მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად მზესუმზირის და ზეითუნის ზეთი - სასარგებლო რჩევები დიასახლისებისთვის
როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად მზესუმზირის და ზეითუნის ზეთი - სასარგებლო რჩევები დიასახლისებისთვის

ზეთი - ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტია. მის გა­რე­შე თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბა. მას ვი­ყე­ნებთ პრო­დუქ­ტე­ბის შე­საწ­ვა­ვად და სა­ლა­თებ­შიც. უხა­რის­ხო ზეთი კი არამ­ხო­ლოდ სა­ზი­ა­ნოა ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ის შე­იძ­ლე­ბა მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლიც აღ­მოჩ­ნდეს. რა უნდა ვი­ცო­დეთ ზე­თის შე­სა­ხებ, რო­მე­ლი ზე­თია უკე­თე­სი და რო­გორ უნდა გა­ვარ­ჩი­ოთ ნამ­დვი­ლი მცე­ნა­რე­უ­ლი ზეთი, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლის­გან? - ამ კი­თხვებ­ზე პა­სუხს გაგ­ცემთ PALITRANEWS-ის გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია".

მზე­სუმ­ზი­რის ზეთი პო­ლი­უ­ჯე­რულ ცხი­მო­ვან მჟა­ვებს წარ­მო­ად­გენს. ის მდი­და­რია ომე­გა 6-ით, თუმ­ცა მას­ში ნაკ­ლე­ბია ომე­გა-3, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვაა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბევ­რია ზე­ი­თუ­ნის ზეთ­ში.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ომე­გა 6 ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის? და რის­თვი­საა კარ­გი?

ომე­გა-3 ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი ამ­ცი­რებს დეპ­რე­სი­ას, ინ­სუ­ლინ­რე­ზის­ტენ­ტო­პის, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2-ის, ჰი­პერ­ტენ­ზი­ის, გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის, თრომ­ბო­ზის, დის­ლი­პი­დე­მი­ის, ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის (მაგ. სახ­სრებ­ში) გან­ვი­თა­რე­ბის რისკს, ხელს უწყობს ტვი­ნის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას. აგ­რეთ­ვე, ამ მი­ზე­ზე­ბის გამო, ისი­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­სულ­თათ­ვის, ნა­ყო­ფის ტვი­ნის და თვა­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში.

ომე­გა-6 ცხი­მო­ვა­ნი ანუ ლი­ნო­ლის მჟა­ვა, ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თქვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის. ის შე­დის მცე­ნა­რე­უ­ლი ზე­თე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში, მაგ­რამ ორ­გა­ნიზ­მის­თვის იმ­დე­ნად სა­ჭი­რო არაა, რო­გორც ომე­გა-3. აგ­რეთ­ვე, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ომე­გა-6 ცხი­მე­ბის ჭარბმა რა­ო­დე­ნო­ბამ შე­იძ­ლე­ბა სიმ­სი­ვუ­რი უჯრე­დე­ბის ზრდა და­აჩ­ქა­როს.

ომე­გა 3-სა და ომე­გა 6-ის გარ­და, მზე­სუმ­ზი­რი­სა და ზე­ი­თუ­ნის ზე­თებ­ში უამ­რა­ვი სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბა და ვი­ტა­მი­ნი შე­დის. ზე­თის მი­ღე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის, თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დეთ მისი სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა. მაშ ასე და­ვი­წოთ მზე­სუმ­ზი­რის ზე­თით.

  • პირ­ველ რიგ­ში იცო­დეთ, მზე­სუმ­ზი­რის ზე­თის შე­ძე­ნი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ მისი ვადა. შე­ფუთ­ვა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეწე­როს არამ­ხო­ლოდ ჩა­მოს­ხმის, არა­მედ მისი დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღიც, თუ ბოთლზე ზე­თის მხო­ლოდ ჩა­მოს­ხმის თა­რი­ღი წე­რია, იცო­დეთ, არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეთ მა­ი­სი­დან ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით გა­მოშ­ვე­ბულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე, რად­გან სწო­რედ ამ თვე­ებ­ში ხდე­ბა მზე­სუმ­ზი­რის მო­სავ­ლის აღე­ბა და მის­გან ზე­თის წარ­მო­ე­ბა.
  • ზეთი, რო­მელ­საც აწე­რია "შე­ი­ცავს ე ვი­ტა­მინს", ან "არ შე­ი­ცავს ქო­ლეს­ტე­რინს", იცო­დეთ, ეს მხო­ლოდ მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კია თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი მზე­სუმ­ზი­რის ზეთი, მი­უ­ხე­და­ვად ხა­რის­ხი­სა, შე­ი­ცავს ე ვი­ტა­მინს და არ­ცერთ ზეთ­ში ისე­დაც არ არის ქო­ლეს­ტე­რი­ნი.
  • ბრენ­დი­რე­ბუ­ლი მზე­სუმ­ზი­რის ვადა 1 წე­ლია. მაქ­სი­მუმ 4-5 თვე აქვს ვადა არა­რა­ფი­ნი­რე­ბულ, ბა­ზარ­ში შე­ძე­ნილ, ჩა­მო­სას­ხმელ ზეთს. სა­მა­გი­ე­როდ მას­ში ბო­ლომ­დეა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბა, რაც მზე­სუმ­ზი­რის ზეთს გა­აჩ­ნია. რა­ფი­ნი­რე­ბა, ზე­თის გაწ­მენ­დის ტექ­ნო­ლო­გი­აა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ზეთი იწ­მინ­დე­ბა არამ­ხო­ლოდ ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბის­გან და მზე­სუმ­ზი­რის მკვეთ­რი გე­მო­სა­გან და სუ­ნის­გან, ის კარ­გავს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვს აუ­ცი­ლე­ბელ თით­ქმის ყვე­ლა კომ­პო­ნენტს. ის­მის კი­თხვა რა სა­ჭი­როა ზე­თის რა­ფი­ნი­რე­ბა, თუკი ის ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­სარ­გებ­ლო არ არის? მზე­სუმ­ზი­რის ზეთს ძი­რი­თა­დად სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტის შე­საწ­ვა­ვად იყე­ნე­ბენ. გა­ცხე­ლე­ბი­სას კი მას­ში შე­მა­ვა­ლი ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი კან­ცე­რო­გე­ნულ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბად გა­და­იქ­ცე­ვა. რა­ფი­ნი­რე­ბი­სას კი ზეთი ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ნის­გან იწ­მინ­დე­ბა და კან­ცე­რო­გე­ნე­ბის წარ­მოქ­მნის რის­კიც იკ­ლებს.

რო­გორ უნდა გა­ვარ­ჩი­ოთ სახ­ლში მო­ტა­ნი­ლი კარ­გი ზეთი ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლის­გან, ამას "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­ი­გებთ:

იხი­ლეთ ვი­დე­ო­ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი აქ

  • ზეთ­ში გა­ბევ­რე­ბის მიზ­ნით წყალს ამა­ტე­ბენ - ალ­ბათ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, რად­გან წყა­ლი და ზეთი ერ­თმა­ნეთს არ ერე­ვა და სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ბუ­ნებ­რი­ვია ამას ვერ გა­ა­კე­თებთ, თუმ­ცა ქარ­ხნუ­ლად და გარ­კვე­უ­ლი და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­ვის შემ­დეგ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამის გარ­კვე­ვა არც ისე რთუ­ლია. ჩა­ყა­რეთ მა­რი­ლი ზეთ­ში, თუ ის გად­ნა, ზეთი წყალ­გა­რე­უ­ლია, რად­გან მა­რი­ლი წყალ­ში იხ­სნე­ბა, ცხიმ­ში კი არა.
  • მე­ო­რე რჩე­ვა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის გა­მო­სავ­ლე­ნად: ზეთ­ში ჩა­ას­ხით აკ­ვა­რე­ლის სა­ღე­ბა­ვი, კარგ ზეთ­ში სა­ღე­ბა­ვი არ გა­იხ­სნე­ბა, წყალ­ნა­რევ­ში კი აუ­ცი­ლებ­ლად.

  • თუ გინ­დათ გა­არ­კვი­ოთ არის თუ არა ზეთი ნამ­დვი­ლად რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი, ამის­თვის რამ­დე­ნი­მე მე­თო­დი არ­სე­ბობს. მო­უ­კი­დეთ ცე­ცხლი ზე­თი­ან ნა­ჭერს, მას შე­იძ­ლე­ბა ცე­ცხლი წა­ე­კი­დოს, თუმ­ცა ად­ვი­ლად არ უნდა იწ­ვო­დეს, რად­გან კარგ რა­ფი­ნი­რე­ბულ ზეთ­ში ცოტა რა­ო­დე­ნო­ბი­თაა ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი, რო­მელ­საც მარ­ტი­ვად ეკი­დე­ბა ცე­ცხლი.
  • ტა­ფა­ზე გა­ხუ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ზეთი არ უნდა უშ­ვებ­დეს შავ ბოლს, ეს მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ზეთი არ არის კარ­გად რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი და მისი ცხელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა კან­ცე­რო­გე­ნუ­ლია.
  • გა­ხუ­რე­ბულ ტა­ფა­ზე ზეთი არ უნდა აშ­ხეფ­დეს, ეს მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ ზეთი წყალ­გა­რე­უ­ლია.
იხი­ლეთ ვი­დეო: რა მარ­კე­ტინ­გულ ხრიკს იყე­ნე­ბენ ზე­თის მწარ­მო­ებ­ლე­ბი? - წე­სე­ბი, რო­მე­ლიც ყიდ­ვი­სას უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ

რო­გორც უკვე იცით ომე­გა 3-ის წყა­ლო­ბით გა­ცი­ლე­ბით უფრო სა­სარ­გებ­ლოა ზე­ი­თუ­ნის ზეთი. თუმ­ცა, მისი მოხ­მა­რე­ბი­სას ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წე­სე­ბის დაც­ვა. პირ­ველ რიგ­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ზე­ი­თუ­ნის ზეთს მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­სა, აქვს უკუჩ­ვე­ნე­ბაც - ის ძა­ლი­ან კა­ლო­რი­უ­ლია.

პირ­ვე­ლი, რაც ზე­ი­თუ­ნის ზე­თის ყიდ­ვი­სას უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, ფა­სია - ასე­თი ზეთი ვერ ეღი­რე­ბა ძა­ლი­ან ია­ფია, რად­გან ერთი ლიტ­რის მი­სა­ღე­ბად, 8 კი­ლოგ­რა­მი ზე­თის­ხი­ლია სა­ჭი­რო.

ზე­ი­თუ­ნის ზეთი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყი­დე­ბო­დეს შუ­შის, შე­და­რე­ბით მუქი ფე­რის ბოთ­ლში, რად­გან მუქი ფერი მას იცავს სი­ნათ­ლის­გან, რომ­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბაც ზე­ი­თუ­ნის ზეთს აფუ­ჭებს.

ცივი დაწ­ნეხ­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი, არა­რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი ზე­ი­თუ­ნის ზეთი ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო და ხა­რის­ხი­ა­ნია, ასეთ ზეთ­ზე უნდა ეწე­როს Extra Virgin, თუმ­ცა ის მხო­ლოდ ცივ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სა­სარ­გებ­ლო, თუ შე­საწ­ვა­ვად გსურთ ზე­ი­თუ­ნის ზე­თის შე­ძე­ნა, მა­შინ რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი ზეთი უნდა შე­ი­ძი­ნოთ, რო­მელ­საც ასე­თი წარ­წე­რა არ უნდა ქონ­დეს.

ზე­ი­თუ­ნის ზე­თის შე­სა­მოწ­მებ­ლა­დაც არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მე­თო­დი:

  • პირ­ველ რიგ­ში უნდა იცო­დეთ, რომ კარ­გი ზეთი, შუ­შის ჭურ­ჭელ­ზე და­ტო­ვებს სქელ კვალს, ამი­ტომ შე­გიძ­ლი­ათ ის მო­ა­თავ­სოთ ჭი­ქა­ში, შე­ან­ჯღ­რი­ოთ და თუ დარ­ჩა ჭი­ქის კე­დელ­ზე, ე.ი ის კარ­გია.
  • თუ ზე­ი­თუ­ნის ზე­თი­ან ნა­ჭერს ცე­ცხლს წა­უ­კი­დებთ, მან არ უნდა გა­უშ­ვას შავი ბოლი, ასე­თი ზეთი არ გა­მო­გად­გე­ბათ.
  • გარ­და ამი­სა, კარგ ზე­ი­თუ­ნის ზეთს მარ­ტი­ვად შე­ი­წოვს კანი, ამი­ტომ წა­ის­ვით ის ხელ­ზე, თუ ად­ვი­ლად შე­ი­წო­ვა თქვენ­მა კან­მა და არ დაგ­რჩათ მის ზე­და­პირ­ზე ზედ­მე­ტი ცხი­მი, ზეთი კარ­გია.
  • რო­გორც უკვე იცით, ზე­ი­თუ­ნის ზე­თის მი­ღე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა, ამი­ტომ მას­ში ხში­რად სხვა­დას­ხვა, ია­ფ­ფა­სი­ან ზეთს ურე­ვენ, ამის გარ­კვე­ვაც არ არის რთუ­ლი სახ­ლის პი­რო­ბებ­ში. უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის, არა­რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი ზეთი, რო­მე­ლიც ყველ­ზე ძვი­რი ღირს, და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მყარ­დე­ბა.
  • მო­ა­თავ­სეთ ზე­ი­თუ­ნის ზეთი მა­ცი­ვარ­ში, თუ ორი დღის შემ­დეგ, ის ერ­ბოს­მაგ­ვარ მა­სად გა­და­იქ­ცა, ასე­თი ზეთი მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­საა და ტყუ­ი­ლად არ გა­და­გიხ­დი­ათ მას­ში ბევ­რი.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად მზესუმზირის და ზეითუნის ზეთი - სასარგებლო რჩევები დიასახლისებისთვის

როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად მზესუმზირის და ზეითუნის ზეთი - სასარგებლო რჩევები დიასახლისებისთვის

ზეთი - ადამიანის ყოველდღიური რაციონის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია სადილის მომზადება. მას ვიყენებთ პროდუქტების შესაწვავად და სალათებშიც. უხარისხო ზეთი კი არამხოლოდ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ის შეიძლება მომაკვდინებელიც აღმოჩნდეს. რა უნდა ვიცოდეთ ზეთის შესახებ, რომელი ზეთია უკეთესი და როგორ უნდა გავარჩიოთ ნამდვილი მცენარეული ზეთი, ფალსიფიცირებულისგან? - ამ კითხვებზე პასუხს გაგცემთ PALITRANEWS-ის გადაცემა "არცოდნა აკრძალულია".

მზესუმზირის ზეთი პოლიუჯერულ ცხიმოვან მჟავებს წარმოადგენს. ის მდიდარია ომეგა 6-ით, თუმცა მასში ნაკლებია ომეგა-3, რომელიც ყველაზე სასარგებლო ცხიმოვანი მჟავაა და განსაკუთრებულად ბევრია ზეითუნის ზეთში.

რამდენად მნიშვნელოვანია ომეგა 6 ჩვენი ორგანიზმისთვის? და რისთვისაა კარგი?

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ამცირებს დეპრესიას, ინსულინრეზისტენტოპის, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის, ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, თრომბოზის, დისლიპიდემიის, ანთებითი პროცესების (მაგ. სახსრებში) განვითარების რისკს, ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას და განვითარებას. აგრეთვე, ამ მიზეზების გამო, ისინი აუცილებელია ორსულთათვის, ნაყოფის ტვინის და თვალების ფორმირების პროცესში.

ომეგა-6 ცხიმოვანი ანუ ლინოლის მჟავა, ასევე, აუცილებელია თქვენი ორგანიზმისთვის. ის შედის მცენარეული ზეთების უმეტესობაში, მაგრამ ორგანიზმისთვის იმდენად საჭირო არაა, როგორც ომეგა-3. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ ომეგა-6 ცხიმების ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება სიმსივური უჯრედების ზრდა დააჩქაროს.

ომეგა 3-სა და ომეგა 6-ის გარდა, მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთებში უამრავი სასარგებლო ნივთიერება და ვიტამინი შედის. ზეთის მიღება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი სწორად გამოყენება. მაშ ასე დავიწოთ მზესუმზირის ზეთით.

  • პირველ რიგში იცოდეთ, მზესუმზირის ზეთის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ვადა. შეფუთვაზე აუცილებლად უნდა ეწეროს არამხოლოდ ჩამოსხმის, არამედ მისი დამზადების თარიღიც, თუ ბოთლზე ზეთის მხოლოდ ჩამოსხმის თარიღი წერია, იცოდეთ, არჩევანი გააკეთეთ მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით გამოშვებულ პროდუქციაზე, რადგან სწორედ ამ თვეებში ხდება მზესუმზირის მოსავლის აღება და მისგან ზეთის წარმოება.
  • ზეთი, რომელსაც აწერია "შეიცავს ე ვიტამინს", ან "არ შეიცავს ქოლესტერინს", იცოდეთ, ეს მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია თქვენი ყურადღების მისაქცევად, რადგან ნებისმიერი მზესუმზირის ზეთი, მიუხედავად ხარისხისა, შეიცავს ე ვიტამინს და არცერთ ზეთში ისედაც არ არის ქოლესტერინი.
  • ბრენდირებული მზესუმზირის ვადა 1 წელია. მაქსიმუმ 4-5 თვე აქვს ვადა არარაფინირებულ, ბაზარში შეძენილ, ჩამოსასხმელ ზეთს. სამაგიეროდ მასში ბოლომდეა შენარჩუნებული ყველა სასარგებლო თვისება, რაც მზესუმზირის ზეთს გააჩნია. რაფინირება, ზეთის გაწმენდის ტექნოლოგიაა, რომლის გამოყენებითაც ზეთი იწმინდება არამხოლოდ ცხიმოვანი მჟავებისგან და მზესუმზირის მკვეთრი გემოსაგან და სუნისგან, ის კარგავს ჯანმრთელობისთვს აუცილებელ თითქმის ყველა კომპონენტს. ისმის კითხვა რა საჭიროა ზეთის რაფინირება, თუკი ის ასეთ მდგომარეობაში სასარგებლო არ არის? მზესუმზირის ზეთს ძირითადად სხვადასხვა პროდუქტის შესაწვავად იყენებენ. გაცხელებისას კი მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავები კანცეროგენულ ნივთიერებებად გადაიქცევა. რაფინირებისას კი ზეთი ცხიმოვანი მჟავენისგან იწმინდება და კანცეროგენების წარმოქმნის რისკიც იკლებს.

როგორ უნდა გავარჩიოთ სახლში მოტანილი კარგი ზეთი ფალსიფიცირებულისგან, ამას "პალიტრანიუსის" ექსპერიმენტების მეშვეობით გაიგებთ:

იხილეთ ვიდეოექსპერიმენტები აქ

  • ზეთში გაბევრების მიზნით წყალს ამატებენ - ალბათ გაგიკვირდებათ, რადგან წყალი და ზეთი ერთმანეთს არ ერევა და სახლის პირობებში ბუნებრივია ამას ვერ გააკეთებთ, თუმცა ქარხნულად და გარკვეული დანამატების გარევის შემდეგ ეს შესაძლებელია. ამის გარკვევა არც ისე რთულია. ჩაყარეთ მარილი ზეთში, თუ ის გადნა, ზეთი წყალგარეულია, რადგან მარილი წყალში იხსნება, ცხიმში კი არა.
  • მეორე რჩევა ფალსიფიკაციის გამოსავლენად: ზეთში ჩაასხით აკვარელის საღებავი, კარგ ზეთში საღებავი არ გაიხსნება, წყალნარევში კი აუცილებლად.

  • თუ გინდათ გაარკვიოთ არის თუ არა ზეთი ნამდვილად რაფინირებული, ამისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. მოუკიდეთ ცეცხლი ზეთიან ნაჭერს, მას შეიძლება ცეცხლი წაეკიდოს, თუმცა ადვილად არ უნდა იწვოდეს, რადგან კარგ რაფინირებულ ზეთში ცოტა რაოდენობითაა ცხიმოვანი მჟავები, რომელსაც მარტივად ეკიდება ცეცხლი.
  • ტაფაზე გახურების მიუხედავად, ზეთი არ უნდა უშვებდეს შავ ბოლს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ზეთი არ არის კარგად რაფინირებული და მისი ცხელ მდგომარეობაში გამოყენება კანცეროგენულია.
  • გახურებულ ტაფაზე ზეთი არ უნდა აშხეფდეს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ზეთი წყალგარეულია.
იხილეთ ვიდეო: რა მარკეტინგულ ხრიკს იყენებენ ზეთის მწარმოებლები? - წესები, რომელიც ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ

როგორც უკვე იცით ომეგა 3-ის წყალობით გაცილებით უფრო სასარგებლოა ზეითუნის ზეთი. თუმცა, მისი მოხმარებისას ასევე მნიშვნელოვანია წესების დაცვა. პირველ რიგში გაითვალისწინეთ, ზეითუნის ზეთს მიუხედავად თავისი უნიკალური დადებითი თვისებებისა, აქვს უკუჩვენებაც - ის ძალიან კალორიულია.

პირველი, რაც ზეითუნის ზეთის ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ, ფასია - ასეთი ზეთი ვერ ეღირება ძალიან იაფია, რადგან ერთი ლიტრის მისაღებად, 8 კილოგრამი ზეთისხილია საჭირო.

ზეითუნის ზეთი აუცილებლად უნდა იყიდებოდეს შუშის, შედარებით მუქი ფერის ბოთლში, რადგან მუქი ფერი მას იცავს სინათლისგან, რომლის ზემოქმედებაც ზეითუნის ზეთს აფუჭებს.

ცივი დაწნეხვის შედეგად მიღებული, არარაფინირებული ზეითუნის ზეთი ყველაზე სასარგებლო და ხარისხიანია, ასეთ ზეთზე უნდა ეწეროს Extra Virgin, თუმცა ის მხოლოდ ცივ მდგომარეობაშია სასარგებლო, თუ შესაწვავად გსურთ ზეითუნის ზეთის შეძენა, მაშინ რაფინირებული ზეთი უნდა შეიძინოთ, რომელსაც ასეთი წარწერა არ უნდა ქონდეს.

ზეითუნის ზეთის შესამოწმებლადაც არსებობს რამდენიმე მეთოდი:

  • პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ კარგი ზეთი, შუშის ჭურჭელზე დატოვებს სქელ კვალს, ამიტომ შეგიძლიათ ის მოათავსოთ ჭიქაში, შეანჯღრიოთ და თუ დარჩა ჭიქის კედელზე, ე.ი ის კარგია.
  • თუ ზეითუნის ზეთიან ნაჭერს ცეცხლს წაუკიდებთ, მან არ უნდა გაუშვას შავი ბოლი, ასეთი ზეთი არ გამოგადგებათ.
  • გარდა ამისა, კარგ ზეითუნის ზეთს მარტივად შეიწოვს კანი, ამიტომ წაისვით ის ხელზე, თუ ადვილად შეიწოვა თქვენმა კანმა და არ დაგრჩათ მის ზედაპირზე ზედმეტი ცხიმი, ზეთი კარგია.
  • როგორც უკვე იცით, ზეითუნის ზეთის მიღება ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ მასში ხშირად სხვადასხვა, იაფფასიან ზეთს ურევენ, ამის გარკვევაც არ არის რთული სახლის პირობებში. უმაღლესი ხარისხის, არარაფინირებული ზეთი, რომელიც ყველზე ძვირი ღირს, დაბალ ტემპერატურაზე მყარდება.
  • მოათავსეთ ზეითუნის ზეთი მაცივარში, თუ ორი დღის შემდეგ, ის ერბოსმაგვარ მასად გადაიქცა, ასეთი ზეთი მაღალი ხარისხისაა და ტყუილად არ გადაგიხდიათ მასში ბევრი.

31 წლის განმავლობაში პირველად, 9 აპრილის მემორიალთან ხალხი არ არის - ფოტოები რუსთაველის გამზირიდან

"ვარდისფერი სავსე მთვარის“ ფოტოები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან

ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ - ნახეთ ემოციური ფოტოები ვირტუალური გამოფენიდან