საპროტესტო აქციების მსოფლიო მაგალითები, როცა ვანდალიზმის აღსაკვეთად არმია და მძიმე ტექნიკა გახდა საჭირო

საპროტესტო აქციების მსოფლიო მაგალითები, როცა ვანდალიზმის აღსაკვეთად არმია და მძიმე ტექნიკა გახდა საჭირო

11-12 მარტს ბათუმში განვითარებულმა მოვლენებმა სრულიად საქართველო შეძრა. მიტინგები და აქციები ჩვენს ქვეყანაში ადრეც ყოფილა. მაგრამ მსგავსი შემთხვევა, საქართველოს თანამედროვე ისტორიას არ ახსოვს. ქვებით "დაბომბილი" განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და 10-მდე დამწვარი ავტომობილი, ქალაქის დაზიანებული ინფრასტრუქტურა - მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ მომხდარა.

საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილ ჯარიმას და დაჯარიმებული პირების დაკავებას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. განვითარებული მოვლენები კონტროლს გასცდა და ბათუმის ქუჩები ჰოლივუდის სტილში გადაღებულ ბლოკბასტერს დაემსგავსა.

მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში მასობრივ არეულობაში გადაზრდილი საპროტესტო აქციები საკმაოდ ხშირია. მათ საფუძვლად რთული სოციალური მდგომარეობა, პოლიტიკური უკმაყოფილება, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა - უდევს. თუმცა ზოგჯერ, ბათუმის ინცინდენტის მსგავსად, მასობრივ არეულობას წინ სრულიად ბანალური და აფსურდული მიზეზი უღძვის.

2002 წლის 9 ივნის მოსკოვში მომხდარი არეულობის წინაპირობა, რომელშიც 7-დან 8 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების მიერ იაპონიასთან წაგებული მატჩი გახდა. ნასვამმა და გააფთრებულმა გულშემატკივრებმა, რომლებიც მატჩის მსველობას მოსკოვის ცენტრში დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს, ახლომდებარე მაღაზიების ვიტრინებისა და ავტომობილების მსხვრევა დაიწყეს. წესრიგის დამყარებისთვის, პოლიციას ტაბელური იარაღის გამოყენება მოუხდა. ბრბომ 40-მდე მაღაზია დაარბია და 100-ზე მეტი ავტომობილი დალეწა.

თანამედროვე ევროპის ისტორიაში მასშტაბური არეულობა, რომელიც თითქმის 1 თვე გაგრძელდა, 2005 წელს საფრანგეთში მოხდა. მასობრივი უკმაყოფილების მიზეზი ორი აფროამერიკელი მოზარდის გარდაცვალება გახდა, რომლებიც პოლიციისგან მიმალვას ცდილობდნენ. ორიოდე დღის შემდეგ დემონსტრანტებმა (ძირითადად არაბებმა) პარიზში პირველი ავტომობილები დაწვეს. მომდევნო დღეს დედაქალაქსა და მის შემოგარენში დამწვარ ავტომობილთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა.

ერთი კვირის თავზე არეულობებმა და მასობრივმა დაუმორჩილებლობამ სრულიად საფრანგეთი (მარსელი, ტულუზა, ბორდო, რენე, დიჟონი, სტრასბურგი) მოიცვა. 6 ნოემბერს სახალხო მღელვარებამ პიკს მიაღწია. ერთ ღამეში 1400-ზე მეტი ავტომობილი დაწვეს. წესრიგის დამყარების მიზნით, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, კომენდანტის საათი დააწესა და ქალაქებში საჯარისო დანაყოფები შეიყვანა.

მღელვარება, რომლის დროსაც 126 პოლიციელი დაშავდა 16 ნოემბერს დასრულდა. პოლიციამ თითქმის 3 000 ადამიანი დააპატიმრა.

გასულ საუკუნეში ყველაზე მასშტაბური ამბოხი 1992 წელს ლოს-ანჯელესში მოეწყო. არც მანამდე და არც მას შემდეგ, მასობრივ არეულობაში გადაზრდილ საზოგადოებრივ მღელვარებას, მსგავსი მასშტაბები არ მიუღია.

3 მარტს, დევნის შემდეგ, პოლიციამ მანქანით მოძრავი უმუშევარი ნარკომანი, როდნი კინგი დააკავა. დაუმორჩილებლობის გამო, პოლიციამ ძალა გამოიყენა. კინგს სახის ძვალი დაუზიანეს და ფეხი მოტეხეს. გამვლელის მიერ, ვიდეოზე გადაღებული ცემის კადრები პრესაში მოხვდა. მასობრივი უკმაყოფილება მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 აპრილს სასამართლომ პოლიციელებს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. რამდენიმე საათში საპროტესტო დემონსტრაცია, მასიურ არეულობაში გადაიზარდა. ფერადკანიანმა მოზარდებმა ქვებით თეთრკანიანებისა და აზიური წარმოშობის მოქალაქეთა ჩაქოლვა დაიწყეს. მათ მაღაზიებს ძარცვავდენ და წვავდნენ.

ერთ დღეში, არეულობა ქალაქის სხვა უბნებსაც მოედო. პოლიციამ უკან დაიხია. ამბოხებულ უბნებში ანარქიამ დაისადგურა. გაუპატიურებები, ძალადობა, მკვლელობები ჩვეული მოვლენა გახდა.

2 მაისს შოკიდან გამოსული მთავრობა რადიკალურ ქმედებებზე გადავიდა. ქალაქში 7 300 პოლიციელი, 1 950 შერიფი, ეროვნული გვარდის 10 000 ჯარისკაცი, 2 000 ქვეითი სამხედრო, 1 500 საზღვაო ქვეითი და ფედერალური გამოძების 1 700 თანამშრომელი შეიყვანეს. საერთო ჯამში 25 ათასამდე შეიარაღებული პირი. ჯავშანტექნიკის დახმარებით ქალაქში წესრიგის დამყარების ბრძანება მაშინდელმა პერზიდენტმა ჯორჯ ბუშ უფროსმა პირადად გასცა.

პოლიცია და არმია მკაცრად მოქმედებდა. წინააღმდეგობის შემთხვევაში, პირველივე გაფრთხილების შემდეგ დამიზნებით ცეცხლს ხსნიდნენ. ქალაქში წესრიგი 6 მაისს აღდგა. 5 დღის განმავლობაში ფერადკანიანებმა 5 500-ზე მეტი შენობა დაწვეს. მატერიალურმა ზარალმა 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა.

ოფიციალური მონაცემებით "შავ ამბოხს" 53 ადამიანი ემსხვერპლა (2 383 დაიჭრა). დაკავებული იყო 11 000-ზე მეტი პირი. აქედან 400-ზე მეტი დღესაც ციხეშია. მათ 25 წლიანი სასჯელი ან სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"