პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს ესპანეთში 45 ქართველის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს ესპანეთში 45 ქართველის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს­პა­ნეთ­ში 45 ქარ­თვე­ლის და­სა­კა­ვებ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პო­ლი­ცო ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-დან აც­ნო­ბეს, და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ეს­პა­ნეთ­ში არა­ლე­გა­ლუ­რი სტა­ტუ­სით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და ისი­ნი ძი­რი­თა­დად ბი­ნე­ბის გა­ქურდვა­ში არი­ან ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი.

შსს-ს ცნო­ბით, ეს­პა­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იან­ვარ-თე­ბერ­ვალ-მარ­ტში ქა­ლაქ მად­რიდ­ში, ლე­გა­ნეს­ში, ხე­ტა­ფე­სა და ბარ­სე­ლო­ნა­ში ჩა­ა­ტა­რეს.

"სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფოს შო­რის და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ 2015 წლის 21 იან­ვრის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ქარ­თველ და ეს­პა­ნელ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის ინ­ტენ­სი­უ­რი გაც­ვლა.

სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის ატა­შე ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფო­ში, რო­მე­ლიც, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­პო­ლი­ციო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ეს­პა­ნე­ლი კო­ლე­გე­ბის მხარ­და­ჭე­რას ახორ­ცი­ე­ლებ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ეს­პა­ნეთს შო­რის სა­პო­ლი­ციო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, 2016 წლის ივ­ნის­ში ეს­პა­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.გ., რო­მე­ლიც იმა­ვე წლის ივ­ლის­ში ექ­სტრა­დი­რე­ბუ­ლი იქნა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

2016 წლის ნო­ემ­ბერ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლურ კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ას­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ეს­პა­ნეთ­ში ასე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცია - "აი­კონ 2". აღ­ნიშ­ნუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ეს­პა­ნე­თის ოთხ ქა­ლაქ­ში: მად­რიდ­ში, ბილ­ბა­ო­ში, სე­ვი­ლი­ა­სა და ბარ­სე­ლო­ნა­ში და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს 45 და უცხო ქვეყ­ნის 20 მო­ქა­ლა­ქე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შსს ესპანეთში 45 ქართველის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს ესპანეთში 45 ქართველის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ინფორმაციით, ესპანეთში 45 ქართველის დასაკავებლად ჩატარებული საპოლიცო ღონისძიება საქართველოს შს სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, დაკავებული ქართველები ესპანეთში არალეგალური სტატუსით იმყოფებოდნენ და ისინი ძირითადად ბინების გაქურდვაში არიან ბრალდებულები.

შსს-ს ცნობით, ესპანელმა სამართალდამცველებმა საპოლიციო ღონისძიებები იანვარ-თებერვალ-მარტში ქალაქ მადრიდში, ლეგანესში, ხეტაფესა და ბარსელონაში ჩაატარეს.

"საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა საქართველოს შს სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ 2015 წლის 21 იანვრის შეთანხმების საფუძველზე. ქართველ და ესპანელ სამართალდამცველებს შორის მიმდინარეობდა ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა.

საპოლიციო ღონისძიებებში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პოლიციის ატაშე ესპანეთის სამეფოში, რომელიც, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ესპანელი კოლეგების მხარდაჭერას ახორციელებდა.

საქართველოსა და ესპანეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, 2016 წლის ივნისში ესპანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1980 წელს დაბადებული ა.გ., რომელიც იმავე წლის ივლისში ექსტრადირებული იქნა საქართველოში.

2016 წლის ნოემბერში, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ესპანეთში ასევე განხორციელდა მასშტაბური სპეცოპერაცია - "აიკონ 2". აღნიშნული სპეცოპერაციის შედეგად, ესპანეთის ოთხ ქალაქში: მადრიდში, ბილბაოში, სევილიასა და ბარსელონაში დააკავეს საქართველოს 45 და უცხო ქვეყნის 20 მოქალაქე", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ