პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიდევ ერთი ვერსია მოიფიქრა, ვითომდა გავრცელებულ ჩანაწერებში ის ხუმრობდა" - პროკურორი გიორგი მამალაძის დაკითხვის დეტალებზე
"კიდევ ერთი ვერსია მოიფიქრა, ვითომდა გავრცელებულ ჩანაწერებში ის ხუმრობდა" - პროკურორი გიორგი მამალაძის დაკითხვის დეტალებზე

მთე­ლი ის ინ­ფორ­მა­ცია, რა­საც გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე გვაწ­ვდის, არის მისი უსუ­სუ­რი მცდე­ლო­ბა, სხვას გა­და­აბ­რა­ლოს მის­თვის ბრა­ლად შე­რა­ცხუ­ლი და თავი და­აღ­წი­ოს მო­სა­ლოდ­ნელ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ე.წ. "ცი­ა­ნი­დის საქ­მის" პრო­კუ­რორ­მა ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის და­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

პრო­კუ­რო­რის თქმით, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის მიერ დას­მულ მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­კი­თხვებს გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ პა­სუ­ხი ვერ გას­ცა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მიერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს.

"ჩვენს მიერ დას­მულ ვერც ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­კი­თხვას გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი პა­სუ­ხი ვერ გას­ცა. მისი ნა­ამ­ბო­ბი მთლი­ა­ნად წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან და იმ ჩა­ნა­წე­რებ­თან, რო­მე­ლიც ჩვენ გა­ვა­სა­ჯა­რო­ეთ. მთე­ლი ის ინ­ფორ­მა­ცია, რა­საც გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე გვაწ­ვდის, არის მისი უსუ­სუ­რი მცდე­ლო­ბა, სხვას გა­და­აბ­რა­ლოს მის­თვის ბრა­ლად შე­რა­ცხუ­ლი და თავი და­აღ­წი­ოს მო­სა­ლოდ­ნელ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ბრალ­დე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბა მთლი­ა­ნად აბ­სურ­დუ­ლია. იგი თა­ვი­დან ამ­ბობ­და, რომ შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი ცი­ა­ნი­დის შე­ძე­ნას მისი ახ­ლო­ბე­ლი ოქ­რომ­ჭედ­ლის­თვის ცდი­ლობ­და, შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ ცი­ა­ნი­დით შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი აპი­რებ­და თვით­მკვლე­ლო­ბას. მან კი­დევ ერთი ვერ­სია მო­ი­ფიქ­რა, ვი­თომ­და გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წე­რებ­ში ის ხუმ­რობ­და", - გა­ნა­ცხა­და ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა.

კი­თხვა­ზე, რა ფორ­მით ფი­გუ­რი­რებს საქ­მე­ში პატ­რი­არ­ქის დაც­ვის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი სოსო ოხა­ნაშ­ვი­ლი, საქ­მის პრო­კუ­რო­რი აცხა­დებს, რომ ოხა­ნაშ­ვილს ამ დრო­ის­თვის მოწ­მის სტა­ტუ­სი აქვს და ის ერთხელ და­ი­კი­თხა. "სოსო ოხა­ნაშ­ვილს აქვს მოწ­მის სტა­ტუ­სი და იგი და­ი­კი­თხა ერთხელ. თუ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბა, და­ი­კი­თხე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი პირი, რო­მელ­საც მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩათ­ვლის გა­მო­ძი­ე­ბა", - აღ­ნიშ­ნა საქ­მის პრო­კუ­რორ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ცი­ა­ნი­დის სა­კითხს, პრო­კუ­რო­რი აცხა­დებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბას აქვს სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ე­ბი, რო­მელ­საც გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ გა­ა­სა­ჯა­რო­ებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"კიდევ ერთი ვერსია მოიფიქრა, ვითომდა გავრცელებულ ჩანაწერებში ის ხუმრობდა" - პროკურორი გიორგი მამალაძის დაკითხვის დეტალებზე

"კიდევ ერთი ვერსია მოიფიქრა, ვითომდა გავრცელებულ ჩანაწერებში ის ხუმრობდა" - პროკურორი გიორგი მამალაძის დაკითხვის დეტალებზე

მთელი ის ინფორმაცია, რასაც გიორგი მამალაძე გვაწვდის, არის მისი უსუსური მცდელობა, სხვას გადააბრალოს მისთვის ბრალად შერაცხული და თავი დააღწიოს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. "ციანიდის საქმის" პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

პროკურორის თქმით, სახელმწიფო ბრალდების მიერ დასმულ მნიშვნელოვან შეკითხვებს გიორგი მამალაძემ პასუხი ვერ გასცა. მისივე განცხადებით, გიორგი მამალაძის მიერ მიცემული ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

"ჩვენს მიერ დასმულ ვერც ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას გიორგი მამალაძემ დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა. მისი ნაამბობი მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და იმ ჩანაწერებთან, რომელიც ჩვენ გავასაჯაროეთ. მთელი ის ინფორმაცია, რასაც გიორგი მამალაძე გვაწვდის, არის მისი უსუსური მცდელობა, სხვას გადააბრალოს მისთვის ბრალად შერაცხული და თავი დააღწიოს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. ბრალდებულის ჩვენება მთლიანად აბსურდულია. იგი თავიდან ამბობდა, რომ შორენა თეთრუაშვილი ციანიდის შეძენას მისი ახლობელი ოქრომჭედლისთვის ცდილობდა, შემდეგ განაცხადა, რომ ციანიდით შორენა თეთრუაშვილი აპირებდა თვითმკვლელობას. მან კიდევ ერთი ვერსია მოიფიქრა, ვითომდა გავრცელებულ ჩანაწერებში ის ხუმრობდა", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

კითხვაზე, რა ფორმით ფიგურირებს საქმეში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, საქმის პროკურორი აცხადებს, რომ ოხანაშვილს ამ დროისთვის მოწმის სტატუსი აქვს და ის ერთხელ დაიკითხა. "სოსო ოხანაშვილს აქვს მოწმის სტატუსი და იგი დაიკითხა ერთხელ. თუ იქნება საჭიროება, დაიკითხება ნებისმიერი პირი, რომელსაც მიზანშეწონილად ჩათვლის გამოძიება", - აღნიშნა საქმის პროკურორმა.

რაც შეეხება ციანიდის საკითხს, პროკურორი აცხადებს, რომ გამოძიებას აქვს სხვადასხვა ვერსიები, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გაასაჯაროებს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"