საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ცოლის დაქალების" სერია, რომელმაც ფეისბუქი აალაპარაკა: "იმერული ესკიზები" 21-ე საუკუნეში მეგრულმა ჩაანაცვლა"
"ჩემი ცოლის დაქალების" სერია, რომელმაც ფეისბუქი აალაპარაკა: "იმერული ესკიზები" 21-ე საუკუნეში მეგრულმა ჩაანაცვლა"

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ახა­ლი, მე-11 სე­ზო­ნის სე­რი­ებ­მა ყვე­ლა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. სე­რი­ა­ლის მი­თი­უ­რი გმი­რის, ნორა გა­ბის­კი­რი­ას ან­დერ­ძი, გრი­შას მო­ნო­ლო­გი, დოჩი ალიშ­ბა­ი­ას მეგ­რუ­ლი ფრთი­ა­ნი ფრა­ზე­ბი, მამა ცოტ­ნე - მე­სა­მე სე­რი­ა­ში ბევ­რმა დე­ტალ­მა გა­მო­იწ­ვია მა­ყუ­რებ­ლის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა.

"ფე­ის­ბუქ­ზე" ახალ სე­რი­ებს უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა:

"ესე­თი რე­ა­ლო­ბაა ჯერ არ მი­ნა­ხავს, სა­მარ­გა­ლოს რე­ა­ლი­თია"; "გრი­შას ოს­კა­რი!"; "გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ფილ­მს "იმე­რულ ეს­კი­ზებს" 21 სა­უ­კუ­ნე­ში თუ მეგ­რუ­ლი ჩა­ა­ნაც­ვლებ­და, ცოტა და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ ფაქ­ტი სა­ხე­ზეა"; "დო­ჩის ფან კლუ­ბი გახ­სე­ნით ვინ­მემ"; "ბა­ტო­ნი დათო კურ­ცხა­ლია უმაგ­რე­სი მსა­ხი­ო­ბი და მო­ნო­ლო­გი! დოჩი, სას­წა­უ­ლი გოგო! ნორა გა­ბეს­კი­რია "ტრა­დი­ცი­ე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ! მამა ცოტ­ნე ჯი­პით..." - წე­რენ "ფე­ის­ბუქ­ზე" სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რებ­ლე­ბი.

მთა­ვა­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა კი ახალ სე­ზონ­ზე კარ­გად და­ვი­წყე­ბუ­ლი ძვე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის დაბ­რუ­ნე­ბაა. ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის და ბახ­ვას (გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი და ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე) დაბ­რუ­ნე­ბა ნამ­დვი­ლი სი­ურპრი­ზი აღ­მოჩ­ნდა. AMBEBI.GE ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძეს ესა­უბ­რა:

- ბახ­ვა, თქვე­ნი და ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟის გა­მო­ჩე­ნას სე­რი­ალ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ისევ გა­აგ­რძე­ლებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თუ ეპი­ზო­დუ­რად გა­მოჩ­ნდით?

- ასე ვი­ცით ჩვენ ბა­ტო­ნო, ფუ­რო­რე­ბი! წი­ნას­წარ თქმა არ შე­იძ­ლე­ბა, სცე­ნარს რა თქმა უნდა, ვერ გა­ვამ­ხელ, ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა და რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ჩვე­ნი ხაზი. სე­რი­ალ­ში ასე ხდე­ბა ხოლ­მე, პე­რი­ო­დუ­ლად რო­მე­ლი­მე ხაზი ის­ვე­ნებს, წინა სე­ზო­ნამ­დე იმ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო ჩვე­ნი ხაზი რამ­დე­ნი­მე სე­ზო­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო დას­ვე­ნე­ბა. ამი­ტომ გაგ­რძე­ლე­ბას ვე­ლო­დი, თუმ­ცა ამ ფორ­მით, ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო იმი­ჯით - არა.

- სა­პატ­რი­არ­ქოს გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო გახ­დით მღვდე­ლი და მნა­თე?

- თემა ახლა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია, თუმ­ცა "ცი­ა­ნი­დო­ბა­ზე" ბევ­რად უფრო ადრე და­წე­რა ქეთი დევ­და­რი­ან­მა სცე­ნარ­ში მამა ცოტ­ნე და მნა­თე ბახ­ვა. ის უკვე დიდი ხა­ნია წი­ნას­წარ გრძნობს, რო­მე­ლი თემა იქ­ნე­ბა პიკ­ში და ძა­ლი­ან ხში­რად უს­წრებს დროს.

- აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟიც სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბას შე­უდ­გა?

- აჩი­კოს პერ­სო­ნა­ჟი ბექა, ალ­ბათ, მა­მაო და სტი­ქა­რო­სა­ნი არაფ­რით არ გახ­დე­ბო­და, ამი­ტომ ამ სა­წყის ეტაპ­ზე ჩვენ­თან ერ­თად არ იყო. მო­მა­ვალ­ში ჩემი აზ­რით, აუ­ცი­ლებ­ლად შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა ჩვე­ნი არ­ჩი­ლი. ალ­ბათ ვიკა კა­ლან­დი­აც და სხვე­ბიც. თუმ­ცა, ეს მა­ინც სცე­ნა­რისტსა და პრო­დი­უ­სე­რებს უნდა ჰკი­თხოთ, მხო­ლოდ მათ იცი­ან ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად.

- ელო­დით ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას?

- გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ვე­ლო­დი, ალ­ბათ დიდ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­საც, მაგ­რამ ასეთს მა­ინც არა, ყვე­ლა­ფე­რი გა­დავ­ფა­რეთ.

- თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბი იყო წამ­ყვა­ნი ხაზი სე­რი­ალ­ში, მაგ­რამ ბოლო სე­ზონ­ში დოჩი ალიშ­ბა­ი­ას გა­მო­ჩე­ნამ მო­ახ­დი­ნა ფუ­რო­რი. ის ხომ არ დაგჩრდი­ლავთ?

- დოჩი ძა­ლი­ან მა­გა­რია, ფან­ტას­ტი­უ­რი! დაჩ­რდილ­ვით არ ვიცი, მაგ­რამ დი­დე­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­და­ვუ­ნა­წი­ლებთ, იმ­სა­ხუ­რებს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"ჩემი ცოლის დაქალების" სერია, რომელმაც ფეისბუქი აალაპარაკა: "იმერული ესკიზები" 21-ე საუკუნეში მეგრულმა ჩაანაცვლა"

"ჩემი ცოლის დაქალების" სერია, რომელმაც ფეისბუქი აალაპარაკა: "იმერული ესკიზები" 21-ე საუკუნეში მეგრულმა ჩაანაცვლა"

"ჩემი ცოლის დაქალების" ახალი, მე-11 სეზონის სერიებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. სერიალის მითიური გმირის, ნორა გაბისკირიას ანდერძი, გრიშას მონოლოგი, დოჩი ალიშბაიას მეგრული ფრთიანი ფრაზები, მამა ცოტნე - მესამე სერიაში ბევრმა დეტალმა გამოიწვია მაყურებლის აღფრთოვანება.

"ფეისბუქზე" ახალ სერიებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:

"ესეთი რეალობაა ჯერ არ მინახავს, სამარგალოს რეალითია"; "გრიშას ოსკარი!"; "გასული საუკუნის ფილმს "იმერულ ესკიზებს" 21 საუკუნეში თუ მეგრული ჩაანაცვლებდა, ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი სახეზეა"; "დოჩის ფან კლუბი გახსენით ვინმემ"; "ბატონი დათო კურცხალია უმაგრესი მსახიობი და მონოლოგი! დოჩი, სასწაული გოგო! ნორა გაბესკირია "ტრადიციების'' წინააღმდეგ! მამა ცოტნე ჯიპით..." - წერენ "ფეისბუქზე" სერიალის მაყურებლები.

მთავარი მოულოდნელობა კი ახალ სეზონზე კარგად დავიწყებული ძველი პერსონაჟების დაბრუნებაა. ცოტნე ცოტაშვილის და ბახვას (გიორგი ბახუტაშვილი და ბახვა ბრეგვაძე) დაბრუნება ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა. AMBEBI.GE ბახვა ბრეგვაძეს ესაუბრა:

- ბახვა, თქვენი და ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟის გამოჩენას სერიალში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ისევ გააგრძელებთ მონაწილეობას თუ ეპიზოდურად გამოჩნდით?

- ასე ვიცით ჩვენ ბატონო, ფურორები! წინასწარ თქმა არ შეიძლება, სცენარს რა თქმა უნდა, ვერ გავამხელ, ვნახოთ რა იქნება და როგორ განვითარდება ჩვენი ხაზი. სერიალში ასე ხდება ხოლმე, პერიოდულად რომელიმე ხაზი ისვენებს, წინა სეზონამდე იმდენად აქტუალური იყო ჩვენი ხაზი რამდენიმე სეზონი აუცილებელი იყო დასვენება. ამიტომ გაგრძელებას ველოდი, თუმცა ამ ფორმით, ასეთი საინტერესო იმიჯით - არა.

- საპატრიარქოს გარშემო განვითარებული მოვლენების გამო გახდით მღვდელი და მნათე?

- თემა ახლა ძალიან აქტუალურია, თუმცა "ციანიდობაზე" ბევრად უფრო ადრე დაწერა ქეთი დევდარიანმა სცენარში მამა ცოტნე და მნათე ბახვა. ის უკვე დიდი ხანია წინასწარ გრძნობს, რომელი თემა იქნება პიკში და ძალიან ხშირად უსწრებს დროს.

- აჩიკო სოლოღაშვილის პერსონაჟიც საეკლესიო ცხოვრებას შეუდგა?

- აჩიკოს პერსონაჟი ბექა, ალბათ, მამაო და სტიქაროსანი არაფრით არ გახდებოდა, ამიტომ ამ საწყის ეტაპზე ჩვენთან ერთად არ იყო. მომავალში ჩემი აზრით, აუცილებლად შემოგვიერთდება ჩვენი არჩილი. ალბათ ვიკა კალანდიაც და სხვებიც. თუმცა, ეს მაინც სცენარისტსა და პროდიუსერებს უნდა ჰკითხოთ, მხოლოდ მათ იციან ყველაფერი ზუსტად.

- ელოდით ასეთ გამოხმაურებას?

- გამოხმაურებას ველოდი, ალბათ დიდ გამოხმაურებასაც, მაგრამ ასეთს მაინც არა, ყველაფერი გადავფარეთ.

- თქვენი პერსონაჟები იყო წამყვანი ხაზი სერიალში, მაგრამ ბოლო სეზონში დოჩი ალიშბაიას გამოჩენამ მოახდინა ფურორი. ის ხომ არ დაგჩრდილავთ?

- დოჩი ძალიან მაგარია, ფანტასტიური! დაჩრდილვით არ ვიცი, მაგრამ დიდებას სიამოვნებით გადავუნაწილებთ, იმსახურებს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება