მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ისრაელში სცენის მუშად მუშაობს
"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ისრაელში სცენის მუშად მუშაობს

იმ მსა­ხი­ო­ბე­ბის რი­ცხვს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­დან ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვიდ­ნენ, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის და­სის წევ­რი, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი გო­გიშ­ვი­ლიც და­ე­მა­ტა. მი­ლი­ო­ნე­რად ქცე­უ­ლი "ბა­ქა­რის" მა­მის ბონ­დო ორ­ჯო­ნი­კი­ძის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­საც გი­ა­ლი­ას სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ, სა­მუ­შა­ოდ ის­რა­ელ­ში წა­ვი­და, სა­დაც საკ­მა­ოდ მძი­მე პი­რო­ბებ­ში უწევს მუ­შა­ო­ბა.

- ბა­ტო­ნო გია, რა­ტომ წახ­ვე­დით ემიგ­რა­ცი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­რი­ე­რა გქონ­დათ...

- გე­თან­ხმე­ბით, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩვე­ნი ქვეყ­ნის პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მსა­ხი­ო­ბებს არ აქვთ კარ­გი ფი­ნან­სუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა, ამი­ტომ დავ­ტო­ვე ჩემი თე­ატ­რის და­სიც, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბიც" და სა­მუ­შა­ოდ წა­ვე­დი ის­რა­ელ­ში. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და საყ­ვა­რე­ლი საქ­მის და­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ რა მექ­ნა? სხვა გზა არ იყო. როცა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, მხო­ლოდ სამ­მა ადა­მი­ან­მა იცო­და, მე­გობ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბას ვერ ვე­უბ­ნე­ბო­დი, რად­გან გა­და­მა­ფიქ­რე­ბი­ნებ­დნენ, არა­და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და და სხვა გა­მო­სა­ვა­ლი ვერ ვნა­ხე. თე­ატ­რში შვე­ბუ­ლე­ბა მქონ­და აღე­ბუ­ლი, მაგ­რამ შვე­ბუ­ლე­ბას ვადა გა­უ­ვი­და და უკვე და­სის წევ­რიც აღარ ვარ. როცა ჩა­მო­ვალ თა­ვი­დან მო­მი­წევს თე­ატ­რში სამ­სა­ხუ­რის მო­ძებ­ნა. რე­ჟი­სორ დიმა ხვთი­სი­აშ­ვილს ვუ­თხა­რი, თუ მსა­ხი­ო­ბად ვე­ღარ აღ­მად­გენთ, უცხო­ეთ­ში მაქვს გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და სცე­ნა­ზე მა­ინც მა­მუ­შა­ვეთ-მეთ­ქი.

- რას აკე­თებთ ის­რა­ელ­ში?

- ორი სამ­სა­ხუ­რი მაქვს. გა­მი­მარ­თლა, კა­მე­რებ­თან და სცე­ნას­თან აქაც მაქვს შე­ხე­ბა. ვმუ­შა­ობ თე­ატ­რში, სა­დაც სცე­ნა­ზე ვა­წყობ დე­კო­რა­ცი­ებს, ასე­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, და­წუ­ნე­ბუ­ლი სცე­ნა­რე­ბის და ინ­ვენ­ტა­რის გა­ტა­ნა მე­ვა­ლე­ბა. მუშა ვარ, მაგ­რამ კუ­ლი­სე­ბის და სცე­ნის ნოს­ტალ­გია არ მაქვს. არა­ნა­ი­რი შრო­მა არ მე­თა­კი­ლე­ბა. როცა სარ­და­ფი ახა­ლი გახ­სნი­ლი იყო, მე და დუტა სხირტლა­ძე მა­ში­ნაც ვმუ­შა­ობ­დით ფი­ზი­კუ­რად, დღე­ში 100-100 კილო კარ­ტო­ფილს ვთლი­დით. დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 14 სა­ა­თი ვმუ­შა­ობ. არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვნიშ­ნო ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის სიძ­ლი­ე­რე, ისი­ნი რა­საც შრო­მო­ბენ აქ, მა­გას ვერ­ცერ­თი მა­მა­კა­ცი ვერ შეძ­ლებს. ქალი უფრო ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა.

- რის­თვის აი­ღეთ ვა­ლე­ბი?

- სახ­ლი მაქვს ჩა­დე­ბუ­ლი ბან­კში, კარ­გი გა­დამ­ხდე­ლი ვი­ყა­ვი, ვფა­რავ­დი სესხს, შემ­დეგ ისევ გა­მომ­ქონ­და. ერთხე­ლაც როცა და­ვით­ვა­ლეთ, აღ­მოჩ­ნდა, რომ ბან­კში უფრო მეტი თან­ხა შემ­ქონ­და, ვიდ­რე ჩემი ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი იყო. ვალი ჩემ­თვის ძა­ლით არა­ვის მო­უ­ცია, ავი­ღეთ ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის, შემ­დეგ ვე­ღარ შევ­ძე­ლით გა­დახ­და და ახლა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თო მისი და­ფარ­ვის­თვის. დავ­ფა­რავ ვა­ლებს და ერთ წე­ლი­წად­ში დავ­ბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- ლე­გა­ლუ­რად ხართ ის­რა­ელ­ში?

- ჯერ ყვე­ლა სა­ბუ­თი არ მაქვს. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლია აქ ცხოვ­რე­ბა. სულ ცოტა ხნის წინ ბინა შე­ვიც­ვა­ლეთ მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს იმ ბი­ჭებ­თან აქამ­დე ვის­თა­ნაც ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რამ სა­ე­მიგ­რა­ციო პო­ლი­ცია იმ ად­გი­ლებს უფრო ეტა­ნე­ბა, სა­დაც ბევ­რი უცხო­ე­ლი ცხოვ­რობს, ამი­ტომ ცალ­კე გად­მო­ვე­დით. ხალ­ხი აქ ვა­ლე­ბით არის ჩა­მო­სუ­ლი და ყვე­ლა იმი­ტომ მი­დის ემიგ­რა­ცი­ა­ში, ვა­ლე­ბი გა­და­ი­ხა­დოს. როცა ვალ­ზე ვალს ამა­ტებ, მა­შინ რომ გა­გა­ჩე­რონ და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­გიშ­ვან დე­პორ­ტით, უდი­დე­სი შოკი იქ­ნე­ბა. სულ და­ძა­ბუ­ლე­ბი ვართ, კი­თხვა არ ვი­ცით, როცა "მი­გალ­კი­ა­ნი" მან­ქა­ნა მო­დის, გვგო­ნია სა­ე­მიგ­რა­ციო მო­დის და ეს ჩვენ­თვის დიდი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სია. გა­ვუძ­ლებ ეს ერთი წელი და და­ვუბ­რუნ­დე­ბი ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ისრაელში სცენის მუშად მუშაობს

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ისრაელში სცენის მუშად მუშაობს

იმ მსახიობების რიცხვს, რომლებიც საქართველოდან ემიგრაციაში წავიდნენ, მოზარდმაყურებელთა თეატრის დასის წევრი, "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი გიორგი გოგიშვილიც დაემატა. მილიონერად ქცეული "ბაქარის" მამის ბონდო ორჯონიკიძის როლის შემსრულებელი მსახიობი, რომელსაც გიალიას სახელით იცნობენ, სამუშაოდ ისრაელში წავიდა, სადაც საკმაოდ მძიმე პირობებში უწევს მუშაობა.

- ბატონო გია, რატომ წახვედით ემიგრაციაში, საქართველოში კარიერა გქონდათ...

- გეთანხმებით, წარმატებული მსახიობი ვიყავი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის პირობებიდან გამომდინარე მსახიობებს არ აქვთ კარგი ფინანსური ანაზღაურება, ამიტომ დავტოვე ჩემი თეატრის დასიც, "ჩემი ცოლის დაქალებიც" და სამუშაოდ წავედი ისრაელში. ძალიან გამიჭირდა საყვარელი საქმის დატოვება, მაგრამ რა მექნა? სხვა გზა არ იყო. როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, მხოლოდ სამმა ადამიანმა იცოდა, მეგობრების უმეტესობას ვერ ვეუბნებოდი, რადგან გადამაფიქრებინებდნენ, არადა ფინანსური პრობლემები მქონდა და სხვა გამოსავალი ვერ ვნახე. თეატრში შვებულება მქონდა აღებული, მაგრამ შვებულებას ვადა გაუვიდა და უკვე დასის წევრიც აღარ ვარ. როცა ჩამოვალ თავიდან მომიწევს თეატრში სამსახურის მოძებნა. რეჟისორ დიმა ხვთისიაშვილს ვუთხარი, თუ მსახიობად ვეღარ აღმადგენთ, უცხოეთში მაქვს გამოცდილება მიღებული და სცენაზე მაინც მამუშავეთ-მეთქი.

- რას აკეთებთ ისრაელში?

- ორი სამსახური მაქვს. გამიმართლა, კამერებთან და სცენასთან აქაც მაქვს შეხება. ვმუშაობ თეატრში, სადაც სცენაზე ვაწყობ დეკორაციებს, ასევე ტელევიზიაში, დაწუნებული სცენარების და ინვენტარის გატანა მევალება. მუშა ვარ, მაგრამ კულისების და სცენის ნოსტალგია არ მაქვს. არანაირი შრომა არ მეთაკილება. როცა სარდაფი ახალი გახსნილი იყო, მე და დუტა სხირტლაძე მაშინაც ვმუშაობდით ფიზიკურად, დღეში 100-100 კილო კარტოფილს ვთლიდით. დღეში დაახლოებით 14 საათი ვმუშაობ. არ შემიძლია არ აღვნიშნო ქართველი ქალების სიძლიერე, ისინი რასაც შრომობენ აქ, მაგას ვერცერთი მამაკაცი ვერ შეძლებს. ქალი უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

- რისთვის აიღეთ ვალები?

- სახლი მაქვს ჩადებული ბანკში, კარგი გადამხდელი ვიყავი, ვფარავდი სესხს, შემდეგ ისევ გამომქონდა. ერთხელაც როცა დავითვალეთ, აღმოჩნდა, რომ ბანკში უფრო მეტი თანხა შემქონდა, ვიდრე ჩემი ოჯახის შემოსავალი იყო. ვალი ჩემთვის ძალით არავის მოუცია, ავიღეთ ოჯახის კეთილდღეობისთვის, შემდეგ ვეღარ შევძელით გადახდა და ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთო მისი დაფარვისთვის. დავფარავ ვალებს და ერთ წელიწადში დავბრუნდები საქართველოში.

- ლეგალურად ხართ ისრაელში?

- ჯერ ყველა საბუთი არ მაქვს. ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია აქ ცხოვრება. სულ ცოტა ხნის წინ ბინა შევიცვალეთ მე და ჩემმა მეგობარმა, კარგი ურთიერთობა მაქვს იმ ბიჭებთან აქამდე ვისთანაც ვცხოვრობდი, მაგრამ საემიგრაციო პოლიცია იმ ადგილებს უფრო ეტანება, სადაც ბევრი უცხოელი ცხოვრობს, ამიტომ ცალკე გადმოვედით. ხალხი აქ ვალებით არის ჩამოსული და ყველა იმიტომ მიდის ემიგრაციაში, ვალები გადაიხადოს. როცა ვალზე ვალს ამატებ, მაშინ რომ გაგაჩერონ და საქართველოში გაგიშვან დეპორტით, უდიდესი შოკი იქნება. სულ დაძაბულები ვართ, კითხვა არ ვიცით, როცა "მიგალკიანი" მანქანა მოდის, გვგონია საემიგრაციო მოდის და ეს ჩვენთვის დიდი ფსიქოლოგიური სტრესია. გავუძლებ ეს ერთი წელი და დავუბრუნდები ჩემს საყვარელ საქმეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება