რა არის რკინადეფიციტური ანემია, როგორ ხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ექიმი-ლაბორანტი, ეკა კემუხტაშვილი გვესაუბრება.
- რა იწვევს რკინადეფიციტურ ანემიას?
- სხვადასხვა სახის ანემიათა შორის რკინადეფიციტური ანემია გვხვდება 70-80%-ში, ის ყველაზე ხშირია ორსულების, მეძუძური დედების და ადრეული გარდატეხის ასაკის ბავშვებში. რკინა ჰემოგლობინის შემადგენელი ნაწილია, რომლის დეფიციტი იწვევს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგების დარღვევას. ამ დროს ქვეითდება ჰემოგლობინის რაოდენობა და ირღვევა ჟანგბადის ტრანსპორტირების მექანიზმი ორგანოებში. რკინადეფიციტური
ანემიის ნიშნები კარგად ჩანს სისხლის საერთო ანალიზში. ადამიანის ორგანიზმში არის 4-5 გრ რკინა, ყოველდღიურად კი იკარგება დაახლოებით 4-5 მილიგრამი. აუცილებელია, რომ ორგანიზმმა ყოველდღიურად მიიღოს დაკარგული რკინის რაოდენობა და მოხდეს ორგანიზმის შევსება.
- რომელი საკვები პროდუქტები შეიცავენ რკინას?
- რკინას უხვად შეიცავენ შემდეგი პროდუქტები: ჭარხალი, გოგრა, ბროწეული, ქლიავი, ალუჩა, ატამი, ზღვის კომბოსტო, ნუში, შვრიის ბურღლეული, წიწიბურა, ვაშლი, მსხლის, ქლიავის ჩირი, ხორცეულიდან კი - კურდღლის, ინდაურის, ქათმის და ხბოს ხორცი.
- რა შემთხვევაში ვითარდება რკინადეფიციტური ანემია?
- არსებობს სხვადასხვა ტიპის ანემია: