პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარიგება "ყომარბაზებთან" და კანონიერი ქურდის უცნაური საჩუქარი - გივი ბერიკაშვილის უცნობი ამბები
გარიგება "ყომარბაზებთან" და კანონიერი ქურდის უცნაური საჩუქარი - გივი ბერიკაშვილის უცნობი ამბები

კარ­გა ხა­ნია, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი ვარ­სკვლა­ვია ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის, ეს კი მსა­ხი­ო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა. ცო­ტაა ისე­თი არ­ტის­ტი, მის­ნა­ი­რად რომ უყ­ვარ­დეს ხალ­ხს. ნამ­დვი­ლად სა­ხალ­ხოა, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი და რო­გორც - ადა­მი­ა­ნი. მისი ხილ­ვა სცე­ნა­სა და ეკ­რან­ზე ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ნი­ჭე­ბე­ლია. კაც­თმოყ­ვა­რეა, კე­თილ­შო­ბი­ლი, მე­გობ­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი და გამ­ტა­ნი, სა­ოც­რად უბ­რა­ლო, სი­კე­თის მთეს­ვე­ლი. თე­ატ­რში, მსა­ხი­ო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი და კა­პელ­დი­ნე­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი ყვე­ლას უყ­ვარს.

"დობ­რი მიშა"

- თბი­ლის­ში მერ­ვე ვაჟ­თა სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩის გა­ფარ­თო­ე­ბის შემ­დეგ, ჩვე­ნი სკო­ლა და­ან­გრი­ეს და ჩემს სახ­ლთან, ჟორ­და­ნი­ას ინ­სტი­ტუ­ტის გვერ­დით გად­მოგ­ვიყ­ვა­ნეს. ერ­თა­დერ­თი ფან­ჯა­რა, სა­ი­და­ნაც გა­დაძ­რო­მა და შა­ტა­ლო­ზე წას­ვლა შე­იძ­ლე­ბო­და, ჩემს ეზო­ში გა­მო­დი­ო­და. იმ ფან­ჯა­რა­ში თავს გავ­ყოფ­დი თუ არა, მთე­ლი უბა­ნი ფეხ­ზე იდგა, კა­რი­დან კი რას გავ­ძვრე­ბო­დი? სკო­ლა­ში ერთი ქალი, ევა გვყავ­და. რომ და­ი­ნა­ხავ­და, ვინ­მე მი­ი­პა­რე­ბო­და, გამ­კი­ვა­ნი ხმით და­ი­ძა­ხებ­და: "ბა­ტო­ნო მი­შა­ა­აა". ჩვე­ნი სკო­ლის დი­რექ­ტორს "დობ­რი მი­შას" ვე­ძახ­დით. მი­ხე­ილ სი­ხა­რუ­ლი­ძე სა­ო­ცა­რი კაცი იყო. ერთხელ, რო­გორ­ღაც მო­ვა­ხერ­ხეთ სკო­ლი­დან გა­პარ­ვა, სტა­დი­ონ­ზე ვართ და ვი­ღა­ცამ და­ი­ძა­ხა, - გა­ი­ქე­ცით, "დობ­რი" მო­დი­სო. ჩემ გარ­და, ყვე­ლამ მო­ა­ხერ­ხა გაქ­ცე­ვა. ვზი­ვარ და ვე­ლო­დე­ბი, რო­დის მომ­ხვდე­ბა ქე­ჩო­ში. მო­მიჯ­და და მე­კი­თხე­ბა: ბი­ჭი­კო, რომ გა­იქ­ცნენ ის ბავ­შვე­ბი, რო­მე­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან, ხომ არ იციო? გა­მი­ხარ­და, ვი­ფიქ­რე, - ვერ მიც­ნო-მეთ­ქი. მის­კენ არც გა­მი­ხე­დავს, ისე ვუ­პა­სუ­ხე: მეჩ­ვიდ­მე­ტე სკო­ლე­ლე­ბი იყ­ვნენ-მეთ­ქი. რომ მე­გო­ნა, გა­დავ­რჩი, უცებ ყურ­ში ჩა­მავ­ლო ხელი: ერთი შენ ხარ მეჩ­ვიდ­მე­ტეს­კო­ლე­ლი და მე­ო­რე ეგე­ნი იყ­ვნე­ნო.

რუს­თა­ვი-თბი­ლი­სი

- ისე მოხ­და, რომ და­მამ­თავ­რე­ბელ კლას­ში რუს­თა­ვის სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი, ამი­ტომ ყო­ველ­დღე მა­ტა­რებ­ლით მარ­ტო მივ­დი­ო­დი რუს­თავ­ში. ერთ დი­ლით, სად­გურ­ზე ვხე­დავ, წიგ­ნე­ბით ხელ­ში ჩემი კლა­სე­ლი გოგი წიკ­ლა­უ­რი დგას. ვე­კი­თხე­ბი: "აქ რა გინ­და?" რუს­თავ­ში მოვ­დი­ვა­რო. - იქ რა გინ­და-მეთ­ქი? - აბა, მარ­ტო ხომ არ ივ­ლიო. სკო­ლის დი­რექ­ტორს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ქალ­ბა­ტონ ქსე­ნია ზარ­ქუ­ას ავუხ­სე­ნი, ჩემი კლა­სე­ლია და ჩემ გამო აქეთ გად­მო­დის-მეთ­ქი. იმა­ნაც: მოდი, შვი­ლო, გად­მო­დიო. და­ი­წყო ჩვე­ნი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი რუს­თა­ვი-თბი­ლი­სის "ელექტრი­ჩ­კებ­ში". ბი­ლე­თის ფული ხომ არას­დროს გვქონ­და. კონ­დუქ­ტო­რებს ვე­მა­ლე­ბო­დით, ათას ხრიკს ვხმა­რობ­დით. ერთხე­ლაც, გოგი რკი­ნიგ­ზე­ლის კი­ტე­ლით გა­მო­მე­ცხა­და, ნა­თე­სავს უჩუქ­ნია მის­თვის. იმ დღის მერე კონ­დუქ­ტო­რებ­მა მას თავი და­ა­ნე­ბეს და მთე­ლი კუ­კუ­და­მა­ლო­ბა­ნა მარ­ტოს მი­წევ­და. ერთ დღე­საც, ვზი­ვარ ვა­გონ­ში გო­გის გვერ­დით და ამო­ვი­და კონ­დუქ­ტო­რი. რად­გან ბი­ლე­თი არ მქონ­და, გოგი წიკ­ლა­ურ­ზე მი­ვუ­თი­თე, - ამას­თან ვარ-მეთ­ქი. ეგ ვინ არი­სო? - "რკი­ნიგ­ზის თა­ნამ­შრო­მე­ლია", - ვუ­თხა­რი ამა­ყად. კონ­დუქ­ტორ­მა სა­ბუ­თე­ბი მოს­თხო­ვა და ორი­ვემ სად­გუ­რის უფ­რო­სის კა­ბი­ნეტ­ში ამოვ­ყა­ვით თავი. ავ­დე­ქი და იმ კაცს ყვე­ლა­ფერს დაწ­ვრი­ლე­ბით მო­ვუ­ყე­ვი. გა­ე­ცი­ნა, არ არი­ან ცუდი ბი­ჭე­ბიო, - თქვა და ორი­ვეს მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რო­ბის ერ­თწ­ლი­ა­ნი უფა­სო საშ­ვი გვა­ჩუ­ქა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

გარიგება "ყომარბაზებთან" და კანონიერი ქურდის უცნაური საჩუქარი - გივი ბერიკაშვილის უცნობი ამბები

გარიგება "ყომარბაზებთან" და კანონიერი ქურდის უცნაური საჩუქარი - გივი ბერიკაშვილის უცნობი ამბები

კარგა ხანია, გივი ბერიკაშვილი ვარსკვლავია ქართველი მაყურებლისთვის, ეს კი მსახიობის ყველაზე დიდი გამარჯვებაა. ცოტაა ისეთი არტისტი, მისნაირად რომ უყვარდეს ხალხს. ნამდვილად სახალხოა, როგორც მსახიობი და როგორც - ადამიანი. მისი ხილვა სცენასა და ეკრანზე ბედნიერების მომნიჭებელია. კაცთმოყვარეა, კეთილშობილი, მეგობრების მოყვარული და გამტანი, საოცრად უბრალო, სიკეთის მთესველი. თეატრში, მსახიობიდან დაწყებული და კაპელდინერით დამთავრებული ყველას უყვარს.

"დობრი მიშა"

- თბილისში მერვე ვაჟთა სკოლაში ვსწავლობდი. მელიქიშვილის ქუჩის გაფართოების შემდეგ, ჩვენი სკოლა დაანგრიეს და ჩემს სახლთან, ჟორდანიას ინსტიტუტის გვერდით გადმოგვიყვანეს. ერთადერთი ფანჯარა, საიდანაც გადაძრომა და შატალოზე წასვლა შეიძლებოდა, ჩემს ეზოში გამოდიოდა. იმ ფანჯარაში თავს გავყოფდი თუ არა, მთელი უბანი ფეხზე იდგა, კარიდან კი რას გავძვრებოდი? სკოლაში ერთი ქალი, ევა გვყავდა. რომ დაინახავდა, ვინმე მიიპარებოდა, გამკივანი ხმით დაიძახებდა: "ბატონო მიშაააა". ჩვენი სკოლის დირექტორს "დობრი მიშას" ვეძახდით. მიხეილ სიხარულიძე საოცარი კაცი იყო. ერთხელ, როგორღაც მოვახერხეთ სკოლიდან გაპარვა, სტადიონზე ვართ და ვიღაცამ დაიძახა, - გაიქეცით, "დობრი" მოდისო. ჩემ გარდა, ყველამ მოახერხა გაქცევა. ვზივარ და ველოდები, როდის მომხვდება ქეჩოში. მომიჯდა და მეკითხება: ბიჭიკო, რომ გაიქცნენ ის ბავშვები, რომელი სკოლის მოსწავლეები არიან, ხომ არ იციო? გამიხარდა, ვიფიქრე, - ვერ მიცნო-მეთქი. მისკენ არც გამიხედავს, ისე ვუპასუხე: მეჩვიდმეტე სკოლელები იყვნენ-მეთქი. რომ მეგონა, გადავრჩი, უცებ ყურში ჩამავლო ხელი: ერთი შენ ხარ მეჩვიდმეტესკოლელი და მეორე ეგენი იყვნენო.

რუსთავი-თბილისი

- ისე მოხდა, რომ დამამთავრებელ კლასში რუსთავის სკოლაში გადავედი, ამიტომ ყოველდღე მატარებლით მარტო მივდიოდი რუსთავში. ერთ დილით, სადგურზე ვხედავ, წიგნებით ხელში ჩემი კლასელი გოგი წიკლაური დგას. ვეკითხები: "აქ რა გინდა?" რუსთავში მოვდივარო. - იქ რა გინდა-მეთქი? - აბა, მარტო ხომ არ ივლიო. სკოლის დირექტორს, არაჩვეულებრივ ქალბატონ ქსენია ზარქუას ავუხსენი, ჩემი კლასელია და ჩემ გამო აქეთ გადმოდის-მეთქი. იმანაც: მოდი, შვილო, გადმოდიო. დაიწყო ჩვენი თავგადასავლები რუსთავი-თბილისის "ელექტრიჩკებში". ბილეთის ფული ხომ არასდროს გვქონდა. კონდუქტორებს ვემალებოდით, ათას ხრიკს ვხმარობდით. ერთხელაც, გოგი რკინიგზელის კიტელით გამომეცხადა, ნათესავს უჩუქნია მისთვის. იმ დღის მერე კონდუქტორებმა მას თავი დაანებეს და მთელი კუკუდამალობანა მარტოს მიწევდა. ერთ დღესაც, ვზივარ ვაგონში გოგის გვერდით და ამოვიდა კონდუქტორი. რადგან ბილეთი არ მქონდა, გოგი წიკლაურზე მივუთითე, - ამასთან ვარ-მეთქი. ეგ ვინ არისო? - "რკინიგზის თანამშრომელია", - ვუთხარი ამაყად. კონდუქტორმა საბუთები მოსთხოვა და ორივემ სადგურის უფროსის კაბინეტში ამოვყავით თავი. ავდექი და იმ კაცს ყველაფერს დაწვრილებით მოვუყევი. გაეცინა, არ არიან ცუდი ბიჭებიო, - თქვა და ორივეს მატარებლით მგზავრობის ერთწლიანი უფასო საშვი გვაჩუქა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი