გასულ წელს უძრავი ქონების ფასების მიხედვით ყველაზე ძვირი რაიონი თბილისში მთაწმინდა, ყველაზე იაფი კი გლდანი და სამგორი იყო.
ამის შესახებ "თიბისი ბანკის", ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის - უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, გაყიდვების საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე ყველაზე ძვირი - 1 033 დოლარი მთაწმინდაზე; ყველაზე დაბალი 547 დოლარი კი - სამგორში იყო.
ამასთან, უძრავი ქონების გაქირავების საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე ყველაზე ძვირი - 8.37 დოლარი ასევე მთაწმინდაზე; ყველაზე იაფი - 4.52 დოლარი კი გლდანში ღირდა.