კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სინამდვილეში ვის დაუფინანსა მერიამ სწავლა: "ოჯახს ტრაგედია შეემთხვა, რის გამოც სტუდენტმა სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლო"
სინამდვილეში ვის დაუფინანსა მერიამ სწავლა: "ოჯახს ტრაგედია შეემთხვა, რის გამოც სტუდენტმა სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლო"

თბი­ლი­სის მე­რია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" იმ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თბი­ლი­სის მე­რი­ის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან სტუ­დენ­ტის­თვის 6 000 ლა­რია გა­და­რი­ცხუ­ლი.

რო­გორც მე­რი­ის გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ირაკ­ლი გვი­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და, ოჯახს ტრა­გე­დია შე­ემ­თხვა, რის გა­მოც სტუ­დენ­ტმა სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და ვერ შეძ­ლო.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ეს სა­კი­თხი ალ­ბათ კარ­გად ვერ შე­ის­წავ­ლა, ამ ადა­მი­ანს ძა­ლი­ან მძი­მე ტრა­გე­დია შე­ემ­თხვა, მას ჯერ გარ­და­ეც­ვა­ლა მამა, შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა და და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი გვი­ლა­ვამ. იგი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს ურ­ჩევს, ამ ოჯახს ბო­დი­ში მო­უ­ხა­დონ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ოჯახ­მა მე­რი­ას წე­რი­ლით მი­მარ­თა (იხი­ლეთ წე­რი­ლი ქვე­მოთ), სა­დაც აღ­წე­რი­ლი იყო მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ და ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ ოჯახ­ში მხო­ლოდ დე­დას ჰქონ­და მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლი და შვი­ლის სწავ­ლის სა­ფა­სურს ვერ იხ­დი­და.

"ამ ადა­მი­ანს ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა გა­და­ე­ხა­და სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვი­მოქ­მე­დეთ სა­რე­ზერ­ვო ფონ­დის წე­სით, რო­მე­ლიც არ გუ­ლის­ხმობს მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას. ვფიქ­რობ, გან­ცხა­დე­ბის ავ­ტორ­მა ასე­თი ტრა­გე­დი­ის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, ამ ოჯახს ბო­დი­ში უნდა მო­უ­ხა­დოს. ძა­ლი­ან მძი­მე ტრა­გე­დი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი ოჯა­ხია, რა­ზეც მთელ­მა სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა იცის. და­ფი­ნან­სე­ბის პე­რი­ოდ­ში ეს ადა­მი­ა­ნი არ მუ­შა­ობ­და, მან მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც ჩვენ და­ვეხ­მა­რეთ, ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­დე­ბი, აიღო დიპ­ლო­მი და მას შემ­დეგ და­ი­წყო თუ არ ვცდე­ბი, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი გვი­ლა­ვამ. თბი­ლი­სის მე­რია იმ წე­რილ­საც ასა­ჯა­რო­ებს, რომ­ლი­თაც სტუ­დენ­ტმა მე­რი­ას მი­მარ­თა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­მა თორ­ნი­კე ბი­კაშ­ვილ­მა და ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძემ თბი­ლი­სის მერი 2016 წლის 12 იან­ვარს "სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ხელ­შე­წყო­ბის" ფარ­გლებ­ში გა­და­რი­ცხუ­ლი 6 000 ლა­რის გამო გა­აკ­რი­ტი­კეს და კო­რუფ­ცი­ა­ში და­ა­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­მა თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს, სტუ­დენ­ტის ოჯა­ხი, რო­მელ­საც მე­რი­ამ თან­ხა გა­და­უ­რი­ცხა, არას­დროს ყო­ფი­ლა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

სინამდვილეში ვის დაუფინანსა მერიამ სწავლა: "ოჯახს ტრაგედია შეემთხვა, რის გამოც სტუდენტმა სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლო"

სინამდვილეში ვის დაუფინანსა მერიამ სწავლა: "ოჯახს ტრაგედია შეემთხვა, რის გამოც სტუდენტმა სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლო"

თბილისის მერია "ნაციონალური მოძრაობის" იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან სტუდენტისთვის 6 000 ლარია გადარიცხული.

როგორც მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ განაცხადა, ოჯახს ტრაგედია შეემთხვა, რის გამოც სტუდენტმა სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლო.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს საკითხი ალბათ კარგად ვერ შეისწავლა, ამ ადამიანს ძალიან მძიმე ტრაგედია შეემთხვა, მას ჯერ გარდაეცვალა მამა, შემდეგ ახალგაზრდა და და მცირეწლოვანი შვილი, - განაცხადა ირაკლი გვილავამ. იგი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ურჩევს, ამ ოჯახს ბოდიში მოუხადონ.

მისივე განმარტებით, ოჯახმა მერიას წერილით მიმართა (იხილეთ წერილი ქვემოთ), სადაც აღწერილი იყო მომხდარი ტრაგედიის შესახებ და ასევე მითითებული იყო, რომ ოჯახში მხოლოდ დედას ჰქონდა მცირე შემოსავალი და შვილის სწავლის საფასურს ვერ იხდიდა.

"ამ ადამიანს ორი წლის განმავლობაში არ ჰქონდა საშუალება გადაეხადა სწავლის გადასახადი. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედეთ სარეზერვო ფონდის წესით, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას. ვფიქრობ, განცხადების ავტორმა ასეთი ტრაგედიის გადატანის შემდეგ, ამ ოჯახს ბოდიში უნდა მოუხადოს. ძალიან მძიმე ტრაგედიის მატარებელი ოჯახია, რაზეც მთელმა სამედიცინო უნივერსიტეტმა იცის. დაფინანსების პერიოდში ეს ადამიანი არ მუშაობდა, მან მუშაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენ დავეხმარეთ, ჩააბარა გამოცდები, აიღო დიპლომი და მას შემდეგ დაიწყო თუ არ ვცდები, ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობა", - განაცხადა ირაკლი გვილავამ. თბილისის მერია იმ წერილსაც ასაჯაროებს, რომლითაც სტუდენტმა მერიას მიმართა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა თორნიკე ბიკაშვილმა და ირაკლი ნადირაძემ თბილისის მერი 2016 წლის 12 იანვარს "სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის" ფარგლებში გადარიცხული 6 000 ლარის გამო გააკრიტიკეს და კორუფციაში დააადანაშაულეს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა თბილისის მერიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სტუდენტის ოჯახი, რომელსაც მერიამ თანხა გადაურიცხა, არასდროს ყოფილა სოციალურად დაუცველი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი