრულდება ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ლიტურგია "ქარით დატირებული", ალტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის.

გიორგი ცაგარელი გია ყანჩელის მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა, თავად ავტორმა რამდენიმე წლის წინ მას და ნიკოლოზ რაჭველს 20 მინიატურა მიუძღვნა ალტისა და ფორტეპიანოსათვის.

გია ყანჩელი: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გვყავს მსოფლიო დონის ალტისი გიორგი ცაგარელი. ვინაიდან იგი გახლავთ ქართველი, ჩემი ნაწარმოებების მისეულ შესრულებაში ვგრძნობ იმას, რაც თითქმის არასდროს მიგრძვნია სხვა ბრწყინვალე შემსრულებლების დაკვრისას და მე მისი მადლობელი ვიქნები ყოველთვის.“

კონცერტის მეორე განყოფილებაში შესრულდება: პიოტრ ჩაიკოვსკი - სიმფონია N6 „პათეტიკური“.

საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ილია ინაიშვილი უდირიჟორებს. უკრაინის კონსერვატორიაში მოღვაწე ქართველი მაესტრო, უკვე მეორედ მონაწილეობს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მიერ დაგეგმილ პროექტში.

პროექტის მხარდამჭერი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

გენერალური პარტნიორი: The Artists Union CONCEPTART

ბილეთები იყიდება / Tickets are available: www.biletebi.ge info: 2915504/05

ბილეთების ფასი: 15, 20, 25, 30, 35, 45

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება