"ჩემი გასაჭირი სხვისთვის შესაძლოა, სასაცილო იყოს, მაგრამ ტკივილი მოსვენებას არ მაძლევს. სხვებისგან განსხვავებული ვარ. ბიჭი გახლავართ და კაცის თითქოს, არაფერი მცხია. სიარულის მანერაც კი უნებურად, სხვანაირი გამიხდა, არადა, სულ სხვა რამეზე ვოცნებობ", - მომწერა 17 წლის ლევანმა, რომელსაც თავისი მდგომარეობა აწუხებს და არ იცის, როგორ დასძლიოს სურვილები, ვერ პოულობს საერთო ენას მეგობრებთან და საკუთარ თავში ჩაკეტილს ხშირად, სუიციდზეც ეფიქრება, თურმე...
- მინდა, ჩვეულებრივი ბიჭი ვიყო, მყავდეს ცოლი, შვილები - ანუ ოჯახი, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იქნება და რომელშიც პირველი მე ვიქნები. მაგრამ ვატყობ, ჩემს ამ ოცნებას ახდენა არ უწერია, გოგონები ჩემზე იცინიან ხოლმე. ამბობენ, რომ "სხვანაირი" და უცნაური ვარ. ჩემთან დაქალობენ და ცდილობენ, ნელ-ნელა მათქმევინონ ის, რაც ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს. ჰგონიათ, პარტნიორ მამაკაცს ვეძებ ან სულაც, მყავს, რაც სიმართლე არ არის. არც ვეძებ და არც მყავს! თუმცა, ზოგჯერ ლტოლვას ვგრძნობ.
- "სიარულის უცნაური მანერა" არ ნიშნავს იმას, რომ გადახრები გაქვს...
- მართალია, მაგრამ ბევრი სხვა ფაქტორიც არსებობს, რომლის ასე საჯაროდ თქმა, უხერხულია. 17 წლის ვარ. მამამ რომ მითხრა პირველად, ქალებში გაისეირნეო, გამიკვირდა. გამოვიჩინე სურვილი და მივხვდი, ეს ის არ არის, რაც მომწონს და მაინტერესებს.
- თუ ასეთი ხარ, რატომ განიცდი?
- იმიტომ, რომ განსხვავებული ვარ. ჩემნაირს თითქმის არავის ვიცნობ იმ რაიონში, სადაც ვცხოვრობ. შავ ყვავებში თეთრი ვარ და ეს ნერვებს მიშლის. მშობლები ამჩნევენ, რომ აგრესიული გავხდი, მაგრამ ცხადია, მიზეზს ვერ ხვდებიან. არ იციან, ჩემს გულში რა ჯოჯოხეთი ტრიალებს. მინდა, როგორი ლაღიც ბავშვობაში ვიყავი, ისეთივე ვიყო, მაგრამ არ გამომდის. გოგონებთან ურთიერთობასაც გავურბივარ, რადგან მგონია, მათნაირი ვარ, მაგრამ არ შემიძლია ისე მოქცევა, როგორც ისინი იქცევიან. წარმოიდგინეთ, მათი ჭორაობის მოსმენაც კი სიამოვნებას მანიჭებს. როცა ჰყვებიან შეყვარებულებზე, მშურს. ბიჭებთან კი ცხადია, საერთო ენას ვეღარ ვპოულობ. არ მიზიდავს ეს ფეხბურთის ან კალათბურთის თამაში, თევზაობა ან ნადირობა და მომკალით, თუ გინდათ.
ამას წინათ, ასეთი რამ შემემთხვა: ყოფილმა ძმაკაცებმა მაგრად გამიჩალიჩეს. მცემეს კიდეც, არაკაცურად იქცევიო. ნერვები დამაწყვიტეს. რომ ავტირდი, იხარხარეს, გოგო ხარო? ძალიან მინდა, ფსიქოლოგმა მირჩიოს რამე. შეიძლება თუ არა, ვინმე დამეხმაროს, რომ ისევ სრულყოფილი კაცი გავხდე? შესაძლებელია, ადამიანმა საკუთარი სურვილები მართოს? ძალიან მინდა, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდე და ბიჭების მსგავსად, მეც იმით მივიღო სიამოვნება, რაც მამაკაცურია. ვებრძვი საკუთარ თავს და სურვილებს უკვე ძალიან დიდი ხანია და მერწმუნეთ, ეს საშინელებაა. ძალ-ღონეს მართმევს საკუთარ თავთან ჭიდილი. აღარც სწავლის თავი მაქვს და აღარც სხვა რაღაცების. მშობლები ამას ჩემს გარდატეხის ასაკს აბრალებენ.
- არ გიცდია, მამას მაინც, გულწრფელად რომ დაელაპარაკო?
- მამას ამ საკითხზე რომ დაველაპარაკო, ზუსტად ვიცი, რაც მოხდება... განაგრძეთ კითხვა
ეს ურთულესი საკითხია.ზოგ უვიცს გონია რომ ეს გადამდებია , ზოგი უფრო უვიცი თვლის რომ შეუძლია გადაკეთდეს ასეთად დაბადებული, ზოგიც ისეთი პიტალოა თვლის რომ უნდა მოკლა ასეთი...ამაზე უნდა დავფიქრდეთ ალბათ სპეცილისტები უფრო კარგად დაგვაკვალიანებენ., ძალიან ძნელია მათი დახმარება ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია დააღიქმება ზოგან კი როგორც რუსეთში და ჩვენ ქვეყანაში სრული სიგიჟეა! ზოგან ასე პრობლემურად არ უყურებენ ამ "გადახრას" ხვდებიან რომ ეს არ არის უბრალოდ ამ ადამიანის არჩევანი ის ასეთია და მორჩა.