პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი სახეები და თანამდებობის პირები, რომელთაც ბოლო წლებში ქონება 1 ლარად გადაეცათ
ცნობილი სახეები და თანამდებობის პირები, რომელთაც ბოლო წლებში ქონება 1 ლარად გადაეცათ

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის სიმ­ბო­ლურ ფა­სად გა­და­ცე­მა წლე­ბია მი­ღე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­აა. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის ფორ­მით პრი­ვა­ტი­ზე­ბა ეკო­ნო­მი­კის და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბით და "სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით რე­გუ­ლირ­დე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვი­სა და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი შერ­ჩე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­და და შე­სა­ბა­მის პი­რო­ბებს ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, რომ­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბი­თაც გა­ი­ცე­მო­და სხვა­დას­ხვა სა­ხის ქო­ნე­ბა კერ­ძო პი­რებ­ზე.

ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მოს­ვლის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის ფორ­მის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და­კარ­გა. ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის ფორ­მით პრი­ვა­ტი­ზე­ბას, წი­ლე­ბი­სა და აქ­ცი­ე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბით გა­და­ცე­მას პირ­და­პი­რი გა­და­ცე­მის ფორ­მით მთავ­რო­ბა ახორ­ცი­ე­ლებს.

2007 წლის შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფოს­გან ქო­ნე­ბის ერთ ლა­რად მიმ­ღებ­თა რი­გებ­ში რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნიც გვხვდე­ბა. მათ შო­რის არი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, სამ­ხედ­რო პი­რე­ბი, მსა­ხი­ო­ბი და ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლე­დიც...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის ვი­დე­ო­ვერ­სია

AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თუ რა ქო­ნე­ბა გა­და­ე­ცათ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს 2007 წლის შემ­დეგ. ინ­ფორ­მა­ცია ეყ­რდნო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს და "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" კვლე­ვას:

იუ­მო­რისტ ბესო ბე­რუ­ლაშ­ვილს 2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში თბი­ლის­ში, კან­დე­ლა­კის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ბინა გა­და­ე­ცა 1 ლა­რად. 140 კვ.მეტ­რის ფარ­თო­ბის ბი­ნა­ში ბე­რუ­ლაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე წელი ცხოვ­რობ­და, სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა კი სა­ჯა­რო რე­ესტრში 2016 წლის 8 სექ­ტემ­ბერს და­რე­გის­ტრირ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბესო ბე­რუ­ლაშ­ვი­ლის­თვის ბი­ნის უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ ხელ­მო­წე­რე­ბი, კულ­ტუ­რის სფე­როს ცნო­ბილ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჯერ კი­დევ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბის დროს შე­აგ­რო­ვეს. მი­მარ­თვას ხელს ათო­ბით ცნო­ბი­ლი სახე აწერ­და, მათ შო­რის: გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, კახი კავ­სა­ძე, რეზო ამა­შუ­კე­ლი, ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი, რეზო ჩხე­ი­ძე, ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე და სხვე­ბი (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად ბე­რუ­ლაშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რი)

2016 წელს მთავ­რო­ბამ ბინა გა­დას­ცა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის აღ­მო­სავ­ლეთ სარ­დლო­ბის ხელ­მძღვა­ნელს, პოლ­კოვ­ნიკ შავ­ლე­გო ტა­ბა­ტა­ძეს. 1 ლა­რად გა­და­ცე­მუ­ლი ქო­ნე­ბა ბა­გებ­ში, წყნე­თის გზატ­კე­ცი­ლის #36 ა-ში მდე­ბა­რე­ობს და 135 კვ.მეტ­რი ფარ­თი­საა. სა­ცხოვ­რე­ბელ­ზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა 2016 წლის აგ­ვის­ტო­ში და­რე­გის­ტრირ­და სა­ჯა­რო რე­ესტრში.

პოლ­კოვ­ნიკ შავ­ლე­გო ტა­ბა­ტა­ძეს მე­უღ­ლე და 4 არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს. იგი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში 18 წელ­ზე მე­ტია მსა­ხუ­რობს. სხვა­დას­ხვა დროს იყო პირ­ვე­ლი ქვე­ი­თი ბრი­გა­დის შტა­ბის უფ­რო­სი, მე-3 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი, მე-5 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი, ბოლო პე­რი­ოდ­ში კი გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ში J-7 სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბი­სა და საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის დე­პარ­ტენ­ტის საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის პო­ზი­ცია ეკა­ვა. შავ­ლე­გო ტა­ბა­ტა­ძე რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლეა, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ერა­ყი­სა და ავ­ღა­ნე­თის არა­ერთ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ში.

2014 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ქვრივს მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ას გა­და­ე­ცა ქო­ნე­ბა ერთ ლა­რად. დაბა წყნეთ­ში, სტა­ლი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი და მათ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი 4 580 კვ.მ. არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი.

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ 2014 წლის 2 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა და მო­ი­თხო­ვა მის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­კი­თხის შეს­წავ­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ას გან­ცხა­დე­ბა ცნო­ბად მი­ი­ღო და მას­ში მი­თი­თე­ბუ­ლი სა­კი­თხის შემ­სწავ­ლე­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. რამ­დე­ნი­მე დღე­ში პრე­მი­ერ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტა წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კე­ბი გა­ას­ხვი­სოს, მათ­გან ერთ-ერთი კი, პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლეს მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ას გა­დას­ცეს სა­კუთ­რე­ბა­ში.

"არ­ცერთ მთავ­რო­ბის წევ­რს არ უსარ­გებ­ლია ამ აგა­რა­კე­ბით. გას­ხვი­სე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ერთ-ერთი აგა­რა­კი უბ­რა­ლოდ, სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ვე­ცით მა­ნა­ნა გამ­სა­ხურ­დი­ას, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუთ­რე­ბა­ში არ გა­დას­ცეს ის აგა­რა­კი, რო­მე­ლიც წე­სით ეკუთ­ვნო­და, რო­გორც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლეს" - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა და სხვა სა­ხის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გარ­და, მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით სხვა­დას­ხვა პი­რებს მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბაც გა­და­ე­ცე­მო­დათ. მა­გა­ლი­თად, 2012 წელს, გე­ნე­რალ-მა­ი­ორ დევი ჭან­კო­ტა­ძეს, რო­მელ­საც მა­შინ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის პო­ზი­ცია ეკა­ვა, სიმ­ბო­ლურ ფა­სად, 1 ლა­რად გა­და­ე­ცა მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, ავ­ტო­მან­ქა­ნა Jeep Hummer 2.

2012 წლის 10 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბით გიგი უგუ­ლა­ვას ძმის, ირაკ­ლი უგუ­ლა­ვას კომ­პა­ნია შპს "ჯე­ო­ლენ­დს" პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის წე­სით 1 ლა­რად გა­და­ე­ცა ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სა­ბერ­წე­ში მდე­ბა­რე 8 000 კვ.მ არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი. ირაკ­ლი უგუ­ლა­ვა კომ­პა­ნი­ის წი­ლის 50%-ის მფლო­ბე­ლი გახ­ლდათ.

მი­წის გა­და­ცე­მის სა­ინ­ვეს­ტი­ციო პი­რო­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან ორ წე­ლი­წად­ში შპს "ჯე­ო­ლენ­დს" აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­თო ქო­ხის მშე­ნებ­ლო­ბა და სა­კემ­პინ­გე ტე­რი­ტო­რი­ის მო­წყო­ბა ევა­ლე­ბო­და.

პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა კი­დევ რამ­დე­ნი­მე პირ­ზე გა­ა­ჩუ­ქა ქო­ნე­ბა ერთ ლა­რად 2011-2012 წლებ­ში. მა­გა­ლი­თად, 2011 წელს, პოლ­კოვ­ნიკ კობა ახვლე­დი­ანს თბი­ლის­ში, ყიფ­ში­ძის ქ.#3ბ-ში მდე­ბა­რე მშე­ნე­ბა­რე შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ბინა გა­და­ე­ცა, სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 78.50კვ.მ. პოლ­კოვ­ნი­კი კობა ახვლე­დი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში 2005 წლი­დან მსა­ხუ­რობ­და.

2011 წელს სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბით ერთ ლა­რად კი­დევ რამ­დე­ნი­მე პირს გა­და­ე­ცა. მათ შო­რის: მე-4 ბრი­გა­დის მე­თა­ურ ზუ­რაბ შა­მა­თა­ვას თბი­ლის­ში, ყიფ­ში­ძის ქ.#3ბ-ში მდე­ბა­რე მშე­ნე­ბა­რე შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის მე-5 სარ­თულ­ზე არ­სე­ბუ­ლი ბინა სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 132კვ.მ გა­და­ე­ცა. ის ბაჩო ახა­ლა­ი­ას თა­ნა­მო­აზ­რე და მე­გო­ბა­რი იყო. მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2012 წელს ზუ­რაბ შა­მა­თა­ვას, ბაჩო ახა­ლა­ი­ას, გიგი კა­ლან­და­ძი­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის წი­ნა­აღ­მდეგ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

2011 წელსვე გა­და­ე­ცა კო­ჯორ­ში მდე­ბა­რე 2 501 კვ.მ. არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-2 მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს ლე­ვან ქარ­და­ვას, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის მე­გის ქარ­და­ვას ძმაა.

2010 წელს შე­უ­ერ­თდა სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის მიმ­ღებ­თა რი­ცხვს შსს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ბეჟან ფარ­ცვა­ნია, რო­მელ­საც თბი­ლის­ში, დიდ დი­ღომ­ში, დე­მეტ­რე თავ­და­დე­ბუ­ლის ქუჩა #2-ში მდე­ბა­რე 65 კვ.მ. ფარ­თო­ბის ბინა გა­და­ე­ცა.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ჩუ­ქე­ბის ფაქ­ტი, 2008 წელს და­ფიქ­სირ­და, როცა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს 1 ლა­რად გა­და­ე­ცა აგა­რა­კი დაბა წყნეთ­ში. სამ­თავ­რო­ბო რე­ზი­დენ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 571კვ.მეტ­რი გახ­ლდათ: ავ­ტო­ფა­რე­ხი სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 39კვ.მ, ნა­გე­ბო­ბე­ბი და მათ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის 31 696 მი­წის ნაკ­ვე­თი, აღ­ნიშ­ნულ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქო­ნე­ბა ბურ­ჯა­ნა­ძეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რად გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შემ­დეგ, ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო ჩა­მო­ერ­თვა.

სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა სიმ­ბო­ლურ ფა­სად შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ცეთ იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პი­რებს, ეკო­მიგ­რან­ტებს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას და ინ­ვეს­ტო­რებს წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით. სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის უსას­ყიდ­ლოდ სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს რო­გორც პი­რო­ბე­ბით, ასე­ვე პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

AMBEBI.GE აგ­რძე­ლებს თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბას და შე­მოგ­თა­ვა­ზებთ სტა­ტი­ებს ამა­ვე ციკ­ლი­დან: 1 ლა­რად დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქო­ნე­ბე­ბი და ბოლო წლებ­ში სხვა­დას­ხვა უწყე­ბის­თვის ერთ ლა­რად გა­და­ცე­მუ­ლი ქო­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ცნობილი სახეები და თანამდებობის პირები, რომელთაც ბოლო წლებში ქონება 1 ლარად გადაეცათ

ცნობილი სახეები და თანამდებობის პირები, რომელთაც ბოლო წლებში ქონება 1 ლარად გადაეცათ

საქართველოში სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა წლებია მიღებული ტრადიციაა. სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით რეგულირდებოდა. აღნიშნული კანონის მიხედვით, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებდა და შესაბამის პირობებს ადგენდა საქართველოს პრეზიდენტი, რომლის განკარგულებითაც გაიცემოდა სხვადასხვა სახის ქონება კერძო პირებზე.

ივანიშვილის მთავრობის მოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმის უფლებამოსილება დაკარგა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას, წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემას პირდაპირი გადაცემის ფორმით მთავრობა ახორციელებს.

2007 წლის შემდეგ სახელმწიფოსგან ქონების ერთ ლარად მიმღებთა რიგებში რამდენიმე ცნობილი ადამიანიც გვხვდება. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, სამხედრო პირები, მსახიობი და ყოფილი პირველი ლედიც...

იხილეთ სტატიის ვიდეოვერსია

AMBEBI.GE გთავაზობთ ოფიციალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ქონება გადაეცათ ცნობილ ადამიანებს 2007 წლის შემდეგ. ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ მონაცემებს და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევას:

იუმორისტ ბესო ბერულაშვილს 2016 წლის სექტემბერში თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მდებარე ბინა გადაეცა 1 ლარად. 140 კვ.მეტრის ფართობის ბინაში ბერულაშვილი რამდენიმე წელი ცხოვრობდა, საკუთრების უფლება კი საჯარო რეესტრში 2016 წლის 8 სექტემბერს დარეგისტრირდა.

აღსანიშნავია, რომ ბესო ბერულაშვილისთვის ბინის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელმოწერები, კულტურის სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს შეაგროვეს. მიმართვას ხელს ათობით ცნობილი სახე აწერდა, მათ შორის: გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, რეზო ამაშუკელი, ჯანსუღ ჩარკვიანი, პაატა ბურჭულაძე, ანზორ ერქომაიშვილი, რეზო ჩხეიძე, ელდარ შენგელაია, ნინელი ჭანკვეტაძე და სხვები (წაიკითხეთ ვრცლად ბერულაშვილის კომენტარი)

2016 წელს მთავრობამ ბინა გადასცა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ შავლეგო ტაბატაძეს. 1 ლარად გადაცემული ქონება ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის #36 ა-ში მდებარეობს და 135 კვ.მეტრი ფართისაა. საცხოვრებელზე საკუთრების უფლება 2016 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

პოლკოვნიკ შავლეგო ტაბატაძეს მეუღლე და 4 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 18 წელზე მეტია მსახურობს. სხვადასხვა დროს იყო პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაური, მე-5 ქვეითი ბრიგადის მეთაური, ბოლო პერიოდში კი გენერალურ შტაბში J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა. შავლეგო ტაბატაძე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა, ასევე მონაწილეობდა ერაყისა და ავღანეთის არაერთ სამხედრო ოპერაციაში.

2014 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივს მანანა არჩვაძე-გამსახურდიას გადაეცა ქონება ერთ ლარად. დაბა წყნეთში, სტალინის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 4 580 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ 2014 წლის 2 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით მიმართა და მოითხოვა მის წინაშე არსებული სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულების საკითხის შესწავლა. საქართველოს მთავრობამ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას განცხადება ცნობად მიიღო და მასში მითითებული საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე დღეში პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა წყნეთის სამთავრობო აგარაკები გაასხვისოს, მათგან ერთ-ერთი კი, პირველი პრეზიდენტის მეუღლეს მანანა არჩვაძე-გამსახურდიას გადასცეს საკუთრებაში.

"არცერთ მთავრობის წევრს არ უსარგებლია ამ აგარაკებით. გასხვისება გადავწყვიტეთ. ერთ-ერთი აგარაკი უბრალოდ, საკუთრებაში გადავეცით მანანა გამსახურდიას, რომელსაც წლების განმავლობაში საკუთრებაში არ გადასცეს ის აგარაკი, რომელიც წესით ეკუთვნოდა, როგორც ყოფილი პრეზიდენტის მეუღლეს" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საცხოვრებელი სახლებისა და სხვა სახის უძრავი ქონების გარდა, მთავრობის განკარგულებით სხვადასხვა პირებს მოძრავი ქონებაც გადაეცემოდათ. მაგალითად, 2012 წელს, გენერალ-მაიორ დევი ჭანკოტაძეს, რომელსაც მაშინ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პოზიცია ეკავა, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა მოძრავი ქონება, ავტომანქანა Jeep Hummer 2.

2012 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გიგი უგულავას ძმის, ირაკლი უგულავას კომპანია შპს "ჯეოლენდს" პირდაპირი მიყიდვის წესით 1 ლარად გადაეცა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საბერწეში მდებარე 8 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ირაკლი უგულავა კომპანიის წილის 50%-ის მფლობელი გახლდათ.

მიწის გადაცემის საინვესტიციო პირობაში მითითებული იყო, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელიწადში შპს "ჯეოლენდს" აღნიშნულ ტერიტორიაზე სამთო ქოხის მშენებლობა და საკემპინგე ტერიტორიის მოწყობა ევალებოდა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ რამდენიმე პირზე გააჩუქა ქონება ერთ ლარად 2011-2012 წლებში. მაგალითად, 2011 წელს, პოლკოვნიკ კობა ახვლედიანს თბილისში, ყიფშიძის ქ.#3ბ-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობაში არსებული ბინა გადაეცა, საერთო ფართობით 78.50კვ.მ. პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა.

2011 წელს სახელმწიფო ქონება პრეზიდენტის განკარგულებით ერთ ლარად კიდევ რამდენიმე პირს გადაეცა. მათ შორის: მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავას თბილისში, ყიფშიძის ქ.#3ბ-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის მე-5 სართულზე არსებული ბინა საერთო ფართობით 132კვ.მ გადაეცა. ის ბაჩო ახალაიას თანამოაზრე და მეგობარი იყო. მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს ზურაბ შამათავას, ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

2011 წელსვე გადაეცა კოჯორში მდებარე 2 501 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსს ლევან ქარდავას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ძმაა.

2010 წელს შეუერთდა სახელმწიფო ქონების მიმღებთა რიცხვს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ბეჟან ფარცვანია, რომელსაც თბილისში, დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩა #2-ში მდებარე 65 კვ.მ. ფართობის ბინა გადაეცა.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ჩუქების ფაქტი, 2008 წელს დაფიქსირდა, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს 1 ლარად გადაეცა აგარაკი დაბა წყნეთში. სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები საერთო ფართობით 571კვ.მეტრი გახლდათ: ავტოფარეხი საერთო ფართობით 39კვ.მ, ნაგებობები და მათზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 31 696 მიწის ნაკვეთი, აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული ქონება. თუმცა, აღნიშნული ქონება ბურჯანაძეს მოგვიანებით, პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ, ქონების გადასახადის გადაუხდელობის გამო ჩამოერთვა.

საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად შეიძლება გადაეცეთ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ეკომიგრანტებს, სოციალურად დაუცველებს, საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას და ინვესტორებს წახალისების მიზნით. სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა შეიძლება განხორციელდეს როგორც პირობებით, ასევე პირობების გარეშე.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

AMBEBI.GE აგრძელებს თემაზე მუშაობას და შემოგთავაზებთ სტატიებს ამავე ციკლიდან: 1 ლარად დაბრუნებული ქონებები და ბოლო წლებში სხვადასხვა უწყებისთვის ერთ ლარად გადაცემული ქონების სტატისტიკა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ