პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
WikiLeaks-ი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს საიდუმლო არქივიდან სკანდალურ მასალებს აქვეყნებს
WikiLeaks-ი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს საიდუმლო არქივიდან სკანდალურ მასალებს აქვეყნებს

2017 წლის 7 მარტს, სკან­და­ლურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია WikiLeaks-მა მო­რი­გი სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. ამ­ჯე­რად, სა­უ­ბა­რია აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო ბი­უ­როს სა­ი­დუმ­ლო არ­ქივ­ზე, რო­მე­ლიც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი­სა და კომ­პი­უ­ტე­რე­ბის ფა­რულ მოს­მე­ნებ­სა და მათ ოპე­რა­ცი­ულ სის­ტე­მებ­ში შეღ­წე­ვის თა­ო­ბა­ზე ათა­სო­ბით დო­კუ­მენტს შე­ი­ცავს.

WikiLeaks-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, Vault 7-ის ("თავ­შე­სა­ფა­რი-7") სა­ხე­ლით გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო ბი­უ­როს ის­ტო­რი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვის უმ­სხვი­ლე­სი შემ­თხვე­ვაა. თა­ვი­სუ­ფალ წვდო­მა­ში 8 761 დო­კუ­მენ­ტი აღ­მოჩ­ნდა.

WikiLeaks-ი - ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც დრო­დად­რო ანო­ნი­მუ­რი წყა­რო­ე­ბი­დან მო­პო­ვე­ბულ სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლებს ასა­ჯა­რო­ებს. 2006 წელს ამოქ­მე­დე­ბუ­ლი ვებ-გვერ­დის მფლო­ბე­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, მათ გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში 1,2 მი­ლი­ონ­ზე მეტი სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტია. WikiLeaks-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი და დი­რექ­ტო­რი ავ­სტრა­ლი­ე­ლი ინ­ტერ­ნეტ-ჟურ­ნა­ლის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ჯუ­ლი­ან ასან­ჟია.

ასან­ჟის თქმით, სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო ბი­უ­როს კი­ბერ­დაზ­ვერ­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბას ეკუთ­ვნის. დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ირ­კვე­ვა, რომ ამე­რი­კულ სპეც-სამ­სა­ხუ­რებს Apple-ის, Google-ის და Microsoft-ის ოპე­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის დამ­ცა­ვი ზღუ­დე­ე­ბის გვერ­დის ავლა თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ. მათ­თვის ასე­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია სპე­ცი­ა­ლუ­რი ელექტრო­ნუ­ლი შიფ­რით და­ცუ­ლი მე­სენ­ჯე­რე­ბი WhatsApp და Telegram-ი.

თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის - სმარ­ტფო­ნე­ბის ლო­მის წილი ოპე­რა­ცი­ულ სის­ტე­მა Android-ს მო­იხ­მარს. მას­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ვირუ­სის "შეგ­ზავ­ნით" დაზ­ვერ­ვას ტე­ლე­ფო­ნის და­ხუ­რულ კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი წვდო­მა ეძ­ლე­ვა. მათ შო­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზა­რებ­ზე, მე­სი­ჯებ­ზე, ტე­ლე­ფო­ნით მარ­თვად ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე. დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, სპეც-სამ­სა­ხუ­რებს სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ ტე­ლე­ფო­ნის ფო­ტო­ა­პა­რა­ტის ამოქ­მე­დე­ბაც შე­ეძ­ლოთ.

დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­თა­ნა­ვე Apple-მა სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, დო­კუ­მენ­ტებ­ში ნახ­სე­ნე­ბი სუს­ტი წერ­ტი­ლე­ბი iOS-ის (ოპე­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მა) ბოლო მო­დელ­ში უკვე აღ­მო­ფხვრი­ლია.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბას კი­დევ ერთი გა­რე­მო­ე­ბა იმ­სა­ხუ­რებს - ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო ბი­უ­როს კი­ბერ­გან­ყო­ფი­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა Samsung-ის "ჭკვი­ა­ნი" ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის - Smart TV-ის "გა­ტეხ­ვა" შეძ­ლეს. სპე­ცი­ა­ლუ­რი ვირუ­სის მეშ­ვე­ო­ბით ტე­ლე­ვი­ზო­რის მიკრო­ფო­ნე­ბის ამოქ­მე­დე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ოთახ­ში მყო­ფი პი­რე­ბის სა­უბ­რის მოს­მე­ნა შე­იძ­ლე­ბო­და.

მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის მწარ­მო­ებ­ლე­ბი ჰა­კე­რებს, რომ­ლე­ბიც მათ პრო­დუქ­ცი­ა­ში "სუსტ წერ­ტი­ლებს" აღ­მო­ა­ჩე­ნენ, დიდ თან­ხებს უხ­დი­ან. ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია შავ ბა­ზარ­ზე დი­დად ფა­სობს. ძა­ლი­ან ხში­რად ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლე­ბი სწო­რედ სპეც-სამ­სა­ხუ­რე­ბი არი­ან.

Vault 7-ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­თა­ნა­ვე გაჩ­ნდა კი­თხვა ინ­ფორ­მა­ცი­ის ავ­თენ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო ბი­უ­როს გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენ­ტებ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ცნო­ბე­ბი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ანო­ნი­მუ­რი ექ­სპერ­ტე­ბი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცი­ას იკა­ვე­ბენ და ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ WikiLeaks-ი უტყუ­არ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს. ამა­ვე პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რებს აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ედ­ვარდ სნო­უ­დე­ნი.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

WikiLeaks-ი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს საიდუმლო არქივიდან სკანდალურ მასალებს აქვეყნებს

WikiLeaks-ი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს საიდუმლო არქივიდან სკანდალურ მასალებს აქვეყნებს

2017 წლის 7 მარტს, სკანდალურმა ორგანიზაცია WikiLeaks-მა მორიგი საიდუმლო მასალები გაასაჯაროვა. ამჯერად, საუბარია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს საიდუმლო არქივზე, რომელიც მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერების ფარულ მოსმენებსა და მათ ოპერაციულ სისტემებში შეღწევის თაობაზე ათასობით დოკუმენტს შეიცავს.

WikiLeaks-ის მონაცემებით, Vault 7-ის ("თავშესაფარი-7") სახელით გასაჯაროებული დოკუმენტები, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ისტორიაში ინფორმაციის გაჟონვის უმსხვილესი შემთხვევაა. თავისუფალ წვდომაში 8 761 დოკუმენტი აღმოჩნდა.

WikiLeaks-ი - ეს საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც დროდადრო ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ საიდუმლო მასალებს ასაჯაროებს. 2006 წელს ამოქმედებული ვებ-გვერდის მფლობელების მტკიცებით, მათ განკარგულებაში 1,2 მილიონზე მეტი საიდუმლო დოკუმენტია. WikiLeaks-ის დამფუძნებელი, მთავარი რედაქტორი და დირექტორი ავსტრალიელი ინტერნეტ-ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ჯულიან ასანჟია.

ასანჟის თქმით, საიდუმლო მასალები ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს კიბერდაზვერვის განყოფილებას ეკუთვნის. დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ ამერიკულ სპეც-სამსახურებს Apple-ის, Google-ის და Microsoft-ის ოპერაციული სისტემების დამცავი ზღუდეების გვერდის ავლა თავისუფლად შეუძლიათ. მათთვის ასევე ხელმისაწვდომია სპეციალური ელექტრონული შიფრით დაცული მესენჯერები WhatsApp და Telegram-ი.

თანამედროვე მობილური ტელეფონების - სმარტფონების ლომის წილი ოპერაციულ სისტემა Android-ს მოიხმარს. მასში სპეციალური ვირუსის "შეგზავნით" დაზვერვას ტელეფონის დახურულ კომუნიკაციებზე თავისუფალი წვდომა ეძლევა. მათ შორის განხორციელებულ ზარებზე, მესიჯებზე, ტელეფონით მართვად ელექტრონულ ფოსტაზე. დოკუმენტების თანახმად, სპეც-სამსახურებს საჭიროებისამებრ ტელეფონის ფოტოაპარატის ამოქმედებაც შეეძლოთ.

დოკუმენტების გასაჯაროებისთანავე Apple-მა საგანგებო განცხადება გააკეთა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, დოკუმენტებში ნახსენები სუსტი წერტილები iOS-ის (ოპერაციული სისტემა) ბოლო მოდელში უკვე აღმოფხვრილია.

განსაკუთრებული ყურადღებას კიდევ ერთი გარემოება იმსახურებს - ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს კიბერგანყოფილების სპეციალისტებმა Samsung-ის "ჭკვიანი" ტელევიზორების - Smart TV-ის "გატეხვა" შეძლეს. სპეციალური ვირუსის მეშვეობით ტელევიზორის მიკროფონების ამოქმედება და, შესაბამისად, ოთახში მყოფი პირების საუბრის მოსმენა შეიძლებოდა.

მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებლები ჰაკერებს, რომლებიც მათ პროდუქციაში "სუსტ წერტილებს" აღმოაჩენენ, დიდ თანხებს უხდიან. ასეთი ინფორმაცია შავ ბაზარზე დიდად ფასობს. ძალიან ხშირად ასეთი ინფორმაციის შეძენის მსურველები სწორედ სპეც-სამსახურები არიან.

Vault 7-ის გასაჯაროებისთანავე გაჩნდა კითხვა ინფორმაციის ავთენტურობის შესახებ. ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტებში მოყვანილი ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება. ანონიმური ექსპერტები საწინააღმდეგო პოზიციას იკავებენ და ამტკიცებენ, რომ WikiLeaks-ი უტყუარ ინფორმაციას ფლობს. ამავე პოზიციას იზიარებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"