სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინის ახირება" თუ "პოლიტიკური ნაბიჯი" - რუსულ-ოსური სამხედრო შეთანხმების დეტალები
"პუტინის ახირება" თუ "პოლიტიკური ნაბიჯი" - რუსულ-ოსური სამხედრო შეთანხმების დეტალები

რუ­სე­თი ოკუ­პი­რე­ბულ სამ­ხრეთ ოსეთ­თან სამ­ხედ­რო შე­თან­ხმე­ბას გა­ა­ფორ­მებს. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბით, ცხინ­ვა­ლის სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თე­ბის ნა­წი­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში გა­ერ­თი­ან­დე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე უკე­თე­სად მომ­ზა­დე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თი, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 150-მდე სამ­ხედ­როს ით­ვლის, რუ­სე­თის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში გა­და­ვა.

სამ­ხედ­რო შე­თან­ხმე­ბა ეყ­რდნო­ბა ე. წ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას "მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ", რო­მე­ლიც მოს­კოვ­მა ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­თან 2015 წელს გა­ა­ფორ­მა. მსგავ­სი ში­ნა­არ­სის ე. წ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ("მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ") მოს­კოვს ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­თან 2014 წელს აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რაზე დაყ­რდნო­ბი­თაც, აფხა­ზე­თის შემ­თხვე­ვა­ში სამ­ხედ­რო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის პრო­ცე­სი უფრო ადრე და­ი­წყო და რუ­სე­თის დუ­მამ ამ დო­კუ­მენ­ტის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა 2016 წელს მო­ახ­დი­ნა.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯი" - ასე უწო­და რუ­სე­თის სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ამ მოს­კო­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მემ შეძ­ლო რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე კრი­ტი­კუ­ლად სა­უ­ბა­რი და პუ­ტი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "უაზ­რო ახი­რე­ბა" უწო­და... ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სამ­ხრეთ ოსე­თის მხა­რეს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბა და­ა­ვა­ლა, რათა ოსი სამ­ხედ­რო­ე­ბის რუ­სე­თის არ­მი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყოს.

რუ­სუ­ლი მე­დია ასე­ვე ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მხა­რე­ებს შო­რის ახა­ლი შე­თან­ხმე­ბის პრო­ექ­ტი არ­სე­ბობს, თუმ­ცა დე­ტა­ლე­ბი არ და­ზუს­ტე­ბუ­ლა. მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე ისევ და ისევ რუ­სე­თია და ცხინ­ვა­ლი თა­მა­შის წე­სებს მის­გან ელო­დე­ბა. მა­თი­ვე თქმით, 150 სამ­ხედ­რო ეს არის პირ­ვე­ლი ეტა­პი, მთლი­ა­ნო­ბა­ში კი, რუ­სე­თი აპი­რებს მათი რა­ო­დე­ნო­ბა 1500-დან 2000-მდე გა­ზარ­დოს. რუ­სულ მე­დი­ა­ში უკვე გა­მო­ით­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ ამ სამ­ხედ­რო­ებს რუ­სუ­ლი გე­ნე­რა­ლი­ტე­ტი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტი­ლებ­ში გა­და­ის­ვრის...

რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბა" აქ­ვეყ­ნებს სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ვე­ლის, ვიქ­ტორ ბა­რა­ნე­ცის მო­საზ­რე­ბას აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. რუსი ექ­სპერ­ტის თქმით, რუ­სეთს მხო­ლოდ კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფე­ბი სჭირ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვის არ­მი­ა­ში მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე კარ­გად გაწ­ვრთნილ ოს სამ­ხედ­რო­ებს მი­ი­ღებს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­დაზ­ვერ­ვო და­ნა­ყო­ფის, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სამ­თო რაზ­მი­სა და სნა­ი­პერ­თა და­ნა­ყო­ფის შე­ერ­თე­ბით. ისი­ნი რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან კონ­ტრაქტს გა­ა­ფორ­მე­ბენ და მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბა­საც მი­ი­ღე­ბენ. ბა­რა­ნე­ცი ას­კვნის, რომ ეს რუ­სეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს შო­რის სა­მო­კავ­ში­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­აღ­რმა­ვებს და, ცხა­დია, ეს გა­აძ­ლი­ე­რებს ჩვენს სამ­ხედ­რო "მუშტს" რე­გი­ონ­ში...

"ეს შე­თან­ხმე­ბა სამ­ხრეთ ოსეთს, ერთი მხრივ, უკე­თე­სად და­ა­ზღვევს შე­საძ­ლო თავ­დას­ხმის­გან სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან და, მე­ო­რე მხრივ, რაც უფრო უკე­თე­სი იქ­ნე­ბა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში ფუ­ლა­დი და საბ­რძო­ლო უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, თუნ­დაც სამ­ხრეთ ოსე­თის ნა­წი­ლის­თვის, ეს უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ცხინ­ვა­ლის­თვის... და კი­დევ - სამ­ხრეთ ოსე­თი არ მა­ლავს, რომ რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლა­ზე ოც­ნე­ბობს და მოს­კოვ­თან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის და­ახ­ლო­ე­ბას, თუნ­დაც სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, სამ­ხრეთ ოსეთ­ში ოვა­ცი­ე­ბით ხვდე­ბი­ან", - აცხა­დებს ბა­რა­ნე­ცი.

ფაქ­ტია, რომ ბოლო წლებ­ში რუ­სეთ­მა სრუ­ლი კონ­ტრო­ლი დამ­ყა­რა და ამ ნა­ბი­ჯით, რე­გი­ო­ნის მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა... რუსი ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­გან ეს არის კი­დევ ერთი ნიშ­ნის­მო­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რო­მელ­მაც მე­ზო­ბე­ლი რუ­სე­თის მიერ გა­მო­ხა­ტუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ჯი­უ­ტად აირ­ჩია ევ­რო­პის გზა... რო­გორც ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი იბ­რა­გიმ გა­სი­ე­ვი აცხა­დებ­და, აქამ­დე მათ სამ­ხედ­რო­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, რუ­სე­თის ცხინ­ვალ­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი რუ­სე­თის მე-4 სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე ემ­სა­ხუ­რათ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს პრო­ცე­სი შემ­დეგ­შიც გა­გარ­ძელ­დე­ბა, რაც მათ სამ­ხედ­რო­ებს სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"პუტინის ახირება" თუ "პოლიტიკური ნაბიჯი" - რუსულ-ოსური სამხედრო შეთანხმების დეტალები

"პუტინის ახირება" თუ "პოლიტიკური ნაბიჯი" - რუსულ-ოსური სამხედრო შეთანხმების დეტალები

რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან სამხედრო შეთანხმებას გააფორმებს. ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ცხინვალის სამხედრო შენაერთების ნაწილი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანდება. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველაზე უკეთესად მომზადებული სამხედრო შენაერთი, რომელიც დაახლოებით 150-მდე სამხედროს ითვლის, რუსეთის განკარგულებაში გადავა.

სამხედრო შეთანხმება ეყრდნობა ე. წ. ხელშეკრულებას "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ", რომელიც მოსკოვმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან 2015 წელს გააფორმა. მსგავსი შინაარსის ე. წ. ხელშეკრულება ("მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ") მოსკოვს ოკუპირებულ აფხაზეთთან 2014 წელს აქვს გაფორმებული, რაზე დაყრდნობითაც, აფხაზეთის შემთხვევაში სამხედრო შეთანხმების გაფორმების პროცესი უფრო ადრე დაიწყო და რუსეთის დუმამ ამ დოკუმენტის რატიფიცირება 2016 წელს მოახდინა.

"მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი" - ასე უწოდა რუსეთის სამთავრობო მედიამ მოსკოვის გადაწყვეტილებას, მხოლოდ რამდენიმემ შეძლო რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებულ პრობლემებზე კრიტიკულად საუბარი და პუტინის გადაწყვეტილებას "უაზრო ახირება" უწოდა... ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, სამხრეთ ოსეთის მხარესთან მოლაპარაკების დაწყება დაავალა, რათა ოსი სამხედროების რუსეთის არმიის შემადგენლობაში მიღების პროცესი დაიწყოს.

რუსული მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მხარეებს შორის ახალი შეთანხმების პროექტი არსებობს, თუმცა დეტალები არ დაზუსტებულა. მთავარი მოთამაშე ისევ და ისევ რუსეთია და ცხინვალი თამაშის წესებს მისგან ელოდება. მათივე თქმით, 150 სამხედრო ეს არის პირველი ეტაპი, მთლიანობაში კი, რუსეთი აპირებს მათი რაოდენობა 1500-დან 2000-მდე გაზარდოს. რუსულ მედიაში უკვე გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ სამხედროებს რუსული გენერალიტეტი მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში გადაისვრის...        

რადიო "თავისუფლება" აქვეყნებს სამხედრო მიმომხილველის, ვიქტორ ბარანეცის მოსაზრებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. რუსი ექსპერტის თქმით, რუსეთს მხოლოდ კარგად მომზადებული სამხედრო დანაყოფები სჭირდება და შესაბამისად, თავის არმიაში მხოლოდ ყველაზე კარგად გაწვრთნილ ოს სამხედროებს მიიღებს. მისივე ინფორმაციით, რუსეთი დაინტერესებულია სადაზვერვო დანაყოფის, სპეციალური დანიშნულების სამთო რაზმისა და სნაიპერთა დანაყოფის შეერთებით. ისინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს გააფორმებენ და მაღალ ანაზღაურებასაც მიიღებენ. ბარანეცი ასკვნის, რომ ეს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებს გააღრმავებს და, ცხადია, ეს გააძლიერებს ჩვენს სამხედრო "მუშტს" რეგიონში...

"ეს შეთანხმება სამხრეთ ოსეთს, ერთი მხრივ, უკეთესად დააზღვევს შესაძლო თავდასხმისგან საქართველოს მხრიდან და, მეორე მხრივ, რაც უფრო უკეთესი იქნება სამხედრო სამსახურში ფულადი და საბრძოლო უზრუნველყოფა, თუნდაც სამხრეთ ოსეთის ნაწილისთვის, ეს უკეთესი იქნება ცხინვალისთვის... და კიდევ - სამხრეთ ოსეთი არ მალავს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ოცნებობს და მოსკოვთან ნებისმიერი სახის დაახლოებას, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით, სამხრეთ ოსეთში ოვაციებით ხვდებიან", - აცხადებს ბარანეცი.

ფაქტია, რომ ბოლო წლებში რუსეთმა სრული კონტროლი დამყარა და ამ ნაბიჯით, რეგიონის მუდმივი კონტროლის საშუალება ექნება... რუსი ექსპერტების თქმით, ვლადიმერ პუტინისგან ეს არის კიდევ ერთი ნიშნისმოგება საქართველოსთვის, რომელმაც მეზობელი რუსეთის მიერ გამოხატული უკმაყოფილების მიუხედავად, მაინც ჯიუტად აირჩია ევროპის გზა... როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასიევი აცხადებდა, აქამდე მათ სამხედროებს საშუალება ჰქონდათ, რუსეთის ცხინვალში დისლოცირებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე ემსახურათ. სავარაუდოდ, ეს პროცესი შემდეგშიც გაგარძელდება, რაც მათ სამხედროებს სამხედრო გამოცდილების მიღებაში დაეხმარება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე