პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოკლედ, ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან ცვლილებაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში
მოკლედ, ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან ცვლილებაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თვის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს დღეს გა­აც­ნო.

ცვლი­ლე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცილ­დე­ბა:

• მიზ­ნობ­რივ ჯგუფ­ში შე­მა­ვალ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბი უც­ვლე­ლად შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბა და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ მე­დი­კა­მენ­ტებ­თან წვდო­მა და­ე­მა­ტე­ბა. გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, დი­ა­ბე­ტის II ტიპი, ბრონ­ქი­ა­ლუ­რი ას­თმა, ფილ­ტვე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი - ეს იმ და­ა­ვა­დე­ბა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბიც, პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და­ფი­ნანსდე­ბა.

• მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ებს, რო­მელ­თა შე­მო­სა­ვა­ლი წე­ლი­წად­ში 40 000 ლარს აღე­მა­ტე­ბა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მით ვე­ღარ ისარ­გებ­ლე­ბენ (მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თა შე­მო­სა­ვა­ლი წე­ლი­წად­ში 40 000 ლარ­ზე მე­ტია, 32 000-ს შე­ად­გენს)

• ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და სა­შუ­ა­ლო და და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სერ­ვი­სე­ბიც მო­ცუ­ლო­ბა­შიც.

• მო­ზარ­დებ­სა და იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რო­მელ­თა სა­რე­ი­ტინ­გო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, სერ­ვი­სე­ბის მო­ცუ­ლო­ბა უც­ვლე­ლად შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბათ. მიზ­ნობ­რივ ჯგუ­ფებს, მო­ზარ­დებს, და­ბა­ლი და არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი შე­მო­სავ­ლი­სა და 70 000-დან 100 000-მდე სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ებს კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო შე­მავ­სე­ბე­ლი პა­კე­ტით სარ­გებ­ლო­ბის პრი­ვი­ლე­გია მი­ე­ნი­ჭათ.

პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მშო­ბი­ა­რო­ბა ყვე­ლა ჯგუფს და­უ­ფი­ნანსდე­ბა. ასე­ვე, ყვე­ლა ჯგუ­ფი დარ­ჩე­ბა ჯან­დაც­ვის სა­ხელ­მწი­ფო სხვა პროგ­რა­მე­ბის მო­სარ­გებ­ლე­ე­ბად. სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის სერ­ვი­სე­ბის მო­ცუ­ლო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი (და არა ოჯა­ხის) შე­მო­სავ­ლის მი­ხედ­ვით.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცვლი­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს და ძა­ლა­ში მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ შევა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მოკლედ, ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან ცვლილებაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

მოკლედ, ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან ცვლილებაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული სერვისები ამოქმედდება. ცვლილებების პროექტი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიის წარმომადგენლებს დღეს გააცნო.

ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით განხორცილდება:

• მიზნობრივ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები უცვლელად შეუნარჩუნდება და ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა დაემატება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტის II ტიპი, ბრონქიალური ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები - ეს იმ დაავადებათა ჩამონათვალია, რომლის სამკურნალო მედიკამენტებიც, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.

• მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ (მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, 32 000-ს შეადგენს)

• ცვლილებები განხორციელდა საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეების სერვისებიც მოცულობაშიც.

• მოზარდებსა და იმ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. მიზნობრივ ჯგუფებს, მოზარდებს, დაბალი და არარეგულარული შემოსავლისა და 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით სარგებლობის პრივილეგია მიენიჭათ.

პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს დაუფინანსდება. ასევე, ყველა ჯგუფი დარჩება ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების მოსარგებლეებად. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით.

სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ძალაში მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ შევა.

3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება - აღდგება ყველა შეზღუდვა, რომელიც 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე მოქმედებდა

"გუშინ მოხდა ტერორისტული აქტი, შემთხვევით გადავრჩით სიკვდილს..." - რა მოთხოვნები აქვთ თელავში გამართული აქციის მონაწილეებს?

"მჭირდებოდა საკუთარი ბინა, სადღაც ქირა რომ არ მეხადა... ვიყიდე შავი კარკასი" - გიორგი სუხიტაშვილის "მუქი სახლი", რომელიც მომღერლის გემოვნებით მოეწყო