სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რადიო და კაფე ერთ სივრცეში - საქართველოში საერთაშორისო მუსიკალურმა რადიოსადგურმა NRJ-მ მაუწყებლობა დაიწყო
რადიო და კაფე ერთ სივრცეში - საქართველოში საერთაშორისო მუსიკალურმა რადიოსადგურმა NRJ-მ მაუწყებლობა დაიწყო

რა­დიო და კაფე ერთ სივ­რცე­ში - სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლურ­მა რა­დი­ო­სად­გურ­მა NRJ-მ მა­უ­წყებ­ლო­ბა და­ი­წყო. ეთერ­ში გას­ვლა NRJ-ის ქარ­თულ­მა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ თბი­ლი­სის სტუ­დი­ა­ში, დო­ლი­ძის #2-ში მდე­ბა­რე "რა­დიო კა­ფე­ში" სა­გან­გე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბით აღ­ნიშ­ნა და ჟურ­ნა­ლის­ტებს პრეს-ლანჩზე უმას­პინ­ძლა.

უყუ­რა­დღე­ბოდ არ დარ­ჩე­ნი­ლან შოუ ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც - სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი რა­დი­ო­სად­გუ­რის შე­მოს­ვლა მომ­ღერ­ლებ­მაც აღ­ნიშ­ნეს, მათ შო­რის იყ­ვნენ ლელა წურ­წუ­მია, დათო ხუ­ჯა­ძე, ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი, და­თუ­ნა მგე­ლა­ძე, ლადო ბურ­დუ­ლი, სოფო ბე­დია, კახა კუ­ხი­ა­ნი­ძე, თიკა ბა­ლან­ჩი­ნი და სხვე­ბი.

რა­დი­ოს სახე თეა დარ­ჩია იქ­ნე­ბა - "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე NRJ-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი და სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნია. მან ღო­ნის­ძი­ე­ბის სტუმ­რებს რა­დიო კა­ფე­ში უმას­პინ­ძლა და სა­მო­მავ­ლო აქ­ტი­ვო­ბა­ზე მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია. თეა დარ­ჩი­ას სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა თავ­და­პირ­ვე­ლად კვი­რა­ში ორ­ჯერ, 23:00 -დან 01:00 სა­ა­თამ­დე გავა ეთერ­ში. მსმე­ნე­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლოა გა­და­ცე­მე­ბის სიხ­ში­რე გა­ი­ზარ­დოს.

თეა დარ­ჩია: "გა­და­ცე­მა­ში მო­ვიწ­ვევ სტუმ­რებს, მათ შო­რის, ახალ­გაზ­რდა, დამ­წყებ მუ­სი­კო­სებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სხვა­დას­ხვა რა­კურ­სით გა­ვაც­ნობ. აქვე იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ლა­ივ­ში, სტუ­მარს შე­უძ­ლია მე­გობ­რე­ბიც და­პა­ტი­ჟოს. სამი გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბა იქ­ნე­ბა - რა­დიო, ინ­ტერ­ნეტვი­ზუ­ა­ლი და ტექ­სტუ­ა­ლუ­რი ფორ­მა. ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლას­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

ერთ სივ­რცე­ში, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია რა­დიო და კაფე, სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ გამჭვირ­ვა­ლე სტუ­დი­ა­ში თვა­ლი ადევ­ნონ პირ­და­პირ ეთერს და რა­დიო შო­უ­ებს მა­ყუ­რებ­ლის რან­გში და­ეს­წრონ.

ლადო ბურ­დუ­ლი, მუ­სი­კო­სი: "რა­დი­ოს რომ "ენერ­გია" ჰქვია და თეა დარ­ჩია აქ არის, ეს უკვე ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტყვე­ლებს. ძა­ლი­ან კარ­გი ფორ­მა­ტია, მე არ მსმე­ნია, რომ ასე­თი ფორ­მა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ან სად­მე სხვა­გან ყო­ფი­ლი­ყო. ძა­ლი­ან მა­გა­რია, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა ექ­ნე­ბათ ადა­მი­ა­ნებს რა­დი­ოს, ასე­ვე ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და ეს ყვე­ლა­ფე­რი ცო­ცხლად, კი­დევ უფრო გა­მო­ა­ცო­ცხლებს და მიმ­ზიდ­ველს გახ­დის რა­დი­ოს."

რა­დიო NRJ საფ­რან­გეთ­ში 1981 წელს და­არ­სდა და ის იყო პირ­ვე­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი, ახალ­გაზ­რდუ­ლი რა­დიო. მას შემ­დეგ, რა­დიო NRJ -ის არ და­უთ­მია პო­ზი­ცი­ე­ბი და მუდ­მი­ვად ლი­დე­რობს რე­ი­ტინ­გებ­ში. მსმე­ნელ­თა აუ­დი­ტო­რია ყო­ველ­დღი­უ­რად 14 მი­ლი­ონს შე­ად­გენს და მო­ი­ცავს ისეთ ქვეყ­ნებს, რო­გო­რი­ცაა: საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, ავ­სტრია, ბელ­გია, შვე­ი­ცა­რია, ფი­ნე­თი, ნორ­ვე­გია, შვე­დე­თი, რუ­სე­თი, ბულ­გა­რე­თი, ლი­ბა­ნი, მა­რო­კო და ახლა უკვე სა­ქარ­თვე­ლო. სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მიზ­ნით, ქარ­თუ­ლი მხა­რე საფ­რან­გეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აწარ­მო­ებ­და.

გი­ორ­გი შა­რა­ში­ძე, რა­დიო NRJ სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: "ერთი წელი დაგ­ვჭირ­და, რა­დიო NRJ -ის მე­ნე­ჯმენ­ტი დაგ­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მათ­თვის ისე­თი­ვე სა­ინ­ტე­რე­სო ბა­ზა­რია, რო­გო­რიც არის საფ­რან­გე­თი და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ბევ­რი ქვე­ყა­ნა. სა­ქარ­თვე­ლო მე-14 ქვე­ყა­ნაა, სა­დაც მა­უ­წყებ­ლო­ბას იწყებს ევ­რო­პა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი და ლი­დე­რი რა­დიო NRJ . ეს პო­ზი­ტი­უ­რად შეც­ვლის ვი­თა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს რა­დიო ბა­ზარ­ზე. რა­დი­ოს­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, შოუ ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლით ჩვენ ვხდე­ბით დიდი სა­ერ­თა­შო­რი­სო ოჯა­ხის წევ­რი. რაც შე­ე­ხე­ბა სივ­რცეს, ჩვე­ნი აზ­რით, ეს არის უნი­კა­ლუ­რი ფორ­მა­ტი, რად­გან რა­დი­ოს სტუ­დია კა­ფე­ში გან­თავ­სდა, ეს მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ჩვენს მსმე­ნელ­თან ფი­ზი­კუ­რად ახლო კავ­შირ­ში ვი­ყოთ. მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ და­ეს­წრონ რა­დიო შო­უ­ებს და პა­რა­ლე­ლუ­რად ისი­ა­მოვ­ნონ კა­ფე­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ რა­დიო შო­უ­ებ­ში".

რა­დიო კა­ფე­ში გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ბრენ­დი­რე­ბუ­ლი ტორ­ტის გაჭ­რით დას­რულ­და.

რა­დიო NRJ-ის მოს­მე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ტალ­ღა­ზე FM 104.7 თბი­ლის­ში, თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­სა და გუ­და­ურ­ში.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

რადიო და კაფე ერთ სივრცეში - საქართველოში საერთაშორისო მუსიკალურმა რადიოსადგურმა NRJ-მ მაუწყებლობა დაიწყო

რადიო და კაფე ერთ სივრცეში - საქართველოში საერთაშორისო მუსიკალურმა რადიოსადგურმა NRJ-მ მაუწყებლობა დაიწყო

რადიო და კაფე ერთ სივრცეში - საქართველოში საერთაშორისო მუსიკალურმა რადიოსადგურმა NRJ-მ მაუწყებლობა დაიწყო. ეთერში გასვლა NRJ-ის ქართულმა წარმომადგენლობამ თბილისის სტუდიაში, დოლიძის #2-ში მდებარე "რადიო კაფეში" საგანგებო ღონისძიებით აღნიშნა და ჟურნალისტებს პრეს-ლანჩზე უმასპინძლა.

უყურადღებოდ არ დარჩენილან შოუ ბიზნესის წარმომადგენლებიც - საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური რადიოსადგურის შემოსვლა მომღერლებმაც აღნიშნეს, მათ შორის იყვნენ ლელა წურწუმია, დათო ხუჯაძე, ვერიკო ტურაშვილი, დათუნა მგელაძე, ლადო ბურდული, სოფო ბედია, კახა კუხიანიძე, თიკა ბალანჩინი და სხვები.

რადიოს სახე თეა დარჩია იქნება - "სუხიშვილების" ნაციონალური ბალეტის ყოფილი მოცეკვავე NRJ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და საავტორო გადაცემის წამყვანია. მან ღონისძიების სტუმრებს რადიო კაფეში უმასპინძლა და სამომავლო აქტივობაზე მიაწოდა ინფორმაცია. თეა დარჩიას საავტორო გადაცემა თავდაპირველად კვირაში ორჯერ, 23:00 -დან 01:00 საათამდე გავა ეთერში. მსმენელის დაინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა გადაცემების სიხშირე გაიზარდოს.

თეა დარჩია: "გადაცემაში მოვიწვევ სტუმრებს, მათ შორის, ახალგაზრდა, დამწყებ მუსიკოსებს და საზოგადოებას სხვადასხვა რაკურსით გავაცნობ. აქვე იქნება ყველაფერი ლაივში, სტუმარს შეუძლია მეგობრებიც დაპატიჟოს. სამი გამომსახველობა იქნება - რადიო, ინტერნეტვიზუალი და ტექსტუალური ფორმა. ვფიქრობ, ეს ყველასთვის საინტერესო იქნება.

ერთ სივრცეში, სადაც განთავსებულია რადიო და კაფე, სტუმრებს საშუალება აქვთ გამჭვირვალე სტუდიაში თვალი ადევნონ პირდაპირ ეთერს და რადიო შოუებს მაყურებლის რანგში დაესწრონ.

ლადო ბურდული, მუსიკოსი: "რადიოს რომ "ენერგია" ჰქვია და თეა დარჩია აქ არის, ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს. ძალიან კარგი ფორმატია, მე არ მსმენია, რომ ასეთი ფორმატი საქართველოში ან სადმე სხვაგან ყოფილიყო. ძალიან მაგარია, რომ ურთიერთობა ექნებათ ადამიანებს რადიოს, ასევე ინტერნეტის საშუალებით და ეს ყველაფერი ცოცხლად, კიდევ უფრო გამოაცოცხლებს და მიმზიდველს გახდის რადიოს."

რადიო NRJ საფრანგეთში 1981 წელს დაარსდა და ის იყო პირველი კომერციული, ახალგაზრდული რადიო. მას შემდეგ, რადიო NRJ -ის არ დაუთმია პოზიციები და მუდმივად ლიდერობს რეიტინგებში. მსმენელთა აუდიტორია ყოველდღიურად 14 მილიონს შეადგენს და მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ბელგია, შვეიცარია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, რუსეთი, ბულგარეთი, ლიბანი, მაროკო და ახლა უკვე საქართველო. სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ქართული მხარე საფრანგეთთან მოლაპარაკებებს ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა.

გიორგი შარაშიძე, რადიო NRJ საქართველოს დამფუძნებელი: "ერთი წელი დაგვჭირდა, რადიო NRJ -ის მენეჯმენტი დაგვერწმუნებინა, რომ საქართველო მათთვის ისეთივე საინტერესო ბაზარია, როგორიც არის საფრანგეთი და დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა. საქართველო მე-14 ქვეყანაა, სადაც მაუწყებლობას იწყებს ევროპაში პოპულარული და ლიდერი რადიო NRJ . ეს პოზიტიურად შეცვლის ვითარებას საქართველოს რადიო ბაზარზე. რადიოსთან ექსკლუზიურად თანამშრომლობენ თანამედროვე შემსრულებლები, შოუ ბიზნესის ვარსკვლავები. საქართველოში შემოსვლით ჩვენ ვხდებით დიდი საერთაშორისო ოჯახის წევრი. რაც შეეხება სივრცეს, ჩვენი აზრით, ეს არის უნიკალური ფორმატი, რადგან რადიოს სტუდია კაფეში განთავსდა, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს მსმენელთან ფიზიკურად ახლო კავშირში ვიყოთ. მათ საშუალება ექნებათ დაესწრონ რადიო შოუებს და პარალელურად ისიამოვნონ კაფეში არსებული სიტუაციით და მონაწილეობა მიიღონ რადიო შოუებში".

რადიო კაფეში გამართული ღონისძიება ბრენდირებული ტორტის გაჭრით დასრულდა.

რადიო NRJ-ის მოსმენა შესაძლებელია ტალღაზე FM 104.7 თბილისში, თბილისის შემოგარენსა და გუდაურში.

ნატალია დადიანი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი