პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მძღოლს, რომელმაც "ზებრაზე" 18 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5 წელი მიესაჯა - გარდაცვლილის დედის კომენტარი გადაწყვეტილებაზე
მძღოლს, რომელმაც "ზებრაზე" 18 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5 წელი მიესაჯა - გარდაცვლილის დედის კომენტარი გადაწყვეტილებაზე

კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის გამო, რო­მელ­საც 18 წლის ნიკა ყოლ­ბა­ია ემსხვერ­პლა, პირს 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. პრო­ცე­სი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს გა­ი­მარ­თა. მძღოლს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლით ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. Ambebi.ge გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას, თეა თორ­დი­ას ესა­უბ­რა:

- მძღოლს 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. როცა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა 4-7 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, მო­სა­მარ­თლე ვე­რა­ფერს იზამს.

- მისი ოჯა­ხის მხრი­დან თუ იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბა სარ­ჩე­ლის გა­მო­ტა­ნა­ზე?

- თხოვ­ნა ჰქონ­დათ, უნ­დო­დათ საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა, მაგ­რამ ამ დათ­ვურ სამ­სა­ხურს ვე­რა­ვის გა­ვუ­წევ­დი. არ უნ­დო­დათ ცი­ხე­ში წას­ვლა.

- რა გახ­და ავა­რი­ის მი­ზე­ზი?

- ჩემი შვი­ლი გა­და­დი­ო­და ზებ­რა ხაზ­ზე, ამ დროს მძღო­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით შე­ვარ­და გზა­ზე და წი­თელ­ზე გა­ი­ა­რა. სწო­რედ ეს გახ­და ავა­რი­ის მი­ზე­ზი. სას­წრა­ფომ შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­ა­კე­თა, გა­მო­ძა­ხე­ბი­დან 13 წუთ­ში ნიკა სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში იყო, მაგ­რამ სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტრავ­მე­ბის გამო ვერ გა­დარ­ჩა.

- ამ­ბო­ბენ, რომ შემ­თხვე­ვის დროს მძღო­ლი მი­ი­მა­ლა?

- მი­მა­ლუ­ლი არ იყო, და­ა­კა­ვეს და ორ დღე­ში გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ჩემი შვი­ლის დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი და თა­ვი­დან და­ა­კა­ვეს. მე მე­გო­ნა ჩემი ჩა­რე­ვა არ იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო დამ­ნა­შა­ვის დას­ჯის­თვის. კა­ნო­ნი ყვე­ლას­თვის ერ­თნა­ი­რი უნდა იყოს.

შე­გახ­სე­ნებთ, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე თვის წინ მოხ­და. 18 წლის ნიკა ყოლ­ბა­ი­ას "ზებ­რა" გა­და­სას­ვლელ­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა. ერ­თთვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის გულ­გრილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე წე­რენ. მათი თქმით, ზებ­რა გა­და­სას­ვლე­ლებ­თან ვი­თა­რე­ბა ქვე­ი­თი პატ­რუ­ლე­ბის მიერ არ კონ­ტროლ­დე­ბა, რაც იწ­ვევს იმას, რომ მძღო­ლე­ბი კა­ნონს ხში­რად არ­ღვე­ვენ, რა დრო­საც ქვე­თე­ბის უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მძღოლს, რომელმაც "ზებრაზე" 18 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5 წელი მიესაჯა - გარდაცვლილის დედის კომენტარი გადაწყვეტილებაზე

მძღოლს, რომელმაც "ზებრაზე" 18 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5 წელი მიესაჯა - გარდაცვლილის დედის კომენტარი გადაწყვეტილებაზე

კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც 18 წლის ნიკა ყოლბაია ემსხვერპლა, პირს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. მძღოლს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. Ambebi.ge გარდაცვლილის დედას, თეა თორდიას ესაუბრა:

- მძღოლს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როცა ქვეყანაში არსებული კანონმდებლობით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა 4-7 წლამდე პატიმრობით განისაზღვრება, მოსამართლე ვერაფერს იზამს.

- მისი ოჯახის მხრიდან თუ იყო მოლაპარაკება სარჩელის გამოტანაზე?

- თხოვნა ჰქონდათ, უნდოდათ საპროცესო გარიგება, მაგრამ ამ დათვურ სამსახურს ვერავის გავუწევდი. არ უნდოდათ ციხეში წასვლა.

- რა გახდა ავარიის მიზეზი?

- ჩემი შვილი გადადიოდა ზებრა ხაზზე, ამ დროს მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით შევარდა გზაზე და წითელზე გაიარა. სწორედ ეს გახდა ავარიის მიზეზი. სასწრაფომ შეუძლებელი გააკეთა, გამოძახებიდან 13 წუთში ნიკა საოპერაციოში იყო, მაგრამ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმების გამო ვერ გადარჩა.

- ამბობენ, რომ შემთხვევის დროს მძღოლი მიიმალა?

- მიმალული არ იყო, დააკავეს და ორ დღეში გირაოთი გაათავისუფლეს. ჩემი შვილის დაკრძალვის შემდეგ გავიგე ეს ამბავი და თავიდან დააკავეს. მე მეგონა ჩემი ჩარევა არ იქნებოდა საჭირო დამნაშავის დასჯისთვის. კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა. 18 წლის ნიკა ყოლბაიას "ზებრა" გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ ახალგაზრდა გარდაიცვალა. მომხდარს სოციალურ ქსელში უამრავი მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრულო პოლიციის გულგრილ დამოკიდებულებაზე წერენ. მათი თქმით, ზებრა გადასასვლელებთან ვითარება ქვეითი პატრულების მიერ არ კონტროლდება, რაც იწვევს იმას, რომ მძღოლები კანონს ხშირად არღვევენ, რა დროსაც ქვეთების უფლებები ირღვევა.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი