პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მშობიარობა და საკეისრო კვეთა დაუფინანსდება ყველას - მდიდარია, საშუალო შემოსავლის, თუ - ღარიბი
მშობიარობა და საკეისრო კვეთა დაუფინანსდება ყველას - მდიდარია, საშუალო შემოსავლის, თუ - ღარიბი

მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და სა­კე­ის­რო კვე­თის და­ფი­ნან­სე­ბა უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ჯგუფს შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბა - მდი­და­რია, სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის არის, თუ - ღა­რი­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­მარ­ტა.

სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თვის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი პა­კე­ტე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა.

პირ­ვე­ლი - მიზ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბია, რო­მელ­შიც შე­დი­ან 0-5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი, პენ­სი­ონ­რე­ბი, შშმ პი­რე­ბი, პე­და­გო­გე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი.

მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­აა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­მელ­თა წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 40 000ლარ­ზე მე­ტია. ასე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში 32 000 ადა­მი­ა­ნია. შემ­დე­გია სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­მელ­თა ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 900 ლარ­ზე მე­ტია, მაგ­რამ წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 40 000 ლარს არ აღე­მა­ტე­ბა, მათი რა­ო­დე­ნო­ბა 300 000-ია.

მე­ო­თხე კა­ტე­გო­რი­აა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­მელ­თა სა­რე­ი­ტინ­გო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა. მათი რა­ო­დე­ნო­ბა 102 000-ია. შემ­დე­გი კა­ტე­გო­რი­აა 6-18 წლამ­დე ასა­კის პი­რე­ბი, სულ 503 000 ადა­მი­ა­ნი. მე­ექ­ვსე კა­ტე­გო­რი­აა და­ბა­ლი და არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ყო­ველ­თვი­უ­რად 900 ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი.

"სა­ხელ­მწი­ფო გა­აგ­რძე­ლებს ზრუნ­ვას მშო­ბი­ა­რო­ბის და­ფი­ნა­ნე­ბი­სას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­მე­ლი­მე ჯგუ­ფის მო­ქა­ლა­ქე დარ­ჩე­ბა თუ გა­და­ვა კერ­ძო და­ზღვე­ვა­ში. ასე­ვე მე­ო­რე ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­უ­რი სა­კი­თხია ონ­კო­ლო­გია. პი­რო­ბი­თად მდიდ­რე­ბის ჯგუფ­ში, თუკი ისი­ნი კერ­ძო პა­კეტს აი­ღე­ბენ, მათ რჩე­ბათ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბი და მშო­ბი­ა­რო­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, მაგ­რამ არა ონ­კო­ლო­გი­ის. სა­შუ­ა­ლო და და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თუკი აირ­ჩე­ვენ გა­დას­ვლას, სა­ხელ­მწი­ფო სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში გა­აგ­რძე­ლებს ზრუნ­ვას თუკი მათ ონ­კო­ლო­გი­ის გამო დას­ჭირ­დათ ქი­მი­ო­თე­რა­პია და და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე­ებ­ში გა­აგ­რძე­ლებს ზრუნ­ვას რო­გორც ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას, ასე­ვე ჰორ­მო­ნო­თე­რა­პი­ას და სხი­ვურ თე­რა­პი­ას", - გან­მარ­ტა და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: მოკ­ლედ, ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბა­ზე სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მშობიარობა და საკეისრო კვეთა დაუფინანსდება ყველას - მდიდარია, საშუალო შემოსავლის, თუ - ღარიბი

მშობიარობა და საკეისრო კვეთა დაუფინანსდება ყველას - მდიდარია, საშუალო შემოსავლის, თუ - ღარიბი

მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსება უკლებლივ ყველა ჯგუფს შეუნარჩუნდება - მდიდარია, საშუალო შემოსავლის არის, თუ - ღარიბი, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საყოველთაო ჯანდაცვაში მოსალოდნელი ცვლილებები განმარტა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება.

პირველი - მიზნობრივი ჯგუფებია, რომელშიც შედიან 0-5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები, პენსიონრები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები.

მეორე კატეგორიაა მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000ლარზე მეტია. ასეთი საქართველოში 32 000 ადამიანია. შემდეგია საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება, მათი რაოდენობა 300 000-ია.

მეოთხე კატეგორიაა მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა. მათი რაოდენობა 102 000-ია. შემდეგი კატეგორიაა 6-18 წლამდე ასაკის პირები, სულ 503 000 ადამიანი. მეექვსე კატეგორიაა დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები. ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები და თვითდასაქმებულები.

"სახელმწიფო გააგრძელებს ზრუნვას მშობიარობის დაფინანებისას, მიუხედავად იმისა, რომელიმე ჯგუფის მოქალაქე დარჩება თუ გადავა კერძო დაზღვევაში. ასევე მეორე ძალიან სპეციფიური საკითხია ონკოლოგია. პირობითად მდიდრების ჯგუფში, თუკი ისინი კერძო პაკეტს აიღებენ, მათ რჩებათ სახელმწიფო პროგრამები და მშობიარობის დაფინანსება, მაგრამ არა ონკოლოგიის. საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები თუკი აირჩევენ გადასვლას, სახელმწიფო საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებში ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს ზრუნვას თუკი მათ ონკოლოგიის გამო დასჭირდათ ქიმიოთერაპია და დაბალი შემოსავლის მქონეებში გააგრძელებს ზრუნვას როგორც ქიმიოთერაპიას, ასევე ჰორმონოთერაპიას და სხივურ თერაპიას", - განმარტა დავით სერგეენკომ.

წაიკითხეთ ასევე: მოკლედ, ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან ცვლილებაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

"ეს მარშუტკა ეკუთვნის მამაჩემს... წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი მედიაში გავრცელებულ კადრებზე

საინტერესო დეტალები თორნიკე შენგელიას პირადზე - როგორ დაქორწინდა კალათბურთელი ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილზე