აშშ-ში ისტორიული, "სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი" შტორმისთვის ემზადება. მეტეოროლოგების პროგნოზით, ქარიშხალი სტელა აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდება თავს, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი და ქარბუქი, თოვლის სიმაღლე ზოგიერთ ადგილას 50 სანტიმეტრსაც მიაღწევს. განსაკუთრებულ რისკ-ზონაში ნიუ-იორკი, ფილადელფია და მაინია.
შტორმის მიზეზით, ერთ დღეში 5 000-მდე ფრენა გადაიდო. მათი უმეტესობა ნიუ-იორკსა და ბოსტონში.
ნიუ-იორკში სამშაბათს დილიდან რამდენიმე მეტროსადგურიც დაიკეტა. ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ, მოუწოდა მოქალაქეებს თავიდან აირიდონ ქალაქიდან გამგზავრება: "სამშაბათს ძლიერ შტორმს ველოდებით, ნიუ-იორკელები მზად უნდა იყვნენ ძლიერი თოვლისა და სახიფათო საგზაო პირობებისთვის", - განაცხადა მერმა.
სტელამ გადაადგილება ჩრდილო კაროლინიდან დაიწყო. ქარიშხლის განსაკუთრებულ გაძლიერებას დღეს ელიან და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.