ჭური და ქვევრი იდენტურ საღვინე ჭურჭლად მიიჩნევა, თუმცა მეღვინეობაში ამ ორი სახელწოდების უკან მაინც განსხვავებული ტრადიციები და მოხმარების წესი დგას. ასევე განსხვავებულია დასავლურ და აღმოსავლურქართული მეთუნეობის წესებიც. თუმცა, ქვევრი და ჭური მაინც ერთი ფუნქციის ჭურჭელია.
ჭურს დასავლეთ საქართველოში ღვინის შესანახ დიდი ზომის თიხის ჭურჭელ უწოდებენ. ჭურის მკეთებელ ხელოსანს "მეჭურე", ხოლო დარგს "მეჭურეობა" ეწოდებოდა. ხელოსანი ჭურის ძირს ასე ერთ მტკაველამდე "მორგვზე" აშენებს. შემდეგ საგანგებო სადგამზე გადააქვს. 70 სმ სიმაღლის ამოყვანის შემდეგ ხდება მშენებარე ჭურის "დაკუტება-დაბინავება" ცალკე ადგილზე, სადაც ხდება მისი ეტაპობრივი შენება-ამოყვანა თიხის ფთილების ან "სორსოლებისაგან". ჭურის შენებას სჭირდება გათითვა, გალესვა, შებეჭვა, შეყელვა, დაფარფლა და ა.შ. ეს შრომატევადი სამუშაო პროცესები ზუსტი თანმიმდევრობით მეორდება ყოველი ჭურის აშენებისას. ჭური დასავლეთ საქართველოში მხოლოდ დიდი ზომის ჭურს ეწოდება. ტერმინი ჭური, აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული იდენტური ჭურჭლის-ქვევრის სინონიმია. განაგრძეთ კითხვა