თავის ტვინის სისხლძარღვების წმენდა ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა. ეს გააუმჯობესებს თქვენს თვითშეგრძნებას სხვადასხვა დაავადებების დროს - დაწყებული კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზიდან, ათეროსკლეროზით დამთავრებული.
ტვინის სისხლძარღვთა რეგულარული წმენდა მოგიხსნით თავის ტკივილებს, გაგიუმჯობესებთ აზროვნებას, აგიმაღლებთ განწყობას.
მოვამზადეთ ტვინის სისხლძარღვთა გამწმენდი 5 ეფექტური და შემოწმებული რეცეპტი:
პირველი მეთოდი: თაფლი და კაკალი
გაარჩიეთ 5 კაკალი და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი, შეურიეთ მწიკვი დარიჩინი და კოჭა. კარგად აურიეთ და ერთი დღე მაცივარში გააჩერეთ.
მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მეორე მეთოდი: ხახვის წვენი და თაფლი
გამოწურეთ ხახვის წვენი, შეავსეთ ჭიქის მესამედი. დაუმატეთ 1 ჭიქა ნატურალური თაფლი. სამკურნალო ნარევი, მიიღეთ თითო ჩაის კოვზი, დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ის არამარტო ეფექტურად წმენდს სისხლძარღვებს, აძლირებს იმუნიტეტსაც.
მესამე მეთოდი: ნატურალური წვენები
ყოველდღიურად, სადილამდე და ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე, მიიღეთ ნახევარი ჭიქა ბროწეულის წვენი. თუ წვენის შეძენას მაღაზიაში აპირებთ, აუცილებლად შეამოწმეთ, რამდენად ნატურალურია, სხვა შემთხევაში უმჯობესია გამოწუროთ სახლში.