სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ექიმის გმირობა მოსკოვში - ქალმა მოხუცი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა სიკვდილს
ქართველი ექიმის გმირობა მოსკოვში - ქალმა მოხუცი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა სიკვდილს

მოს­კოვ­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა ქარ­თვე­ლი ექი­მი-გი­ნე­კო­ლო­გი ნანა ადა­მა­ძე. 68 წლის ქალ­მა სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი მო­ხუ­ცი, რო­მელ­საც მა­ტა­რე­ბე­ლი ეჯა­ხე­ბო­და. ნანა ადა­მა­ძე ლი­ან­და­გის­კენ გა­იქ­ცა, მო­ხუ­ცი რელ­სე­ბი­დან გა­და­აგ­დო, მაგ­რამ თა­ვად და­ი­ღუ­პა.

ტრა­გე­დია პოდ­მოს­კო­ვი­ე­ში 9 მარტს მოხ­და. თუმ­ცა, ფაქ­ტის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა რუ­სუ­ლე­ნო­ვან სა­იტ­ზე დღეს და­ი­წე­რა. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, რომ ტრა­გე­დია "პერ­ლოვ­კას" სად­გურ­ზე მოხ­და. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, მო­ხუცს ხალ­ხის ყვი­რი­ლი არ ეს­მო­და, რო­გორც შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, - სიყ­რუ­ვის გამო. ნანა ადა­მა­ძე მის­კენ გა­იქ­ცა და ლი­ან­და­გი­დან გა­და­აგ­დო ქალი, თვი­თონ კი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

"ნანა ძა­ლი­ან მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მი იყო, მას ათა­სო­ბით მად­ლი­ე­რი პა­ცი­ენ­ტი ყავ­და. აფა­სებ­დნენ არამ­ხო­ლოდ გა­მოც­დი­ლე­ბის და ცოდ­ნის გამო, არა­მედ მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და დე­ლი­კა­ტუ­რო­ბის­თვის. სხვი­სი პრობ­ლე­მე­ბი­სად­მი მუ­დამ თა­ნაგ­რძნო­ბით სავ­სე იყო. ექი­მად ორ­მოც წელ­ზე მეტი იმუ­შა­ვა. ნანა სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და", - ყვე­ბა მისი კო­ლე­გა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან.

ადა­მა­ძე სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ Исида-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ნანა ადა­მა­ძე სო­ხუ­მე­ლია და ცნო­ბი­ლი ექი­მე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მისი სო­ხუ­მე­ლი მე­გო­ბა­რი თინა კვირ­კვე­ლია ყვე­ბა, რომ როცა ნა­ნამ ია­როს­ლა­ვის სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 1975 წელს მუ­შა­ო­ბა სო­ხუ­მის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში და­ი­წყო, ის იმ­დე­ნად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და მზრუნ­ვე­ლი იყო დე­დე­ბის მი­მართ, ბევ­რი მშო­ბე­ლი გო­გო­ნებს მის სა­ხელს არ­ქმევ­და. ნანა ადა­მა­ძის ოჯა­ხი სო­ხუ­მი­დან ომის დროს წა­ვი­და და ფსკოვ­ში და­სახ­ლდა, და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის წინ კი, მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. გარ­დაც­ვლილ ექიმს ორი შვი­ლი დარ­ჩა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია geomigrant.com-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

ქართველი ექიმის გმირობა მოსკოვში - ქალმა მოხუცი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა სიკვდილს

ქართველი ექიმის გმირობა მოსკოვში - ქალმა მოხუცი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა სიკვდილს

მოსკოვში ტრაგიკულად დაიღუპა ქართველი ექიმი-გინეკოლოგი ნანა ადამაძე. 68 წლის ქალმა სიკვდილს გადაარჩინა სმენადაქვეითებული მოხუცი, რომელსაც მატარებელი  ეჯახებოდა. ნანა ადამაძე ლიანდაგისკენ გაიქცა, მოხუცი რელსებიდან გადააგდო, მაგრამ თავად დაიღუპა.

ტრაგედია პოდმოსკოვიეში 9 მარტს მოხდა. თუმცა, ფაქტის შესახებ სხვადასხვა რუსულენოვან საიტზე დღეს დაიწერა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ტრაგედია "პერლოვკას" სადგურზე მოხდა. როგორც ისინი ამბობენ, მოხუცს ხალხის ყვირილი არ ესმოდა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, - სიყრუვის გამო. ნანა ადამაძე მისკენ გაიქცა და ლიანდაგიდან გადააგდო ქალი, თვითონ კი ადგილზე დაიღუპა.

"ნანა ძალიან მაღალკვალიფიციური ექიმი იყო, მას ათასობით მადლიერი პაციენტი ყავდა. აფასებდნენ არამხოლოდ გამოცდილების და ცოდნის გამო, არამედ მზრუნველობისა და დელიკატურობისთვის. სხვისი პრობლემებისადმი მუდამ თანაგრძნობით სავსე იყო. ექიმად ორმოც წელზე მეტი იმუშავა. ნანა სოხუმში დაიბადა", - ყვება მისი კოლეგა სამედიცინო ცენტრიდან.

ადამაძე სამედიცინო ცენტრ Исида-ს თანამშრომელი იყო. როგორც ცნობილია, ნანა ადამაძე სოხუმელია და ცნობილი ექიმების ოჯახში დაიბადა. მისი სოხუმელი მეგობარი თინა კვირკველია ყვება, რომ როცა ნანამ იაროსლავის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1975 წელს მუშაობა სოხუმის სამშობიარო სახლში დაიწყო, ის იმდენად ყურადღებიანი და მზრუნველი იყო დედების მიმართ, ბევრი მშობელი გოგონებს მის სახელს არქმევდა. ნანა ადამაძის ოჯახი სოხუმიდან ომის დროს წავიდა და ფსკოვში დასახლდა, დაახლოებით 15 წლის წინ კი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. გარდაცვლილ ექიმს ორი შვილი დარჩა.

მომზადებულია geomigrant.com-ს მიხედვით

ავარია აეროპორტთან: ყვითელი სამარშრუტოს და სატვირთოს შეჯახებას მგზავრი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანზე" მამაკაცი ლიანდაგზე ჩავარდა - მგზავრებმა მისი ამოყვანა მოასწრეს

გურჯაანის მერი, რომელიც თბილისში, "ქართული ოცნების" ღონისძიებაზე მოდიოდა, ავარიაში მოჰყვა