მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერეკლე კოდუა ავსტრიაში სათხილამურო კურორტზე დაშავდა
ერეკლე კოდუა ავსტრიაში სათხილამურო კურორტზე დაშავდა

სოდ-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ერეკ­ლე კო­დუა ავ­სტრი­ა­ში სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტზე ყოფ­ნის დროს სე­რი­ო­ზუ­ლად და­შავ­და. AMBEBI.GE-ს წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა იან­ვრის ბო­ლოს მოხ­და და კო­დუ­ამ სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. მას უკვე ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია და წო­ლი­თი ამ­ჟა­მად რე­ჟი­მი აქვს. სოდ-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, რო­მელ­ზეც სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ავ­სტრი­ა­ში შვი­ლებ­თან და ძმას­თან, გი­ორ­გი კო­დუ­ას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა შე­ემ­თხვა ერეკ­ლე კო­დუ­ას, AMBEBI.GE სოდ-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის დე­დას, ბიზ­ნეს­მენ ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას და­ვუ­კავ­შირ­დით: "ერეკ­ლე ავ­სტრი­ა­ში იყო ბავ­შვებ­თან ერ­თად. ბავ­შვე­ბი როცა ჩა­მოს­რი­ალ­დნენ ერეკ­ლემ დახ­მა­რე­ბა სცა­და, რა დრო­საც ტრავ­მა მი­ი­ღო...

- რა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო?

- თავ­და­პირ­ვე­ლად მარ­ცხე­ნა ხელი და ფეხი წა­ერ­თვა, სახ­ლში იწვა, ეგო­ნა ტკი­ვი­ლი გა­უვ­ლი­და, მაგ­რამ როცა გა­უძ­ლი­ერ­და ტკი­ვი­ლე­ბი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვი­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მე­სა­მე და მე­ხუ­თე მალა ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, ახლა წო­ლი­თი რე­ჟი­მი აქვს, მე­ო­რე ოპე­რა­ცი­აც უნდა გა­უ­კეთ­დეს, მაგ­რამ ზუს­ტად ვერ გე­ტყვით რო­დის გა­უ­კე­თე­ბენ, რად­გან ჯერ უნდა მოძ­ლი­ერ­დეს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. მარ­ცხე­ნა ხელს ახ­ლაც ვერ ამოძ­რა­ვებს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ერეკლე კოდუა ავსტრიაში სათხილამურო კურორტზე დაშავდა

ერეკლე კოდუა ავსტრიაში სათხილამურო კურორტზე დაშავდა

სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა ავსტრიაში სათხილამურო კურორტზე ყოფნის დროს სერიოზულად დაშავდა. AMBEBI.GE-ს წყაროს ინფორმაციით, შემთხვევა იანვრის ბოლოს მოხდა და კოდუამ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და წოლითი ამჟამად რეჟიმი აქვს. სოდ-ის ყოფილი უფროსი, რომელზეც სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, ავსტრიაში შვილებთან და ძმასთან, გიორგი კოდუასთან ერთად იმყოფებოდა.

იმის გასარკვევად, თუ რა შეემთხვა ერეკლე კოდუას, AMBEBI.GE სოდ-ის ყოფილი უფროსის დედას, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას დავუკავშირდით: "ერეკლე ავსტრიაში იყო ბავშვებთან ერთად. ბავშვები როცა ჩამოსრიალდნენ ერეკლემ დახმარება სცადა, რა დროსაც ტრავმა მიიღო...

- რა სახის დაზიანებები მიიღო?

- თავდაპირველად მარცხენა ხელი და ფეხი წაერთვა, სახლში იწვა, ეგონა ტკივილი გაუვლიდა, მაგრამ როცა გაუძლიერდა ტკივილები, საავადმყოფოში მივიდა. როგორც აღმოჩნდა, მესამე და მეხუთე მალა ჰქონდა დაზიანებული. სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, ახლა წოლითი რეჟიმი აქვს, მეორე ოპერაციაც უნდა გაუკეთდეს, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით როდის გაუკეთებენ, რადგან ჯერ უნდა მოძლიერდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მარცხენა ხელს ახლაც ვერ ამოძრავებს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

გორთან ავტომობილი სარეკლამო ბანერის ბოძს შეეჯახა - გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია სამი პირი

რიკოთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე ობიექტის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია