ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ორი პირი ნარიმან ლომინაძე და ზაზა ქოქოლაძე, რომელთა პროცესიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, აქციასთან რაიმე კავშირს უარყოფს.
ორივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
"თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში ვცხოვრობ. შუახევში ვაპირებდი ჩასვლას საბუთის ასაღებად. აქციაზე არ ვყოფილვარ. დილის 06:00 საათზე ჩამოვედი ბათუმში", - განაცხადა ნარიმან ლომინაძემ.
მისივე თქმით, დაკავებისას პოლიციის მხრიდან არანაირ ძალადობას ან არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.
ზაზა ქოქოლაძის თქმით კი, მაჭახლის ხეობიდანაა, ბათუმში კი გამთენიისას რამდენიმე მეზობელთან ერთად იმ მეგობრების მოსაძებნად ჩავიდა, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ.