სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა რეკომენდაციას აძლევს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპაში გამგზავრების მსურველებს
 რა რეკომენდაციას აძლევს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპაში გამგზავრების მსურველებს

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებს გას­ცემს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის სა­ზღვრებ­ზე უნდა იმოქ­მე­დონ.

რო­გორც ჯა­ნე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, და­ცუ­ლი იყოს მიზ­ნობ­რი­ო­ბა და გამ­გზავ­რე­ბის მსურ­ვე­ლებს წეს­რიგ­ში ჰქონ­დეთ ყვე­ლა სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცია.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ და­ცუ­ლი იყოს მიზ­ნობ­რი­ო­ბა და ყვე­ლა, ვინც გა­ემ­გზავ­რე­ბა, გა­ემ­გზავ­როს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ვი­ზი­ტის მიზ­ნით და ჰქონ­დეს ყვე­ლა და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი - უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ბი­ლე­თი, შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი იმის­თვის, რომ არ შე­ექ­მნას პრობ­ლე­მა სა­ზღვარ­ზე.

ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად ვართ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, ჩვე­ნი სა­კონ­სუ­ლო­ე­ბი შე­სა­ბა­მის ტრე­ნინ­გებს გა­დი­ან, ჩვენ გვეხ­მა­რე­ბი­ან ევ­რო­პუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი, რათა კარ­გად მომ­ზად­დეს ჩვე­ნი შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი და სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს. ჩვენ და­ვი­წყეთ აქ­ტი­უ­რი კამ­პა­ნია ქვეყ­ნის შიგ­ნით, ეს გუ­ლის­ხმობს ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის და სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. ჩვენ ჩავ­დი­ვართ რე­გი­ონ­ში, სა­დაც ვუხ­სნით ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, თუ რას ნიშ­ნავს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია, რის­თვის შე­იძ­ლე­ბა და რა მიზ­ნით გამ­გზავ­რე­ბა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. ეს კამ­პა­ნია იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მომ­დევ­ნო კვი­რე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ნე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა რეკომენდაციას აძლევს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპაში გამგზავრების მსურველებს

 რა რეკომენდაციას აძლევს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპაში გამგზავრების მსურველებს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ რეკომენდაციებს გასცემს, რომლის მიხედვითაც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ევროპის ქვეყნების საზღვრებზე უნდა იმოქმედონ.

როგორც ჯანელიძემ განაცხადა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს მიზნობრიობა და გამგზავრების მსურველებს წესრიგში ჰქონდეთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

"მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს მიზნობრიობა და ყველა, ვინც გაემგზავრება, გაემგზავროს მოკლევადიანი ვიზიტის მიზნით და ჰქონდეს ყველა დამადასტურებელი საბუთი - უკან დასაბრუნებელი ბილეთი, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი იმისთვის, რომ არ შეექმნას პრობლემა საზღვარზე.

ჩვენ ამ მიმართულებით მაქსიმალურად ვართ მობილიზებული, ჩვენი საკონსულოები შესაბამის ტრენინგებს გადიან, ჩვენ გვეხმარებიან ევროპული სტრუქტურები, რათა კარგად მომზადდეს ჩვენი შესაბამისი სამსახურები და სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ დავიწყეთ აქტიური კამპანია ქვეყნის შიგნით, ეს გულისხმობს ვიდეორგოლების და საინფორმაციო მასალების მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ჩავდივართ რეგიონში, სადაც ვუხსნით ჩვენს მოქალაქეებს, თუ რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაცია, რისთვის შეიძლება და რა მიზნით გამგზავრება ევროპის ქვეყნებში. ეს კამპანია იქნება ძალიან აქტიური მომდევნო კვირეების განმავლობაშიც", - განაცხადა ჯანელიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."